თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2017, 01:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3144,
კომენტარები: 11
მოურინიოს ვერდიქტი "სენტ-ეტიენთან" გამარჯვებაზე
მთავარი მწვრთნელის კომენტარი ევროპა ლიგის მატჩის მოგების შემდეგ.
მოურინიოს ვერდიქტი
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ევროპა ლიგის ეგიდით "სენტ-ეტიენთან" გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს თავისი მოსაზრებები გაუზიარა.

პროფესიონალური თამაში

"ყველაფერს ვაკონტროლებდით. სოლიდურად, ყურადღებით, პრფეისიონალურად. გატანილმა გოლმა ყველანაირი იმედი მოკლა, მაგრამ მაინც მოსაგებად ვითამაშეთ. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ვინმეს თუ 2-0 გარანტიას მომცემდა, არ დავთანხმდებოდი. ჩვენ ყოველთვის საუკეთესო შედეგის მიღება გვსურს, ამიტომაც კარგია მოგება. ფენომენალურად არ გვითამაშია, მაგრამ მატჩს სრულად ვაკონტროლებდით და მისი ბედი ჩვენს ხელში იყო."

ბაიის წითელი ბარათი

"ჰამუმა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ წაქცევა ძალიან გააფორმა და სიმულაციაც დაუმატა, რის გამოც ბაიიმ ბარათი მიიღო. ერიკი მომდევნო რაუნდში პირველ მატჩში ვერ ითამაშებს. როხო შემოვიდა და კარგად იმოქმედა, ასევე იმედი მაქვს, რომ ჯონსიც დაბრუნება. როცა ერთი გაკლია, სხვა იღებს შანსს."

დაძაბული ატმოსფერო


"კარგი მოედანი იყო; ადვილად შეიმჩნეოდა, რომ ყველაფერი გააკეთეს საუკეთესო მოედნის შესაქმნელად. აქ თამაში შეიძლებოდა და სახიფათო არ იყო. სტადიონიც კარგი იყო, მშვენიერი და მოედანიც, გულშმატკივარი კი ფანტასტიკური და ერთი სიამოვნება იყო აქ თამაში."

გამარჯვებათა სერია

"დაუმარცხებლები არ ვართ, მაგრამ შედეგი მართლაც კარგია. კარგია ოთხ თვეში მხოლოდ ერთი პატარა მარცხის განცდა და თანაც იმ მატჩში, სადაც ეს შეიძლებოდა, რადგან ორი მატჩის ჯამში მოვიგეთ. ასე რომ, კარგია, კარგი გრძნობაა. ერთმანეთს ვენდობით. ერთხელ ნამდვილად წავაგებთ. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ მარცხის შემდეგ კარგი სერიის კიდევ ერთხელ ჩვენება შევძლოთ, რადგან გუნდი სოლიდურად გამოიყურება."

გარკვეული მოლოდინი 1/8 ფინალში?


"ნამდვილად არა. რთულ კენჭისყრას ველი. დარჩენილი 16 გუნდი კარგი გუნდები იქნებიან, ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსულებიც კი. არჩევა რომ შემეძლოს, შორს გამგზავრებას არ ვინდომებდი, რადგან ამ ორ მატჩს შორის "ჩელსისთან" გვაქვს სათამაშო, საპასუხო მატჩის შემდეგ "მიდლსბროს" ვხვდებით, ამიტომ თუ მირჩევთ "კრასნოდარს" ან სხვა ასეთ შორეულ გუნდს, მე "ლიონს" ვამჯობინებდი, სადაც მხოლოდ 2 საათის ფრენა გვექნებოდა. ახლოს მირჩევნია."

ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manutd
23 თებერვალი 2017 12:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მაუმ მართლა დააყენა ფეხზე მანჩე დაა იმედი მაქ უფრო და უფრო მეტს მიაგწევს მარა ფეხბურთელების ამოჩემებას თუ შეეშვება კაის იზავს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top