თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2017, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2307,
კომენტარები: 14
მარსიალი: "იუნაიტედში" მაქსიმალურად დიდხანს დავრჩები"
ენტონი მარსიალი "იუნაიტედში" ბედნიერია.
მარსიალი:
ენტონი მარსიალმა "მანჩესტერ იუნაიტედისადმი" თავისი სიყვარული გამოხატა და გუნდში რაც შეიძლება დიდხანს დარჩენის სურვილი გამოთქვა.

ფრანგი ფეხბურთელი თავის სამშობლოში დაბრუნდა, რათა "სენტ-ეტიენთან" მატჩში მიიღოს მონაწილეობა და შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, სადაც კლუბისა და გულშემატკივრებისადმი თავისი დამოკიდებულება გამოხატა.

"მიყვარს ეს კლუბი. მიყვარს "მანჩესტერ იუნაიტედი", მისი გულშემატკივრებიც მიყვარს. ისინი ძალიან მიჭერენ მხარს და ამისგან სიამოვნებას ვიღებ. ვცდილობ, რაც შეიძლება კარგად ვითმაშო, რათა ისინი კმაყოფილები და ბედნიერები იყვნენ. ამ კლუბში რაც შეიძლება დიდხანს დარჩენა მინდა", - განაცხადა მარსიალმა.

ენტონის თავისი ფორმის შესახებაც ჰკითხეს და ახალგაზრდა ფორვარდმა დამაჯერებლად უპასუხა: "შარშან ბევრს ვთამაშობდი. ზედიზედ რამდენიმე მატჩს ვატარებდი, მაგრამ ახლაც სიამოვნებას ვიღებ ჩემი თამაშისგან და ველოდები. ბევრი ფეხბურთელისგან შემდგარი კარგი ჯგუფი გვაქვს, ამიტომ მწვრთნელი შემადგენლობის გადახალისებას ცდილობს ყოველ მატჩში. ჩვენ მხოლოდ მზად უნდა ვიყოთ მოედანზე გასასვლელად."

გაუმჯობესებისადმი სწრაფვის შესახებ საუბრისას განაგრძო: "ბევრს ვშრომობ. ძალიან ბევრს ვშრომობ. ირგვლივ დიდებული ფეხბურთელები მახვევია. ყოველი სავარჯიშო სესიიდან რაღაცის სწავლას ვცდილობ და ამაში ძალიან გამიმართლა. ამ ფეხბურთელებთან ერთად თამაშისა და ვარჯიშის საშუალება რომ მაქვს, იღბლიანი ვარ. მხოლოდ კონცენტრაციის შენარჩუნებას, მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობ და დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონი უკეთესი იქნება."

მარსიალმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მარცხენა ფლანგზე ითამაშებს თუ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე: "კარიერა ცენტრფოვარდად დავიწყე, მაგრამ "მონაკოშიც" კი ხანდახან ვინგერად ვთამაშობდი და მოედანზე ამ როლს შევეგუე. ასე რომ, ამისგან სიამოვნებას ვიღებ. ყველაზე მნიშვნელოვანი მოედანზე ყოფნაა."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: wkepla
22 თებერვალი 2017 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
მიდი მარსი მოუმატე აბა შენ იცი
0
№12
ავტორი: nugo-nugo
22 თებერვალი 2017 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ასე უნდა იყოს,დიდი ხნით უნდა დარჩეს love ლიომი ხარ მარსიი am
0
№13
ავტორი: giorgisamnidze99
22 თებერვალი 2017 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ჩვენი ჩიჩია წითელი ეშმაკუნა
0
№14
ავტორი: stepno
23 თებერვალი 2017 01:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Genacvaleee bolomdee miaweqi midii
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top