თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2017, 13:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2596,
კომენტარები: 18
რომერო: "აქ იმისთვის ვარ, რომ ვითამაშო"
სერხიო რომერო იმედს არ კარგავს, რომ "იუნაიტედში" თავის გამოჩენის შანსი მიეცემა.
რომერო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე სერხიო რომერო აცხადებს, რომ თავისი შესაძლებლობების დამტკიცებისთვის ყველაფერს გააკეთებს და პირველ გუნდში თამაშის შანსს ორი ხელით ჩაებღაუჭება.

არგენტინელმა საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა ყველა შეხვედრა, სადაც კი მონაწილეობა მიიღო და 2016/17 წლების სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა.

რომერო გუშინ 30 წლის გახდა და საჩუქრად მოურინიოსგან მორიგი შანსი მიიღო, რაც კვლავ "მშრალი" მატჩის ჩატარებით აღნიშნა "სენტ-ეტიენთან".

"თავს მშვენივრად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ, რომ ვთამაშობ. ყოველთვის მნიშვნელოვანია გუნდის დახმარების შანსის მიღება. სათამაშო დრო მეც მჭირდება, რათა ჩემი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ადგილი არ დავკარგო და ეს მატჩები მენტალურადაც მეხმარება, რამეთუ მიჩვენებენ, რომ საკმარისად კარგ დონეზე ვთამაშობ ამ ჩემპიონატში ყოფნისათვის.

ყოველთვის პოზიტიურად ვუდგები საკითხებს. მართლაც ბევრს ვშრომობ იმისათვის, რომ მზად ვიყო მიღებული შანსისათვის. როგორც კი შანსს ვიღებ, მას უქმად არ ვფლანგავ. მინდა, ყველას ვაჩვენო, რომ მზად ვარ, თამაში მსურს და საკმარისად კარგი ვარ სათამაშოდ.

საკუთარი თავისადმი დამტკიცებაც თამაშობს როლს - ჩემი უმთავრესი მიზანი ალბათ ეს არის. თითოეულ ვარჯიშს ისე ვიწყებ, რომ ვფიქრობ, კვირის ბოლოს მოედანზე გავალ. თუ სათადარიგოთა სკამზე ვხვდები, იმედგაცრუებული ვარ. მაგრამ როცა ჩემს შანსს ვიღებ, ჩემს თავს და ჩემს ოჯახს ვუმტკიცებ, რომ ამ საქმისთვის ვვარგივარ.

ჩემი ცოლი ყოველთვის მიჭერს მხარს, ჩემი ორი ქალიშვილი კი ხშირად მეკითხება, როდის ვითამაშებ, ამიტომაც მინდა ვაჩვენო მათ, რომ ამის გაკეთება ძალმიძს. მერე მთელ ამ სამუშაოს კვირის განმავლობაში მეკარეთა მწვრთნელთან ასრულებ და მწვრთნელი თავდაჯერებულობას გაძლევს, როცა შენ გირჩევს, ამიტომ მოედანზე უნდა გახვიდე და კარგად იასპარეზო.

სასიამოვნო იყო, რომ ოთხშაბათს ვითამაშე. ყოველთვის მზად ვარ ამისთვის და 100 პროცენტით დავიხარჯე მატჩისთვის, რომელიც ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა. ჩემი ცოლისა და შვილებისგან შორს ვიყავი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ვითამაშე",
- განაცხადა რომერომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
23 თებერვალი 2017 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Martla kargi mekare gvyavs bolo bolo argentinis nakrebis mekarea...sauketeso meore mekare msoflioshi ❤️
0
№12
ავტორი: PLANeta
23 თებერვალი 2017 17:20
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
იმსახურებს ფინალში თამაშს
0
№13
ავტორი: gache1991
23 თებერვალი 2017 17:32
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
chelsis mere albat sauketeso meore mekare gvyavs..(+bevr pirvel mekares jobia tundac tershtegens da silesens)begovichi mainc upro dzlieri mgonia amaze..mokled unda iyos aucileblad..asakic uwyobs da
0
№14
ავტორი: gela-manutd
23 თებერვალი 2017 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
სათადარიკო მეკარედ მშვენიერია რომერო დეხეა რო არ გვყავდეს ძირიდაშიც მშვენივრად ითამაშებდა
0
№15
ავტორი: pogba.
23 თებერვალი 2017 18:06
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
კი ბატონო არ დგას ცუდად მარა. რო წერთ ფინალს იმსახურებსოო დე ხეა დაგვავიწყდა ? 3 თამაშია ეს დგას და რავი არ განაწყენდეს ცოტა და არ წავიდეს რეალში. ამის იმედად ყოფნა მე არ მინდა პირადად. ხო და რავი დე ხეა მარტო პრემიერ ლიგისთვის არ გვყავს მგონი და კარგი იქნება თუ ევროპაზე დააყენებს უკვე. და ფინალში თავისთავად დავიდი უნდა იდგეს
0
№16
ავტორი: Phil Jones
23 თებერვალი 2017 20:18
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: RojoDiablo
ვან გაალის მადლიერების კიდევ ერთი მიზეზი ეს კაცია. იმის ფონზეც კი, რომ არ აქვს სათამაშო პრაქტიკა, არც რეაქცია გაფუჭებია, არც კონცენტრაცია, არც გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

"ბლექბერნთან" მატჩში ამის პასებით რამდენიმ კონტრშეტევა დავიწყეთ. თვითონ თუ იქნება აქ დარჩენის მსურველი, გამიხარდებოდა, რომ ასეთი სათადარიგო მეკარე გვყოლოდა სულ.

ვიღაცამ შეიძლება იდავოს დე ხეა თუ ნოიერი, დე ხეა თუ კორტუა, ან ბუფონი და ა.შ მაგრამ ფაქტია მილიონ პროცენტიანი რომ 2 მეკარე ასეთი დონის მსოფლიოში არცერთ გუნდს არ ყავს!!! დე ხეა კი ჩემთვის ნომერ პირველია!!
0
№17
ავტორი: MU RED
23 თებერვალი 2017 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
რომერო ძაან მაგარი მეკარეა პროსტა დეხეა ნომერ პირველია მსოფლიოშიი
0
№18
ავტორი: ROI
23 თებერვალი 2017 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
დეხეა დეხეე რააა რომეროც კარგია მაგრამ დეხეა უიიი სასწაულიააა:*
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top