თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2017, 01:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3143,
კომენტარები: 11
მოურინიოს ვერდიქტი "სენტ-ეტიენთან" გამარჯვებაზე
მთავარი მწვრთნელის კომენტარი ევროპა ლიგის მატჩის მოგების შემდეგ.
მოურინიოს ვერდიქტი
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ევროპა ლიგის ეგიდით "სენტ-ეტიენთან" გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს თავისი მოსაზრებები გაუზიარა.

პროფესიონალური თამაში

"ყველაფერს ვაკონტროლებდით. სოლიდურად, ყურადღებით, პრფეისიონალურად. გატანილმა გოლმა ყველანაირი იმედი მოკლა, მაგრამ მაინც მოსაგებად ვითამაშეთ. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ვინმეს თუ 2-0 გარანტიას მომცემდა, არ დავთანხმდებოდი. ჩვენ ყოველთვის საუკეთესო შედეგის მიღება გვსურს, ამიტომაც კარგია მოგება. ფენომენალურად არ გვითამაშია, მაგრამ მატჩს სრულად ვაკონტროლებდით და მისი ბედი ჩვენს ხელში იყო."

ბაიის წითელი ბარათი

"ჰამუმა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ წაქცევა ძალიან გააფორმა და სიმულაციაც დაუმატა, რის გამოც ბაიიმ ბარათი მიიღო. ერიკი მომდევნო რაუნდში პირველ მატჩში ვერ ითამაშებს. როხო შემოვიდა და კარგად იმოქმედა, ასევე იმედი მაქვს, რომ ჯონსიც დაბრუნება. როცა ერთი გაკლია, სხვა იღებს შანსს."

დაძაბული ატმოსფერო


"კარგი მოედანი იყო; ადვილად შეიმჩნეოდა, რომ ყველაფერი გააკეთეს საუკეთესო მოედნის შესაქმნელად. აქ თამაში შეიძლებოდა და სახიფათო არ იყო. სტადიონიც კარგი იყო, მშვენიერი და მოედანიც, გულშმატკივარი კი ფანტასტიკური და ერთი სიამოვნება იყო აქ თამაში."

გამარჯვებათა სერია

"დაუმარცხებლები არ ვართ, მაგრამ შედეგი მართლაც კარგია. კარგია ოთხ თვეში მხოლოდ ერთი პატარა მარცხის განცდა და თანაც იმ მატჩში, სადაც ეს შეიძლებოდა, რადგან ორი მატჩის ჯამში მოვიგეთ. ასე რომ, კარგია, კარგი გრძნობაა. ერთმანეთს ვენდობით. ერთხელ ნამდვილად წავაგებთ. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ მარცხის შემდეგ კარგი სერიის კიდევ ერთხელ ჩვენება შევძლოთ, რადგან გუნდი სოლიდურად გამოიყურება."

გარკვეული მოლოდინი 1/8 ფინალში?


"ნამდვილად არა. რთულ კენჭისყრას ველი. დარჩენილი 16 გუნდი კარგი გუნდები იქნებიან, ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსულებიც კი. არჩევა რომ შემეძლოს, შორს გამგზავრებას არ ვინდომებდი, რადგან ამ ორ მატჩს შორის "ჩელსისთან" გვაქვს სათამაშო, საპასუხო მატჩის შემდეგ "მიდლსბროს" ვხვდებით, ამიტომ თუ მირჩევთ "კრასნოდარს" ან სხვა ასეთ შორეულ გუნდს, მე "ლიონს" ვამჯობინებდი, სადაც მხოლოდ 2 საათის ფრენა გვექნებოდა. ახლოს მირჩევნია."

ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
23 თებერვალი 2017 01:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Xo liontan Saintereso iqneba meore franguli gundis miyoleba))jozeee❤️
0
№2
ავტორი: RojoDiablo
23 თებერვალი 2017 01:31
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სულაც არ იქნებოდა "კრასნოდარი" ცუდი მეტოქე. ჯერ ერთი, თავისი ორი წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება პირველ მატჩში, გაფრთხილებები დაუგროვდათ დღევანდელ თამაშში, მეორეც, არ არის ის გუნდი, რომელიც გაბედულად ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე" და შემოგვიტევს.

"ფენერბაჰჩეს" ძალიან მამაცურად და ლამაზად ეთამაშა ორივე მატჩი, განსაკუთრებით მეორე, სადაც თავისი შკრტელიანად მთელ დაცვას სისხლს უშრობდნენ, მაგრამ არ მჯერა, რომ მაგათ ჩვენთან წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ. ვუყურებ რუსეთის ჩემპიონატს და ასე თუ ისე, ვიცი, რასაც წარმოადგენენ.

