თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2017, 13:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2595,
კომენტარები: 18
რომერო: "აქ იმისთვის ვარ, რომ ვითამაშო"
სერხიო რომერო იმედს არ კარგავს, რომ "იუნაიტედში" თავის გამოჩენის შანსი მიეცემა.
რომერო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე სერხიო რომერო აცხადებს, რომ თავისი შესაძლებლობების დამტკიცებისთვის ყველაფერს გააკეთებს და პირველ გუნდში თამაშის შანსს ორი ხელით ჩაებღაუჭება.

არგენტინელმა საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა ყველა შეხვედრა, სადაც კი მონაწილეობა მიიღო და 2016/17 წლების სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა.

რომერო გუშინ 30 წლის გახდა და საჩუქრად მოურინიოსგან მორიგი შანსი მიიღო, რაც კვლავ "მშრალი" მატჩის ჩატარებით აღნიშნა "სენტ-ეტიენთან".

"თავს მშვენივრად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ, რომ ვთამაშობ. ყოველთვის მნიშვნელოვანია გუნდის დახმარების შანსის მიღება. სათამაშო დრო მეც მჭირდება, რათა ჩემი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ადგილი არ დავკარგო და ეს მატჩები მენტალურადაც მეხმარება, რამეთუ მიჩვენებენ, რომ საკმარისად კარგ დონეზე ვთამაშობ ამ ჩემპიონატში ყოფნისათვის.

ყოველთვის პოზიტიურად ვუდგები საკითხებს. მართლაც ბევრს ვშრომობ იმისათვის, რომ მზად ვიყო მიღებული შანსისათვის. როგორც კი შანსს ვიღებ, მას უქმად არ ვფლანგავ. მინდა, ყველას ვაჩვენო, რომ მზად ვარ, თამაში მსურს და საკმარისად კარგი ვარ სათამაშოდ.

საკუთარი თავისადმი დამტკიცებაც თამაშობს როლს - ჩემი უმთავრესი მიზანი ალბათ ეს არის. თითოეულ ვარჯიშს ისე ვიწყებ, რომ ვფიქრობ, კვირის ბოლოს მოედანზე გავალ. თუ სათადარიგოთა სკამზე ვხვდები, იმედგაცრუებული ვარ. მაგრამ როცა ჩემს შანსს ვიღებ, ჩემს თავს და ჩემს ოჯახს ვუმტკიცებ, რომ ამ საქმისთვის ვვარგივარ.

ჩემი ცოლი ყოველთვის მიჭერს მხარს, ჩემი ორი ქალიშვილი კი ხშირად მეკითხება, როდის ვითამაშებ, ამიტომაც მინდა ვაჩვენო მათ, რომ ამის გაკეთება ძალმიძს. მერე მთელ ამ სამუშაოს კვირის განმავლობაში მეკარეთა მწვრთნელთან ასრულებ და მწვრთნელი თავდაჯერებულობას გაძლევს, როცა შენ გირჩევს, ამიტომ მოედანზე უნდა გახვიდე და კარგად იასპარეზო.

სასიამოვნო იყო, რომ ოთხშაბათს ვითამაშე. ყოველთვის მზად ვარ ამისთვის და 100 პროცენტით დავიხარჯე მატჩისთვის, რომელიც ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა. ჩემი ცოლისა და შვილებისგან შორს ვიყავი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ვითამაშე",
- განაცხადა რომერომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 თებერვალი 2017 13:14
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვან გაალის მადლიერების კიდევ ერთი მიზეზი ეს კაცია. იმის ფონზეც კი, რომ არ აქვს სათამაშო პრაქტიკა, არც რეაქცია გაფუჭებია, არც კონცენტრაცია, არც გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

"ბლექბერნთან" მატჩში ამის პასებით რამდენიმ კონტრშეტევა დავიწყეთ. თვითონ თუ იქნება აქ დარჩენის მსურველი, გამიხარდებოდა, რომ ასეთი სათადარიგო მეკარე გვყოლოდა სულ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: SANDROGRIGA
23 თებერვალი 2017 14:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
სათადარიგო მეკარის პირობაზე მშვენიერი გოლკიპერია რომერო
0
№3
ავტორი: shotkin
23 თებერვალი 2017 14:20
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ამაზე უკეთესი სათადარიგო მეკარე ვერც გვეყოლებოდა ალბათ კაცი არგენტინის ნაკრების პირველი მეკარეა მარა ამან ბურთის ხელში დაჭერა როიცოდეს და უაზრო მოგერიება არა ბევრად უკეთესი იქნებოდა მაგრამ სათადარიგო მეკარის კვალობაზე ჯამში კარგია
1
№4
ავტორი: stepno
23 თებერვალი 2017 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Dzalian kargia magram ramdenxans gacherdeba zamenazee ai eg aris sakitxavi :-))
0
№5
ავტორი: gaga1987
23 თებერვალი 2017 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
უკვე ასაკიც აქვს.თან მემომწონს რომერო, როგორც მეორე მეკარე.უკეთესი არვიცი ვინ უნდა მოიყვანონ, მაგრამ ცოტა მეტი დრო უნდა მისცეს ხოლმე მოუმ.
0
№6
ავტორი: slimka
23 თებერვალი 2017 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
მსოფლიოში საუკეთესო სათადარიგო მეკარე, ლივერპულის ვაი მეკარეებს მინოლეს და კარიუსს მილიონი თავით ჯობია რომერო
0
№7
ავტორი: dodo gugeshashvili
23 თებერვალი 2017 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ციტატა: slimka
მსოფლიოში საუკეთესო სათადარიგო მეკარე, ლივერპულის ვაი მეკარეებს მინოლეს და კარიუსს მილიონი თავით ჯობია რომერო

ას პროცენტიანი ხარ
0
№8
ავტორი: suxo
23 თებერვალი 2017 15:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ციტატა: gaga1987
უკვე ასაკიც აქვს.თან მემომწონს რომერო, როგორც მეორე მეკარე.უკეთესი არვიცი ვინ უნდა მოიყვანონ, მაგრამ ცოტა მეტი დრო უნდა მისცეს ხოლმე მოუმ.

რომერო ისე ასაკშია
0
№9
ავტორი: GeorgeBest
23 თებერვალი 2017 15:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არასანდო მეკარეა, ერთ მომენტში საოცარ რაღაცას გააკეთებს და მეორე მომენტში უაზრო გოლს გაუშვებს
0
№10
ავტორი: RED_manchester
23 თებერვალი 2017 16:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
ევროპა ლიგაზე ერთ-ერთი საუკეთესოა ჯერ manunited
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top