თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2017, 18:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2609,
კომენტარები: 18
მოურინიოს კომენტარი ევროპა ლიგის კენჭისყრაზე
ჟოზე მოურინიომ "როსტოვთან" სამომავლო დაპირისპირებაზე ისაუბრა.
მოურინიოს კომენტარი ევროპა ლიგის კენჭისყრაზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ევროპა ლიგის 1/8 ფინალში "როსტოვთან" დაპირისპირებას ყველა ასპექტში ცუდი უწოდა.

"წითელმა ეშმაკებმა" რამდენიმე საათის წინ გაარკვიეს თავისი მომდევნო ევროპელი მეტოქის ვინაობა და კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, რომ 9 მარტს "იუნაიტედს" რუსეთში მოუწევს გამგზავრება, რათა "როსტოვთან" პირველი მატჩი გამართოს. 4 დღის შემდეგ კი მოურინიოს შეგირდები ინგლისის თასის ნახევარფინალში "ჩელსის" დაუპირისპირდებიან, რის გამოც მოურინიო იმედს გამოთქვამდა, რომ ახლო მანძილზე მყოფ გუნდთან მოუხდებოდა თამაში, მაგრამ მისი მოლოდინი არ გამართლდა.

"საუთჰემპტონთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მოურინიომ განაცხადა: "ყველა ასპექტში ცუდი კენჭისყრაა. შორია და რთულია. ჩვენთვის ცუდ პერიოდში დაემთხვა. რთული კი იმიტომ არის, რომ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ასპარეზობდნენ.

პლეი-ოფში "აიაქსი" და "ანდერლეხტი" დაამარცხეს, ჯგუფურ ეტაპზე კი ნამდვილად რთული მეტოქეები ჰყავდათ "ბაიერნისა" და "ატლეტიკოს" სახით, რომელთა წინააღმდეგაც მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეს. "ბაიერნი" დაამარცხეს და "ატლეტიკოს" ფრე ეთამაშეს, პსვ ჩამოიტოვეს და მესამე ადგილზე გავიდნენ.

მათ მწვრთნელს კარგად ვიცნობ, მის წინააღმდეგ მაშინ ვითამაშე, როცა ყაზანის "რუბინში" მუშაობდა, მე კი იტალიაში "ინტერს" ვწვრთნიდი. ეს გუნდი მართლაც რთულად დასამარცხებელი, ძალიან დაცვითი და ფიზიკურად ძლიერია, ასე რომ, ცუდი კენჭისყრაა, მაგრამ "საუთჰემპტონისა" და "ბორნმუთის" შემდეგ ამაზე მოვახდენთ კონცენტრაციას და მივხედავთ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
24 თებერვალი 2017 19:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მივხედავთ კარგი იყო აბა რა მოუ როსტოვმა უნდა შერცხვეს თავისი პუტინიანათ მე ორივე მაჩის ჯამში 7 -2 ან 10-1 მინდა :D
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
24 თებერვალი 2017 19:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგი შანსია ამ ტურნირის მოგების, ბევრი ძლიერი გუნდი გამოვარდება და ხელიდან არარ უნდა გაუშვან ეს შანი
0
№3
ავტორი: shotkin
24 თებერვალი 2017 19:25
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მთავარია იმათ სირ სტადიონზე არ დაიტრანვოს ხალხი
0
№4
ავტორი: ROONEY-RUNI
24 თებერვალი 2017 19:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
აგენთან მთელი ძალის გაყვანა კარგი არ იქნება თუ ყველა დაიმტვრა ეგეტი მოგებულის დედაც ვატირე სჯობს პატარა ანგარიშით მოვიგოთ და დაზიანება არ გქვონდეს გუნდში
0
№5
ავტორი: Phil Jones
24 თებერვალი 2017 19:39
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
გეფიცებით ეხლა აქ რო შემოვდიოდი არც ვიცოდი კენჭისყრა და უნდა დამეწერა მაგრად არ მინდა როსტოვი შეხვდეს და ასე შორს მოუწიოთ წამოსვლათქო, აი იმენნა ვიცოდი რა ესე რო იქნებოდა ძაან გვიჩალიჩებს ყველა.
0
№6
ავტორი: ikeoni
24 თებერვალი 2017 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Gasagebia yvelaferi magram mainc advilad movugebt
0
№7
ავტორი: giorgiginturi
24 თებერვალი 2017 20:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
როგორც იქნააააააააააა wink იქ მაინც ჩავალ და ვნახავ იუნაიტედს ახლოდან, ტოღე ინგლისში მე არ მეღირსება გინდა ნატოში შევიდეთ გინდა იმათაც გადავალაჯოთ feel
რაც შეეხება მანიუს ასე შორეულ მოგზაურობას ხოო?? არაუშავს აქ არაფერია საწუწუნო, ან თქვენ რა გაწუწუნებთ ფანებს..
რაიყოთ, თბილისი-ზესტაფონის მარშუტკით ხოარ მიდიან..... wink
0
№8
ავტორი: Mixito
24 თებერვალი 2017 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Yvelaferi idealuria
0
№9
ავტორი: manuchari
24 თებერვალი 2017 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ციტატა: giorgiginturi
როგორც იქნააააააააააა wink იქ მაინც ჩავალ და ვნახავ იუნაიტედს ახლოდან, ტოღე ინგლისში მე არ მეღირსება გინდა ნატოში შევიდეთ გინდა იმათაც გადავალაჯოთ feel
რაც შეეხება მანიუს ასე შორეულ მოგზაურობას ხოო?? არაუშავს აქ არაფერია საწუწუნო, ან თქვენ რა გაწუწუნებთ ფანებს..
რაიყოთ, თბილისი-ზესტაფონის მარშუტკით ხოარ მიდიან..... wink

თბილისი ზესტაფონი მაგარი იყო უმაგლესი კლასის სამალიოტიტ იფრენენ და თუ გინდა მოგება აქაც უნდა ეცადო და ოლტრაფორდზე ხომ ჩამოვლენ გადავუვლით
0
№10
ავტორი: ROI
24 თებერვალი 2017 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
როსტოვი არა კრასნოდარი გადავაგლიჯავტ სახეს:D
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top