თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2017, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2306,
კომენტარები: 14
მარსიალი: "იუნაიტედში" მაქსიმალურად დიდხანს დავრჩები"
ენტონი მარსიალი "იუნაიტედში" ბედნიერია.
მარსიალი:
ენტონი მარსიალმა "მანჩესტერ იუნაიტედისადმი" თავისი სიყვარული გამოხატა და გუნდში რაც შეიძლება დიდხანს დარჩენის სურვილი გამოთქვა.

ფრანგი ფეხბურთელი თავის სამშობლოში დაბრუნდა, რათა "სენტ-ეტიენთან" მატჩში მიიღოს მონაწილეობა და შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, სადაც კლუბისა და გულშემატკივრებისადმი თავისი დამოკიდებულება გამოხატა.

"მიყვარს ეს კლუბი. მიყვარს "მანჩესტერ იუნაიტედი", მისი გულშემატკივრებიც მიყვარს. ისინი ძალიან მიჭერენ მხარს და ამისგან სიამოვნებას ვიღებ. ვცდილობ, რაც შეიძლება კარგად ვითმაშო, რათა ისინი კმაყოფილები და ბედნიერები იყვნენ. ამ კლუბში რაც შეიძლება დიდხანს დარჩენა მინდა", - განაცხადა მარსიალმა.

ენტონის თავისი ფორმის შესახებაც ჰკითხეს და ახალგაზრდა ფორვარდმა დამაჯერებლად უპასუხა: "შარშან ბევრს ვთამაშობდი. ზედიზედ რამდენიმე მატჩს ვატარებდი, მაგრამ ახლაც სიამოვნებას ვიღებ ჩემი თამაშისგან და ველოდები. ბევრი ფეხბურთელისგან შემდგარი კარგი ჯგუფი გვაქვს, ამიტომ მწვრთნელი შემადგენლობის გადახალისებას ცდილობს ყოველ მატჩში. ჩვენ მხოლოდ მზად უნდა ვიყოთ მოედანზე გასასვლელად."

გაუმჯობესებისადმი სწრაფვის შესახებ საუბრისას განაგრძო: "ბევრს ვშრომობ. ძალიან ბევრს ვშრომობ. ირგვლივ დიდებული ფეხბურთელები მახვევია. ყოველი სავარჯიშო სესიიდან რაღაცის სწავლას ვცდილობ და ამაში ძალიან გამიმართლა. ამ ფეხბურთელებთან ერთად თამაშისა და ვარჯიშის საშუალება რომ მაქვს, იღბლიანი ვარ. მხოლოდ კონცენტრაციის შენარჩუნებას, მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობ და დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონი უკეთესი იქნება."

მარსიალმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მარცხენა ფლანგზე ითამაშებს თუ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე: "კარიერა ცენტრფოვარდად დავიწყე, მაგრამ "მონაკოშიც" კი ხანდახან ვინგერად ვთამაშობდი და მოედანზე ამ როლს შევეგუე. ასე რომ, ამისგან სიამოვნებას ვიღებ. ყველაზე მნიშვნელოვანი მოედანზე ყოფნაა."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 თებერვალი 2017 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
marso she sastavis kacoo)))❤️dzalian magari gvyavs dzalian
0
№2
ავტორი: Lady in red
22 თებერვალი 2017 11:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
მოუმატა ამან ცოტა და ნელ-ნელა დაიბრუნებს ფორმას, მთავარია არ მოდუნდეს.
0
№3
ავტორი: MU RED
22 თებერვალი 2017 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
მიდი მარსო ეგრე გააგრძელეე
0
№4
ავტორი: gela-manutd
22 თებერვალი 2017 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მიდი მარსი უფრო მოუმატე უფრო
0
№5
ავტორი: ROI
22 თებერვალი 2017 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
კაი კაცია მომწონს:*
0
№6
ავტორი: shotkin
22 თებერვალი 2017 13:31
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
მაინც რაიქნება რო ხანდახან 9 ზე დააყენოს, გაიტანს და გაიტანს ვიცი. აი რამე თასის თამაშში მაინც ან ისეთ მატჩში სადაც იბრა არიქნება და თითქმის ყველაფერი რო გადაწყვეტილია ერთხელ დააყენოს ეს 9 ზე და რეშფორდი ფლანგზე
0
№7
ავტორი: gaga1987
22 თებერვალი 2017 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
კიდევ უფრო უნდა მოიხოდ მარსო.ისე რომ მოუმ სასტავიდან ვერამოგაგდოს wink wink wink მაგარი გვყავს ისე ეს.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
22 თებერვალი 2017 14:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
შევიდა ფორმაში ენტონიც :)
0
№9
22 თებერვალი 2017 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ზან კარგი ბიჭია ცოტა თასის თამაშზე იყო გადაკარგული დანარჩენში am am am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№10
ავტორი: Mixito
22 თებერვალი 2017 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Kaia ro gvyavxar
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top