თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2017, 10:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2564,
კომენტარები: 13
მოურინიო "ჩელსისთან" სათასო მატჩის თარიღს გამოეხმაურა
ჟოზე მოურინიო თარიღის არჩევით გაკვირვებულია.
მოურინიო
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით გაკვირვებულია, რამეთუ მას ნაადრევად მიიჩნევს.

"წითელი ეშმაკები" ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდებიან სტუმრად. "სენტ-ეტიენთან" გამართულ მატჩამდე ცნობილი გახდა, რომ ეს შეხვედრა 13 მარტს, ორშაბათს თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

"იუნაიტედი" კვლავ ოთხ ტურნირზე იბრძვის, რომელთაგან ერთ-ერთი ამ დროისთვის უკვე დასრულებული ექნება, მაგრამ ევროპა ლიგაზე ასპარეზობას სწორედ "ჩელსისთან" მატჩამდე განაახლებს, როცა 9 მარტს ტურნირს 1/8 ფინალში ჩაერთვება, თუმცა ჯერ უცნობია, ვის წინააღმდეგ ითამაშებს.

"იუნაიტედის" მწვრთნელის გაკვირვებას სწორედ ის იწვევს, რომ ფედერაციამ მატჩის თარიღი მომდევნო ევროპელი მეტოქის ვინაობის გარეშე დანიშნა.

"მართლაც გაოცებული ვარ, რომ გადაწყვეტილება მანამდე მიიღეს, სანამ ევროპა ლიგის კენჭისყრა გაიმართებოდა, რადგან ამჟამად არავინ იცის, ვის წინააღმდეგ ვითამაშებთ და არც ისაა ცნობილი, სად ვითამაშებთ პირველ და მეორე მატჩს.

"ჩელსის" ორშაბათს ვეთამაშებით, მერე კი საპასუხო მატჩს გავმართავთ ევროპაში, რუსეთში ან თურქეთში. აი ეს არჩევანი გვაქვს. "ჩელსის" მეორე გუნდით ვერ ვეთამაშები. მათ წინააღმდეგ 21-წლამდელთა გუნდით ვერ გავალ, როგორც ეს "მანჩესტერ სიტიმ" გააკეთა - შარშან იყო? ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ. ამას ვერ ვიზამ. ამას არც ვიზამ.

როგორც "იუნაიტედის" მწვრთნელი, ინგლისის თასზე ასე ვერ მოვიქცევი, რადგან თასი არ დამნაშავე გადაწყვეტილების მიღებაში. ეს თასი მშვენიერია, ტურნირი ისტორიულია და "იუნაიტედის" გულშემატკივრებს სწორად უნდა მივუდგე.

ერთადერთი, რაც მოხდება, მატჩების გადაჭარბება და ჭარბი მატჩების მოთამაშე ხალხის ზრდაა. გარკვეული როტაციის განხორციელება მომიწევს, მაგრამ ვინმემ აუცილებლად უნდა ითამაშოს ზედიზედ რამდენიმე მატჩი",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: MU RED
23 თებერვალი 2017 10:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
მართალია ჟოზეე რა ****ბაა დასვენების საშუალებას არგვაძლევენ
0
№2
ავტორი: GeorgeBest
23 თებერვალი 2017 10:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მართლა ჯობდა გამოვვარდნილიყავით თასიდან. ზედმეტად მეტი მატჩი დაგროვდა და თან არ გაგვიმართლა ჩელსი რო დაგვეჯახა. მარა სადაც გუშინ გაიყვანა პირველი სასტავი 3-0ზე თასზეც ნებისმიერ მეტოქესთან ეგრე იზამდ ალბათ
0
№3
ავტორი: DRJBECKHAM
23 თებერვალი 2017 10:51
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ხოდა ძმაო მაგისთვის არსებბს ფელაინის ლინგარდის ფოსუ მენსას ტუანზებეს ნაირი ფეხბურთელები.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
23 თებერვალი 2017 11:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გადაივლის ეს რთული კალენდარიც, მთავარია ერთი თვის შემდეგ მარტო პრემიერ ლიგის ოთხეული არ იყოს სანატრელი და არ ვთქვათ ამას გადატვირთული გრაფიკი გვერჩივნაო
1
№5
ავტორი: gaga1987
23 თებერვალი 2017 11:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
premierligis garda yvela turnirs movigebt.nu me mjera.))))))
0
№6
ავტორი: ikeoni
23 თებერვალი 2017 11:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ise martla ramdeni tamashi gviwevs erti mxriv kargia magram meore mxriv dzaan gaidaigleba gundi ((
0
№7
ავტორი: ROI
23 თებერვალი 2017 12:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ევროა ლიაზე ვიომოტ დავდოტ რააა რეიტინგისტვისაც მაარია და ტან რგვაქვს მოგებული ტან იმ 5 გუნდსჰი სჰევალტ რომელსაც ყვეაპერი მოგენბულიააქვს::* გვინდა აუცილებად:*
0
№8
ავტორი: gela-manutd
23 თებერვალი 2017 12:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მართალია ჯოძე მარა რაც უნდა იყოს მაინჩ მწარედ უნდა იხმარო ჩელსი მაუ იმ 4-0გამო
0
№9
ავტორი: SirAlexFerg
23 თებერვალი 2017 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 165
europa ligia kenchiskra rodis aris bichebo xoar icit
0
№10
ავტორი: stepno
23 თებერვალი 2017 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Ar managvlebs arc revanshi da egeti temebi saertood. Ubralod mteli gulit minda ro davamtkicot premierligis 1 adgilosani rom chvenze sustia. Joze ro martalia magas ra tqmaunda amdeni tamashi gvaq da shemtxvevit martla rusetshi ro migviwios tamashi mere raunda qnan uecveli gadaiglebian da tamashebs savaraudood chaagdeben
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top