თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2017, 20:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3117,
კომენტარები: 13
მოურინიომ რანიერის მხარდასაჭერად ორიგინალურ ხერხს მიმართა
ჟოზე მოურინიომ კლაუდიო რანიერის მხარდასაჭერად პრესკონფერენცია გამოიყენა.
მოურინიომ რანიერის მხარდასაჭერად ორიგინალურ ხერხს მიმართა
ჟოზე მოურინიომ ორიგინალურად გამოუხატა მხარდაჭერა კლაუდიო რანიერის, რომელიც "ლესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პრემიერ ლიგაში ჩემპიონობის მოპოვებიდან რამდენიმე თვეში დაითხოვეს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ადიდასის" მაისურით მივიდა, რომელზეც კლაუდიო რანიერის ინიციალები იყო ამოკვეთილი. ამ გზით მან კიდევ ერთხელ გამოუხატა მხარდაჭერა იტალიელს, რომელსაც მანამდე სოციალური ქსელის გამოყენებით მიმართა.

რანიერის გაძევებას ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური რეაქცია მოჰყვა, რამეთუ მის შემოქმედებას უდიდეს საფეხბურთო შოკს უკავშირებენ, რომელიც 2015/16 წლების სეზონის ჩემპიონობაში გამოიხატება.

მოურინიომ მსგავსი რამ 2015 წელს გამოსცადა, როცა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჩემპიონის სტატუსის დაცვის პროცესში დაითხოვეს, თუმცა არ ფიქრობს, რომ მისი და რანიერის გამოცდილება ერთმანეთთან შედარების ღირსია: "ჩემ მაგივრად ჩემი მაისური მეტყველებს, რამეთუ მისი სახელია ჩემი პატარა მიძღვნა ადამიანისადმი, რომელმაც პრემიერ ლიგის ყველაზე ლამაზი ისტორია დაწერა. ადამიანი, რომელმაც დაიმსახურა, რომ "ლესტერის" სტადიონს "კლაუდიო რანიერი" უწოდონო, გაძევებულია.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ "ლესტერი" ზედიზედ ორი წლის განმავლობაში წერდა ისტორიას. პირველ წელს იმიტომ, რომ პრემიერ ლიგაში ყველაზე ლამაზი, მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რამ გააკეთეს და ახლა იმიტომ, რომ საგაზეთო სათაურები დაიპყრეს გადაწყვეტილებით, რომელიც, ჩემი აზრით, ფეხბურთთან დაკავშირებულ ყველა ადამიანს შეეხო, რადგან ამასთან შეგუება ძალიან რთულია. თუმცა, ამავდროულად ადვილად გახვედრებს, როგორია თანამედროვე ფეხბურთი, ამას უნდა მივეჩვიოთ. შარშან, როცა ჩემპიონის რანგში გამაძევეს, ვფიქრობდი, რომ გიგანტურად ნეგატიური რამ მოხდა. ახლა კი ვხვდები, რომ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც კლაუდიოს თავს გადახდა.

ჩემი ინსტაგრამ-პოსტი მცირე მიძღვნა იყო, ჩემი მაისური მორიგია და ვფიქრობ, აღარ სჭირდება მეტი რამის მიძღვნა, რადგან ვერავინ წაშლის მის მიღწევას და ის ამბები, რასაც ვკითხულობ, მართალი თუა ან ოდნავი სიმართლე მაინც არის მათში, მაშინ რთულია იპოვო სიტყვები, რომლებიც დააკმაყოფილებენ მდგომარეობას. თუმცა, მწვრთნელები ამასთან გასამკლავებლადაც მზად უნდა ვიყოთ."


როცა ჰკითხეს, "ლესტერის" ფეხბურთელები არიან თუ არა დამნაშავენი, მოურინიომ განაგრძო: "კლაუდიოს ბრალია, რადგან შარშან ჩემპიონობის ნაცვლად მე-12 ადგილზე რომ გასულიყო, ახლა კვლავ იქნებოდა თავის თანამდებობაზე, რადგან "ლესტერ სიტი" კვლავ გადარჩენისთვის იბრძვის. ამიტომ მისი ბრალია, ის თავად იმკის წარმატების შედეგებს.

თავისი წარმატების საზღაურია და ალბათ, სეზონიც სხვების ეგოისტობით დაიწყო, ხალხი ახალ კონტრაქტებზე ფიქრობდა, წასვლაზე ფიქრობდა, უფრო მეტი ფული სურდათ, აღარ ახსოვთ, ვინ მიაღწევინა ამ დონეს. მაგრამ ეს მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება, ჩვენი სამყაროს მახასიათებელია. შესაძლოა, თქვენი სამყაროსიც, იცით. ზოგიერთი პრინციპი ქრება, ამიტომ მართლა ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ მეც გამოვიარე მსგავსი გამოცდილება, რომელიც, ვიმეორებ, არაფერია კლაუდიოს ვითარებასთან შედარებით. თუმცა, არსებობს რაღაც, რასაც ვერავინ იზამს, ის არის ლიდერი, ის არის ისტორია, ამიტომ არ იდარდო, კლაუდიო, ამას ვერავინ წაგართმევს."


ვიდეოები
13 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
24 თებერვალი 2017 23:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლესტერი არ არის რომელიმე გრანდი რომ რანიერი ესე ადვილად ჩაანცვლო სხვა მაღლი დონის მწვრთნელით. ტიპმა ისტორია დაუწერა თან როგორი, რას მიაღწია და ეს არ დაუმსახურებია. გამართლებული იქნებოდა ეს გადაწყვეტილება ტოპ ოთხეულის რომელიმე გუნდი რომ იყოს მარა ლესტერია რა, ამაზე უკეთესი ძაან მეეჭვება ვინმე დადონ
0
№12
ავტორი: mufc1878
25 თებერვალი 2017 04:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: RojoDiablo
ზოგად ვითარებაში მისაღები და აუცილებელია კია, როცა რეგრესი აქვს გუნდს - მითუმეტეს ასეთი - მწვრთნელის დათხოვნა და სადღაც გასაგებიც კია, რომ გაუშვეს რანიერი, მაგრამ ვერაფრით ვიცილებ უპატივცემულობის გრძნობას "ლესტერის" ხელმძღვანელობის მიმართ. ამასთან ერთად, ერთგვარი შურისძიების სურვილი მე გამიჩნდა



გასაგებია რა?რო კაცი რომელმაც უსირეს გუნდს ჩემპიონობა დაადებინა გაუშვეს?

კაცი რომელიც სევილიასთან ურიგო შედეგი არდადო და შანსი იყო გასვლის ლიგაზე და გაუშვეს?ესაა გასაგები.გასაგები კიარა ლესტერის ხელმძღვანელობას ცოლები უნდა დუ****ს ადამიანმა.

ესე მოხდება უეჭველი სევილია გაგდებს და პრემიერლიგიდანაც გავარდებიან და დედებიც მოს*****იათ
0
№13
ავტორი: irakli87
25 თებერვალი 2017 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ვფიქრობ რომ დღეს ფული როგორც ქმნის ფეხბურთელს ისევე აფუჭებს მას. ამით დიდი ხანია ფეხბურთი აღარ გავს თავის სახეს. მოურინიომ სწორი თქვა ფეხბურთელები დახარბდნენ ჩემპიონობას და აღარ ისურვეს ლესტერში დარჩენა ვარდის გარდა. ყველას მაღალი ხელფასი მოუნდა და უფრო ტიტულოვანი კლუბები. ფულმა სანაგვედ აქცია ეს სპორტის სახეობა დიდი ხანია უკვე.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top