თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2017, 18:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2616,
კომენტარები: 18
მოურინიოს კომენტარი ევროპა ლიგის კენჭისყრაზე
ჟოზე მოურინიომ "როსტოვთან" სამომავლო დაპირისპირებაზე ისაუბრა.
მოურინიოს კომენტარი ევროპა ლიგის კენჭისყრაზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ევროპა ლიგის 1/8 ფინალში "როსტოვთან" დაპირისპირებას ყველა ასპექტში ცუდი უწოდა.

"წითელმა ეშმაკებმა" რამდენიმე საათის წინ გაარკვიეს თავისი მომდევნო ევროპელი მეტოქის ვინაობა და კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, რომ 9 მარტს "იუნაიტედს" რუსეთში მოუწევს გამგზავრება, რათა "როსტოვთან" პირველი მატჩი გამართოს. 4 დღის შემდეგ კი მოურინიოს შეგირდები ინგლისის თასის ნახევარფინალში "ჩელსის" დაუპირისპირდებიან, რის გამოც მოურინიო იმედს გამოთქვამდა, რომ ახლო მანძილზე მყოფ გუნდთან მოუხდებოდა თამაში, მაგრამ მისი მოლოდინი არ გამართლდა.

"საუთჰემპტონთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მოურინიომ განაცხადა: "ყველა ასპექტში ცუდი კენჭისყრაა. შორია და რთულია. ჩვენთვის ცუდ პერიოდში დაემთხვა. რთული კი იმიტომ არის, რომ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ასპარეზობდნენ.

პლეი-ოფში "აიაქსი" და "ანდერლეხტი" დაამარცხეს, ჯგუფურ ეტაპზე კი ნამდვილად რთული მეტოქეები ჰყავდათ "ბაიერნისა" და "ატლეტიკოს" სახით, რომელთა წინააღმდეგაც მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეს. "ბაიერნი" დაამარცხეს და "ატლეტიკოს" ფრე ეთამაშეს, პსვ ჩამოიტოვეს და მესამე ადგილზე გავიდნენ.

მათ მწვრთნელს კარგად ვიცნობ, მის წინააღმდეგ მაშინ ვითამაშე, როცა ყაზანის "რუბინში" მუშაობდა, მე კი იტალიაში "ინტერს" ვწვრთნიდი. ეს გუნდი მართლაც რთულად დასამარცხებელი, ძალიან დაცვითი და ფიზიკურად ძლიერია, ასე რომ, ცუდი კენჭისყრაა, მაგრამ "საუთჰემპტონისა" და "ბორნმუთის" შემდეგ ამაზე მოვახდენთ კონცენტრაციას და მივხედავთ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
24 თებერვალი 2017 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ჩვეულებრივად გადაუვლით დარწმუნებული ვარ გოლს არ გაუშვებთ არცერთ თამაშში
0
№12
ავტორი: dybbuk
24 თებერვალი 2017 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
ვორების ქალაქში ჩადიან ეშმაკები :D
0
№13
24 თებერვალი 2017 22:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ტრამვების მეშინია მხოლოდ. wassat
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№14
ავტორი: mufc1878
25 თებერვალი 2017 04:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
მე მარტო შევამჩნიე შეცდომა არაკვირდებით რა წერია?

ან ამის დამწერს შეეშელა ან მოუ უბერავს რადგან წერია რომ მოუმ თქვა ატლეტიკოს ფრე ეთამაშნენო.

ვფიქრობ მოუ არიტყოდა მაგას და ავტორს შეეშალა

ფრე კიარა ორივე თამაში წააგეს რუსებმა

როსტოვი-ატლეტიკო 0-1

ატლეტიკო-როტოვი 2-1
0
№15
ავტორი: tornike shavishvili
25 თებერვალი 2017 10:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
ციტატა: giorgisamnidze99
მივხედავთ კარგი იყო აბა რა მოუ როსტოვმა უნდა შერცხვეს თავისი პუტინიანათ მე ორივე მაჩის ჯამში 7 -2 ან 10-1 მინდა :D

:D
0
№16
ავტორი: Temo-Mu
25 თებერვალი 2017 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
ციტატა: ROI
როსტოვი არა კრასნოდარი გადავაგლიჯავტ სახეს:D

აბა რაა, იბრამ მინდა გაიტანოს უფრო მეტი ამ თამაშებში
0
№17
ავტორი: ROI
25 თებერვალი 2017 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ციტატა: Temo-Mu
ციტატა: ROI
როსტოვი არა კრასნოდარი გადავაგლიჯავტ სახეს:D

აბა რაა, იბრამ მინდა გაიტანოს უფრო მეტი ამ თამაშებში

გაიტანს გაიტანს:*
0
№18
ავტორი: ibra123
25 თებერვალი 2017 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
swrafi sesxebi გამოსავალი უფულობის დროს, ყელა სესხი ერთ სივრცეში.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top