ჟოზე მოურინიო აცნობიერებს, რამდენად რთულია ევროპა ლიგის მოგება, მაგრამ ფეხბურთელებს ტურნირზე ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა ეს ტიტული 2003 წელს "პორტუსთან" ერთად აღმართა, მაგრამ გამარჯვებებისადმი სწრაფვა არასდროს განელებია.
მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი არ აღიარებს 1/8 ფინალში გასვლას უკვე გარანტირებულად, ჟოზეს მიაჩნია, რომ მის გუნდს მაისში სტოკჰოლმში გასამართ ფინალამდე მიღწევა შეუძლია.
"ყველამ იცის, რომ გრძელი ტურნირია და 1/8 ფინალში გასული გუნდები ძალიან კარგები იქნებიან. რამდენიმე ისეთი გუნდია, რომლებიც იდეალურად მოერგებოდნენ ჩემპიონთა ლიგას და რამდენიმე ჩვენგანი ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე ზოგიერთ გუნდსაც კი სჯობია.
ასე რომ, ძალიან რთული ტურნირი გვექნება და ვიცით, რომ შეჩერების გარეშე ვითამაშებთ, მაგრამ დაე, დავიღალოთ კარგი მიზეზით და არა ცუდით, დაე, მოვიგოთ და მომდევნო რაუნდში გავიდეთ", - განაცხადა მოურინიომ.
ჟოზეს მიაჩნია, რომ "სენტ-ეტიენსა" და "იუნაიტედს" შორის ორმატჩიანი დუელში გამარჯვებულის ვინაობა ჯერ არ გადაწყვეტილა და რთულ დაპირისპირებას ელის სტუმრად სტადიონზე, რომელიც ადგილობრივი გულშემატკივრებით იქნება სავსე.
"პირველი მატჩისთვის კარგი შედეგი იყო, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. ისინი ოცნებობენ, სახლში ძლიერად თამაშობენ, დიდი მხარდაჭერა აქვთ. ცუდი სტადიონია, რაც ნამდვილად არ დაგვეხმარება, ამიტომ საქმე რთულად გვაქვს. საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ამისათვის ძლიერი გუნდი უნდა გავიყვანოთ."