თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2017, 16:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2446,
კომენტარები: 14
გიგზი: "გამოწვევისთვის მზად ვარ, მაგრამ კიდევ მოვიცდი"
რაიან გიგზი სამწვრთნელო საქმიანობის დაწყებას არ ჩქარობს.
გიგზი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა რაიან გიგზი აცხადებს, რომ სამწვრთნელო საქმიანობის დაწყების გაჭიანურების გამო არ სწუხს და მზად არის, კიდევ მოიცადოს დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობის დაწყებამდე.

"ოლდ ტრაფორდზე" ლუი ვან გაალის ასისტენტად ორი წლის განმავლობაში მუშაობის შემდეგ "იუნაიტედის" დატოვება უელსელმა იმით ახსნა, რომ დამოუკიდებელი სპეციალისტის საქმიანობის დაწყება სურდა.

თუმცა რაიანს ჯერ კიდევ არ უპოვია შესაფერისი ადგილი სტარტისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში მას უკვე ჰქონდა შეთავაზებები.

"წინადადებების მოსასმენად მზად ვარ. თუკი კიდევ ერთი წლით მომიწევს ლოდინი, როგორც ეს უკვე მოხდა, ამისთვისაც მზად ვარ. ამ წლისგან სიამოვნება მივიღე. მაგრამ თუ გამოჩნდება მუშაობის შესაძლებლობა, საინტერესო მომეჩვენება და გამოწვევა იქნება, მზად ვარ მის მისაღებად.

როცა ამდენი ხანი ხარ თამაშში და ფეხბურთში სკოლის დამთავრებისთანავე შედიხარ, თავისებურ ბუშტში იმყოფები. და როცა ამ ბუშტიდან გამოდიხარ, ყველაფერს სხვა თვალით ხედავ. ჩემს თავს ვგულისხმობ, ახლა გაცილებით მოდუნებული ვარ.

ფეხბურთს სხვა თვალით შევხედე, ახლა უფრო მეტად ვარ ობიექტური და არც ისე ვარ "იუნაიტედზე" მიჯაჭვული. მე მხოლოდ ჩემი აზრების გაზიარებას ვცდილობ, მითუმეტეს, ტელევიზიაში და ასევე სხვა საქმეებითაც ვკავდები.

უფრო დასვენებული ვარ და ბავშვებთან ერთად მეტ დროს ვატარებ, რაც შესანიშნავია. ყოველ კვირა ვაკვირდები, როგორ თამაშობს ჩემი ვაჟი ფეხბურთს - ამას დიდი ხანი ვერ ვაკეთებდი.

ერთი წელი დასვენება მინდოდა, მაგრამ ამავდროულად დატვირთვაც უნდა შემენარჩუნებინა და სხვადასხვა საქმეებით დავკავებულიყავი. და ეს გამომდის, უბრალოდ ბალანსი უნდა დავიცვა.

UEFA-სთანაც ვთანამშრომლობ ტექნიკური დამკვირვებლის თანამდებობაზე. გასულ კვირას "ბენფიკასა" და დორტმუნდის "ბორუსიას" მატჩზე ვიმყოფებოდი, სადაც ჩემი ანგარიში შევადგინე.

გავიმეორებ, ეს ჩემთვის რაღაც ახალი და ევროპული ფეხბურთისთვის თვალის დევნების საშუალებაა. ევროპაში ფეხბურთს უყურებ, სხვა გუნდების მატჩებს ესწრები, შესაძლო ტენდენციებს აკვირდები.

რა თქმა უნდა, ფეხბურთს თავს არ დავანებებ, მაგრამ გარკვეული ბიზნეს-პროექტებიც მაქვს",
- განაცხადა გიგზმა.
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: ROI
21 თებერვალი 2017 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ვანგაალის მოწაფე:D
0
№12
ავტორი: gela-manutd
21 თებერვალი 2017 20:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მინდა რო ვინმე კაი გუნდი ჩაიბაროს
0
№13
ავტორი: Malboro463
21 თებერვალი 2017 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5891
დანიშნონ ნაკრების მწვრთვნელად

ინგლისის
0
№14
ავტორი: stepno
21 თებერვალი 2017 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Mgoni kargi mwvrtneli gamovaa gigzuniasgan legenda :-******
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top