თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2017, 10:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2569,
კომენტარები: 13
მოურინიო "ჩელსისთან" სათასო მატჩის თარიღს გამოეხმაურა
ჟოზე მოურინიო თარიღის არჩევით გაკვირვებულია.
მოურინიო
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით გაკვირვებულია, რამეთუ მას ნაადრევად მიიჩნევს.

"წითელი ეშმაკები" ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდებიან სტუმრად. "სენტ-ეტიენთან" გამართულ მატჩამდე ცნობილი გახდა, რომ ეს შეხვედრა 13 მარტს, ორშაბათს თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

"იუნაიტედი" კვლავ ოთხ ტურნირზე იბრძვის, რომელთაგან ერთ-ერთი ამ დროისთვის უკვე დასრულებული ექნება, მაგრამ ევროპა ლიგაზე ასპარეზობას სწორედ "ჩელსისთან" მატჩამდე განაახლებს, როცა 9 მარტს ტურნირს 1/8 ფინალში ჩაერთვება, თუმცა ჯერ უცნობია, ვის წინააღმდეგ ითამაშებს.

"იუნაიტედის" მწვრთნელის გაკვირვებას სწორედ ის იწვევს, რომ ფედერაციამ მატჩის თარიღი მომდევნო ევროპელი მეტოქის ვინაობის გარეშე დანიშნა.

"მართლაც გაოცებული ვარ, რომ გადაწყვეტილება მანამდე მიიღეს, სანამ ევროპა ლიგის კენჭისყრა გაიმართებოდა, რადგან ამჟამად არავინ იცის, ვის წინააღმდეგ ვითამაშებთ და არც ისაა ცნობილი, სად ვითამაშებთ პირველ და მეორე მატჩს.

"ჩელსის" ორშაბათს ვეთამაშებით, მერე კი საპასუხო მატჩს გავმართავთ ევროპაში, რუსეთში ან თურქეთში. აი ეს არჩევანი გვაქვს. "ჩელსის" მეორე გუნდით ვერ ვეთამაშები. მათ წინააღმდეგ 21-წლამდელთა გუნდით ვერ გავალ, როგორც ეს "მანჩესტერ სიტიმ" გააკეთა - შარშან იყო? ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ. ამას ვერ ვიზამ. ამას არც ვიზამ.

როგორც "იუნაიტედის" მწვრთნელი, ინგლისის თასზე ასე ვერ მოვიქცევი, რადგან თასი არ დამნაშავე გადაწყვეტილების მიღებაში. ეს თასი მშვენიერია, ტურნირი ისტორიულია და "იუნაიტედის" გულშემატკივრებს სწორად უნდა მივუდგე.

ერთადერთი, რაც მოხდება, მატჩების გადაჭარბება და ჭარბი მატჩების მოთამაშე ხალხის ზრდაა. გარკვეული როტაციის განხორციელება მომიწევს, მაგრამ ვინმემ აუცილებლად უნდა ითამაშოს ზედიზედ რამდენიმე მატჩი",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: slimka
23 თებერვალი 2017 14:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
სწორს ბაზრობ მოუ
0
№12
ავტორი: gache1991
23 თებერვალი 2017 17:37
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
dzaan metismetia ukve..saechvod daemtxva c helsize ukve meramdened.axali wlis dgeebshi chven davyvelam 6 dgeshi vitamashet 3 tamashi roca amat 10dge mices..exla es..gundi romelic marto aq da eplshia tavisuflad sheileboda tavisufali kviris modzebna
0
№13
ავტორი: ROONEY-RUNI
24 თებერვალი 2017 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ჯოზე ასიანი მაგრამ არ უნდა დავნებდეთ მაინც და უნდა მოვიგოთ ეს თასი მთელი გულით და სულით თქვენ გბალეშიკობთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top