თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2017, 16:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2445,
კომენტარები: 14
გიგზი: "გამოწვევისთვის მზად ვარ, მაგრამ კიდევ მოვიცდი"
რაიან გიგზი სამწვრთნელო საქმიანობის დაწყებას არ ჩქარობს.
გიგზი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა რაიან გიგზი აცხადებს, რომ სამწვრთნელო საქმიანობის დაწყების გაჭიანურების გამო არ სწუხს და მზად არის, კიდევ მოიცადოს დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობის დაწყებამდე.

"ოლდ ტრაფორდზე" ლუი ვან გაალის ასისტენტად ორი წლის განმავლობაში მუშაობის შემდეგ "იუნაიტედის" დატოვება უელსელმა იმით ახსნა, რომ დამოუკიდებელი სპეციალისტის საქმიანობის დაწყება სურდა.

თუმცა რაიანს ჯერ კიდევ არ უპოვია შესაფერისი ადგილი სტარტისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში მას უკვე ჰქონდა შეთავაზებები.

"წინადადებების მოსასმენად მზად ვარ. თუკი კიდევ ერთი წლით მომიწევს ლოდინი, როგორც ეს უკვე მოხდა, ამისთვისაც მზად ვარ. ამ წლისგან სიამოვნება მივიღე. მაგრამ თუ გამოჩნდება მუშაობის შესაძლებლობა, საინტერესო მომეჩვენება და გამოწვევა იქნება, მზად ვარ მის მისაღებად.

როცა ამდენი ხანი ხარ თამაშში და ფეხბურთში სკოლის დამთავრებისთანავე შედიხარ, თავისებურ ბუშტში იმყოფები. და როცა ამ ბუშტიდან გამოდიხარ, ყველაფერს სხვა თვალით ხედავ. ჩემს თავს ვგულისხმობ, ახლა გაცილებით მოდუნებული ვარ.

ფეხბურთს სხვა თვალით შევხედე, ახლა უფრო მეტად ვარ ობიექტური და არც ისე ვარ "იუნაიტედზე" მიჯაჭვული. მე მხოლოდ ჩემი აზრების გაზიარებას ვცდილობ, მითუმეტეს, ტელევიზიაში და ასევე სხვა საქმეებითაც ვკავდები.

უფრო დასვენებული ვარ და ბავშვებთან ერთად მეტ დროს ვატარებ, რაც შესანიშნავია. ყოველ კვირა ვაკვირდები, როგორ თამაშობს ჩემი ვაჟი ფეხბურთს - ამას დიდი ხანი ვერ ვაკეთებდი.

ერთი წელი დასვენება მინდოდა, მაგრამ ამავდროულად დატვირთვაც უნდა შემენარჩუნებინა და სხვადასხვა საქმეებით დავკავებულიყავი. და ეს გამომდის, უბრალოდ ბალანსი უნდა დავიცვა.

UEFA-სთანაც ვთანამშრომლობ ტექნიკური დამკვირვებლის თანამდებობაზე. გასულ კვირას "ბენფიკასა" და დორტმუნდის "ბორუსიას" მატჩზე ვიმყოფებოდი, სადაც ჩემი ანგარიში შევადგინე.

გავიმეორებ, ეს ჩემთვის რაღაც ახალი და ევროპული ფეხბურთისთვის თვალის დევნების საშუალებაა. ევროპაში ფეხბურთს უყურებ, სხვა გუნდების მატჩებს ესწრები, შესაძლო ტენდენციებს აკვირდები.

რა თქმა უნდა, ფეხბურთს თავს არ დავანებებ, მაგრამ გარკვეული ბიზნეს-პროექტებიც მაქვს",
- განაცხადა გიგზმა.
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
21 თებერვალი 2017 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ალბათ ეს თუ გახდა მწვრთნელი სუონსის ჩაიბარებს ჩემი ობიექტური აზრია ხაზგასმით
0
№2
ავტორი: shotkin
21 თებერვალი 2017 16:43
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ნუ აქამდე ეჭვი თუ გვქონდა რო მანჩესტერში ელოდებოდა ადგილს მგონი მოუმ ეგ მოლოდინი საბოლოოდ გაუქარწყლა და სხვაგან სად შეიზლება დაიწყოს კარიერა არ ვიცი მაგრამ გამოუჩნდება კლუბები ოღონდ მაინდამაინც დიდი გუნდები არამგონია იყვნენ ასე საშუალო დონის გუნდები ან უფრო პატარა გუნდები და მართლა თუ უნდა ამ საქმეს ხელი მოკიდოს აღარ უნდა შეყოვნდეს
1
№3
ავტორი: nugo-nugo
21 თებერვალი 2017 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ნუ მანჩესტერში ნამდვილადა ვერ დაინიშნება ეს კაი ხანი კიდე.ჩემი აზრით როცა ქონდა საშუალება სოუნსის მწვრთნელი გამხდარიყო უნდა გამოეყნებინა ეს შანის.პირდაპირ დიდ გუნდს ერ ჩაიბარებს,გამოცდილება სჭირდება მაგრამ იმედი მაქვს რომ ერთ დღესაც იუნიატედში დაბრუნდება როგორც მწვრთნელი love
0
№4
ავტორი: pavlovic
21 თებერვალი 2017 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
ჯერ პატარა გუნდი უნდა ჩაიბაროს აი ისეთი როგორიც სუონსი, ან საუტჰემპტონია
0
№5
ავტორი: dunkan
21 თებერვალი 2017 17:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
Sul amas vicavdi da exla ukve tvins t.....vs tu ginda imushave ra male wava joze da aqac gadmoxval tu traki geqneba
0
№6
ავტორი: gaga1987
21 თებერვალი 2017 17:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
დასამტკიცებელი გაქვს ჯერ რაინ fellow უდავოა რო მანჩესტერის ლეგენდა ხარ,აგრამ გამოცდილება აუცილებლად უნდა მიიღო.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
21 თებერვალი 2017 17:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ახლაც ნშვენიერი სამუშაო ქონია :)
0
№8
ავტორი: ikeoni
21 თებერვალი 2017 17:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Chempionshipis rame gundic ro iyos dasawyisistvis mshvenieri iqneba
0
№9
ავტორი: Gamkrelidze
21 თებერვალი 2017 18:07
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
მოურინო რო მოვიდა მაგრად არ გამისწორდა. შენ მინდოდა რო მოსულიყავ რაიან wink
1
№10
ავტორი: zeg
21 თებერვალი 2017 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
ციტატა: GaMkReLa
მოურინო რო მოვიდა მაგრად არ გამისწორდა. შენ მინდოდა რო მოსულიყავ რაიან wink

+1
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top