თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2017, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2411,
კომენტარები: 12
მოურინიო: "ჩემს ფეხბურთელებს უფასოდ არაფერი ერგებათ"
ჟოზე მოურინიო ხსნის, თუ რატომ ვერ იღებს შანსს ლუკ შოუ.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ ლუკ შოუს აქვს ის უნარები და მონაცემები, რომელსაც მცველში აფასებს, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჯერ კიდევ ბევრი უნდა იშრომოს, სანამ თავის გამოჩენის შანსს მიიღებს.

შოუ საფრანგეთში გამგზავრებულ 20 ფეხბურთელთან ერთად არ იმყოფება და "სენტ-ეტიენთან" დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ოთხშაბათს გასამართი მატჩის წინა პრესკონფერენციაზე კი მწვრთნელმა ახსნა, თუ რა გახდა ამის მიზეზი.

"მანჩესტერში იმიტომ დარჩა, რომ დეილი ბლინდით, მარკოს როხოთი და მატეო დარმიანით ვთამაშობ, რადგან ისეთი მცველები არიან, მე რომ მომწონს.

ლუკი უნდა დაელოდოს თავის შანსს და უფრო მეტი იშრომოს, რამეთუ იცის, რომ უფასოდ ვერაფერს მიიღებს. როცა ფეხბურთელს რამეს ვაძლევ, ეს ძვირად უჯდებათ - იაფად ვერასდროს მიიღებენ. ყოველდღე ბევრი უნდა იშრომონ, კარგად უნდა ითამაშონ, ასე რომ, მან უნდა მოიცადოს. ამჟამად კი ის სხვების ჩრდილში იმყოფება.

პოტენციურად მას ძალიან ბევრი რამ აქვს, რაც მომწონს, მაგრამ ერთია პოტენცია და სულ სხვაა მოედანზე შთაბეჭდილების მოხდება. მან უნდა იშრომოს, როგორც ამას მხითარიანი აკეთებდა დიდი ხნის განმავლობაში",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
22 თებერვალი 2017 09:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
martali xar mou,mara tu dzma xar darmiani agar gaachero ra zafxulze :)
0
№2
ავტორი: tedore
22 თებერვალი 2017 09:43
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ჰააა წამოვა ეხლა გინებები მოუს და ის რომ შოუ ამოიჩემა! რა თქვა არასწორი? პოტენცია აქვს ამ ბიჭს უნდა იშრომოს და დაიმსახუროს თამაში ნამდვილად ჩამორჩება როხოსაც და ბლინდსაც იგივეს აკეთებს რუნის შემთხვევაშიც არ არიან ეს ორნი ფორმაში და არც იმსახურებენ ძირითადში თამაშს მოვა შოუს დროც დარწმუნებული ვარ
1
№3
ავტორი: DRJBECKHAM
22 თებერვალი 2017 09:44
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
Dzaan sworia ro simkacre shemoitana gundshi. Igive iko mxitarianze da exa vxedavt ro ert erti sauketesoa, marsialsac meti mostxova da realurad moumata. Shous rac sheexeba unda moumatos tu unda tamashi
0
№4
ავტორი: tyeshela1
22 თებერვალი 2017 09:57
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ნუ შრომა ერთია მარა მოუს ამოჩემებაც რომ უყვარს ეგ მეორეა კიდევ. დავიჯერო ბასტი არ შრომობს?
1
№5
ავტორი: ikeoni
22 თებერვალი 2017 10:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Yvelaze kargad jozem icis ra sitvaciaa gundshi da vin ra formashia ase ro darwmunebuli var shousac micems shans
0
№6
ავტორი: gela-manutd
22 თებერვალი 2017 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ეს იმ ტრანვის მერე ძაან ჩავარდა
0
№7
ავტორი: qamari
22 თებერვალი 2017 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ბევრი ,ძირითადად ისინი ვინც ფეხბურთს მარტო დროის გასაყვანად უყურებენ ,გააკრიტიკებენ მაუს ,არადა მის ხელში გამოვლილი ფეხბურთელები ,პორტუდად დაწყებული პროფესიონალურ ფეხბურთს თამაშობენ
0
№8
ავტორი: shotkin
22 თებერვალი 2017 13:43
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: tyeshela1
ნუ შრომა ერთია მარა მოუს ამოჩემებაც რომ უყვარს ეგ მეორეა კიდევ. დავიჯერო ბასტი არ შრომობს?