პირველი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" რომ მოგვიწიოს, ესე იგი, "ჩელსისთან" თამაშამდე არსად გამგზავრება არ გვიწევს და ისე შეიძლება პირველი მატჩში ყველაფრის გადაწყვეტა, როგორც "სენტ-ეტიენთან" გადავწყვიტეთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: I love Mnu (nani17)
23 თებერვალი 2017 01:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 31
უუუ რა დერსკი ხარ შეჩემა ჟოზე :D
0
№4
ავტორი: shotkin
23 თებერვალი 2017 01:45
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: RojoDiablo
სულაც არ იქნებოდა "კრასნოდარი" ცუდი მეტოქე. ჯერ ერთი, თავისი ორი წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება პირველ მატჩში, გაფრთხილებები დაუგროვდათ დღევანდელ თამაშში, მეორეც, არ არის ის გუნდი, რომელიც გაბედულად ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე" და შემოგვიტევს.

"ფენერბაჰჩეს" ძალიან მამაცურად და ლამაზად ეთამაშა ორივე მატჩი, განსაკუთრებით მეორე, სადაც თავისი შკრტელიანად მთელ დაცვას სისხლს უშრობდნენ, მაგრამ არ მჯერა, რომ მაგათ ჩვენთან წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ. ვუყურებ რუსეთის ჩემპიონატს და ასე თუ ისე, ვიცი, რასაც წარმოადგენენ.

პირველი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" რომ მოგვიწიოს, ესე იგი, "ჩელსისთან" თამაშამდე არსად გამგზავრება არ გვიწევს და ისე შეიძლება პირველი მატჩში ყველაფრის გადაწყვეტა, როგორც "სენტ-ეტიენთან" გადავწყვიტეთ.

მერე რა კრასნოდარს გინდა 5:0 მოუგე ხო უნდა ჩაატაროს იქაც თამაში ანუ ლოკიჯურად ხო გავა ვინმე მოედანზე და ამ ვინმეს შორის ყველა ფოსუ მენსასნაირი მესამე სასტავიდან ხოარიქნება იქნებიან ძირითადის ზამენები და ზოგი ძირითადის ხალხი და ფრენა დამღლელია ძაან და ამ პონტში მაინც რთული იქნება "ფრენას ვგულისხმობ" ეხლა აი 5:0 ზე როიარო კრასნოდართან მაინც დაღლაა მეორე საკითხია ისინი ივლიან თუარა და ბოლოს იმათი ბალახის საფარი არის ტრანვების ბუდე თან რუსეთია წელიწადის ამ დროს რა საფაზეა ლაპარაკი თან რა გუნდია და იმათ რასაფარი აქვთ და თან ზამთარში კი იოლია როგორც მეტოქე მარა მართლა ლიონი ან ვინმე ეგეთი ჯობია ტრანვების გარეშე რო ჩაიაროს
0
№5
ავტორი: bziki
23 თებერვალი 2017 01:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მარტო ჩელასი არაა მაგხელა ფრენა და ამინდი ძალებს წაართმევს რაც გინდა იყოს, იყოს ვინც გინდა მაინც გავცდებით ფორმა აკრეფილი აქ გუნდს და ამ ეტაპზე არ გაგვიჭირდება იმედია მერც რამე ჩავარდნა არ ექნებათ და ფინიშზე პიკზე გავალთ
0
№6
ავტორი: giorgisamnidze99
23 თებერვალი 2017 02:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
Me vfiqrob rostovs shevxdebit
0
№7
ავტორი: GeorgeBest
23 თებერვალი 2017 10:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგ ფორმაში არიან მარა მგონია რო გადაიწვებიან მალე, ორჯერ მეტი მატჩი გვიწევს ვიდრე ლივერპულს
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
23 თებერვალი 2017 11:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რომა ძაან ძლიერია და მაგათ გამოვარჩევდი, არ იქნება სასიამოვნო მეტოქე მარა თუ ტურნირის მოგება გინდა ეს ბარიერიც უნდა დაძლიო
0
№9
ავტორი: gaga1987
23 თებერვალი 2017 11:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
tipi abazre raaa.imena moxodilia.jozinioooo chemi dzma
0
№10
ავტორი: ROI
23 თებერვალი 2017 12:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
მაგარ ტიპია ფრენა ეზარებნა და ოგონდ ახლოს იყოს და რარი ააქვს მისტვის აინც მოუგებს:D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top