თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2017, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2336,
კომენტარები: 14
მოურინიო "ნონ-სტოპ" განრიგისთვის მზად არის
ჟოზე გადატვირთულ გრაფიკს არ უფრთხის.
მოურინიო
ჟოზე მოურინიო აცნობიერებს, რამდენად რთულია ევროპა ლიგის მოგება, მაგრამ ფეხბურთელებს ტურნირზე ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა ეს ტიტული 2003 წელს "პორტუსთან" ერთად აღმართა, მაგრამ გამარჯვებებისადმი სწრაფვა არასდროს განელებია.

მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი არ აღიარებს 1/8 ფინალში გასვლას უკვე გარანტირებულად, ჟოზეს მიაჩნია, რომ მის გუნდს მაისში სტოკჰოლმში გასამართ ფინალამდე მიღწევა შეუძლია.

"ყველამ იცის, რომ გრძელი ტურნირია და 1/8 ფინალში გასული გუნდები ძალიან კარგები იქნებიან. რამდენიმე ისეთი გუნდია, რომლებიც იდეალურად მოერგებოდნენ ჩემპიონთა ლიგას და რამდენიმე ჩვენგანი ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე ზოგიერთ გუნდსაც კი სჯობია.

ასე რომ, ძალიან რთული ტურნირი გვექნება და ვიცით, რომ შეჩერების გარეშე ვითამაშებთ, მაგრამ დაე, დავიღალოთ კარგი მიზეზით და არა ცუდით, დაე, მოვიგოთ და მომდევნო რაუნდში გავიდეთ",
- განაცხადა მოურინიომ.

ჟოზეს მიაჩნია, რომ "სენტ-ეტიენსა" და "იუნაიტედს" შორის ორმატჩიანი დუელში გამარჯვებულის ვინაობა ჯერ არ გადაწყვეტილა და რთულ დაპირისპირებას ელის სტუმრად სტადიონზე, რომელიც ადგილობრივი გულშემატკივრებით იქნება სავსე.

"პირველი მატჩისთვის კარგი შედეგი იყო, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. ისინი ოცნებობენ, სახლში ძლიერად თამაშობენ, დიდი მხარდაჭერა აქვთ. ცუდი სტადიონია, რაც ნამდვილად არ დაგვეხმარება, ამიტომ საქმე რთულად გვაქვს. საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ამისათვის ძლიერი გუნდი უნდა გავიყვანოთ."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
22 თებერვალი 2017 14:21
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ზოგადად მიხარია რო გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე მწვრთნელი მოვიდა და კიდე რაც მთავარია მიხარია ის რომ ამ გუნდს მიუხედავად იმისა რომ კარგად თამაშეობენ ეტყობა რომ მომავალში დიდი წარმატება ელოდება და გაუმჯობესებისკენ სწრაფა გარდაუვალი იქნება აი ეს მომწონს და მიხარია ყველაზე ძაან და ეს მოუს დამსახურებაა, ეს ფუფუნება ფერგის მერე არ გვქონია ეგეთი სეგრძნება არ მქონია იმ 3 წელში რო იმ გუნდს მომავალი ქონდა რასაც ეხლა ვერვიტყვი ნამდვილად
3
№2
ავტორი: ROI
22 თებერვალი 2017 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ჯოზე დადე ევროპა ლიგა რაააა:*
0
№3
ავტორი: irakli87
22 თებერვალი 2017 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ციტატა: shotkin
ზოგადად მიხარია რო გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე მწვრთნელი მოვიდა და კიდე რაც მთავარია მიხარია ის რომ ამ გუნდს მიუხედავად იმისა რომ კარგად თამაშეობენ ეტყობა რომ მომავალში დიდი წარმატება ელოდება და გაუმჯობესებისკენ სწრაფა გარდაუვალი იქნება აი ეს მომწონს და მიხარია ყველაზე ძაან და ეს მოუს დამსახურებაა, ეს ფუფუნება ფერგის მერე არ გვქონია ეგეთი სეგრძნება არ მქონია იმ 3 წელში რო იმ გუნდს მომავალი ქონდა რასაც ეხლა ვერვიტყვი ნამდვილად


მართალი ხარ, რაც დაწერე დამატებას არ მოითხოვს ვფიქრობ რომ ყველა გულშემატკივარს ეს განცდა აქვს!
2
№4
ავტორი: Mixito
22 თებერვალი 2017 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Mou midi achvene vina ligis girseuli gundi arsenali da totenhami ro etenebian otxeulshi
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
22 თებერვალი 2017 15:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: Mixito
Mou midi achvene vina ligis girseuli gundi arsenali da totenhami ro etenebian otxeulshi


მეც მაგას ვამბობ, ეს ტოტენჰემი გაიგიჟებს ინგლისში თავს, გავა ლიგაზე და იქ ისე თამაშობს ჯობდა არ გასულიყო
0
№6
ავტორი: gela-manutd
22 თებერვალი 2017 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
პრემიერლიგის 4ული უეჭველი ინგლისის ლიგის თასი ისედაც ჩვენია ევროპა ესენი უნდა დავდოტ
0
№7
ავტორი: ikeoni
22 თებერვალი 2017 16:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Chvenia joze es turniri wels chveni
0
№8
ავტორი: beqno2
22 თებერვალი 2017 16:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
evropis mogebis imedi ar maq me ratomgac mgonia cota dzlier gunds tu shevxvdebit gavvardebit da minda ro movigot ra
0
№9
ავტორი: dunkan
22 თებერვალი 2017 16:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
Evropa liga didi sachuqari iqneba rasac nagdi tituli qvia
0
№10
ავტორი: karena
22 თებერვალი 2017 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
ქაია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top