ალბათ შროობს სხვანაირად არც იქნება ბოლო ბოლო კაცი პრეოფესიონალია და ამხელა გამოცდილება აქვს მაგრამ აქ ერთი რამეცაა ნუ ჯერ ისფაქტორი რო ბასტის ის ენერგია არ აქვს რაც ერერას და პოგბას და ნუ ძირითადში ვერ დააყენებს მაგრამ კაი მეც მინდა რო ხანდახან ათამაშოს ხოლმე მეორე ტაიმში თასის მატჩებზე ან თუნდაც სენტ ეტიენისნაირ მატჩებში სადაც ყველაფერი გადაწყვეტილი მაგრამ აქაც არის 1 რამე და ჩემ აზრს გეტყვი ანუ ის რაც მე შევამჩნიე:თასზე რომ შემოიყვანა ბასტი თუგახსოვს აი საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა ვის ვხვდებოდით უცებ ვერ ვიხსენებ, კარგად ითამაშა ის წუთები რაც შემოვიდა მაგრამ აი როცა ართმევა და დევნაზე მიდგება საქმე რამდენჯერმე(სპეციალურად დავაკვირდი ბასტის) ცოტა უხალისოთ მისდევს და თითქმის ვერ ართმევს ბურთს მოწინააღმდეგეს უკნიდან , ანუ ვგულისხმობ კონტრშეტევის დროს აი ეს რას დავაბრალო არვიცი უფრო სწორად მონდომებას ვერ დავაბრალებ ალბათ მაინც ასაკი და ენერგიის ამბავია მაშინ როცა ეგეთ სიტუაციებში ერერა მიუხედავად იმისა რო ჯანზე არაა სისწრაფის ხარჯზე უვარდება მეტოქეს ფეხებში ან ეწევა და ბურთზე ფეხის წარტყმას ცდილობს ნუ პოგბაზე ლაპარაკი არ მაქვს ხოდა იმის გათვალისწინებით რო მოუ ისეთი სპეციფიკის ტრენერია ვინც თუნდაც 3:0 როიგებდეს და შემოყავს ნახევარმცველი ან ვინმე იმას ავალებს ჩაკლას კონტრშეტევები და არ გაუშვას ბურთი და როცა ამ ფოონზე ბასტი არცთუისე კარგია უკვე აღარ მიკვირს რო ესეთ თამაშებშიც კი ვერ ხვდება მეორე ტაიმში მოედანზე, ბასტის უფრო ალბათ სეტევა გამოსდის მარა ეს ის სპეციპიკააა სადაც თავიდანვე ამას პოგბა ერერა ან პოგბა კერიკი ცდილობენ და ეს თუ ვერ მოახერხეს სეტევის გასაძლიერებლად შემოიყვანს რეშფორდს მატას ან ჰა ჰა რუნის და არა ბასტის(იმიტორო ცენტრია) და აი მანდ იჩაგრება ბასტი ანუ ბასტი ართმევაზე ისეთი აკრგი როიყოს როგორც შეტევის წამოწყებაში უდავოდ ხშირად ვნახავდით მოედანზე და ალბათ ამიტომაც შემოყავს ხოლმე ფელაინი და არა ბასტი ნუ ფელაინი უფღო შლის ვიდრე ბასტი თუნდაც თღავისი გრძელი ფეხბეით და თავით და უხეში ბინძური თამაშით აი ესეთი დასკვნა გამოვიტანე მე პირადად ჩემი შეხედულებებიდან გამომდინარე რასაც დავაკვირდი შეილება ვცდები მარა სხვა ვერსიას ლოგიკურს ვერ ვპოულობ და არამგონია თუ გადაკიდებვაზე საქმე მიდგა მატაზე ვინმე ყოლოდა გადაკიდებული უბრალოდ მატა მოერგო მის აქაურ სტილს და თავსზემოთ ძალა არაა (იმშემთხვევაშიც კი თუ გადაკიდებაზეა საუბარი) და ბასტი იმდენად ვერ მოერგო რა რგოლშიც უნდა რო გამოიყენოს (ჩაშლას ვგულისხმობ) და ამას მივაწერდი მე ბასტის უთამაშებლობას
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
22 თებერვალი 2017 14:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
შოუს მიეცემა შანსი აუცილებლად
0
№10
ავტორი: wkepla
22 თებერვალი 2017 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
სწორი ხარ მოუ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top