თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2017, 09:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2327,
კომენტარები: 15
რეშფორდი: "ლონდონში გამარჯვებისთვის ჩავალთ"
მარკუს რეშფორდი პრემიერ ლიგის ლიდერთან დაპირისპირებისთვის მზად არის.
რეშფორდი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი მარკუს რეშფორდი დარწმუნებულია, რომ ინგლისის თასის მფლობელებს პრემიერ ლიგის ლიდერების დამარცხება შეუძლიათ.

"წითელი ეშმაკები" ინგლისის თასის მეოთხედფინალში "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსის" დაუპირისპირდებიან, რაც ცენტრალური შეხვედრა გამოდგება. მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" ბოლო ვიზიტი "ჩელსისთან" გამანადგურებელი მარცხით, 4-0 დასრულდა.

"უკვე აქვთ ჩვენთან ერთი მატჩი მოგებული, ამიტომ იქ ნამდვილად გასამარჯვებლად ჩავალთ. ტურნირის ამ ეტაპზე ნებისმიერ შემთხვევაში ძლიერი მეტოქე შეგვხვდებოდა. "ჩელსი" კარგ ფორმაში იმყოფება, მაგრამ ჩვენც კარგ ფორმაში ვართ და იქ მოსაგებად ჩავალთ."

"ჩელსისთან" დაპირისპირებამდე "იუნაიტედმა" გასვლითი მატჩი უკვე ჩაატარა "ივუდ პარკზე", სადაც "ბლექბერნს" 1-2 სძლია.

"ძალიან რთული თამაში იყო. თასებზე ყოველ წელს ხდება სენსაციები, რაც შაბათს ვიხილეთ, "ბლექბერნს" კი ერთ-ერთი ასეთი სენსაციის მოხდენა სურდა, მაგრამ ჩვენ საქმეს კარგად გავართვით თავი და გამარჯვება დავიმსახურეთ."

სწორედ მარკუსის გოლის წყალობით აღადგინა "იუნაიტედმა" წონასწორობა, როცა ჰენრიხ მხითარიანის დიდებული გადაცემით ისარგებლა.

"ბრწყინვალე პასი იყო. ძალიან ბევრი ფეხბურთელი შეკრებილიყო მის ირგვლივ, მაგრამ თავის აწევა და ჩემი ჩარბენის დანახვა მოახერხა, მე კი საბედნიეროდ, შევასრულე.

ხანდახან ძალიან რთულია ასეთი მომენტის გამოყენება, მაგრამ მახსოვდა, რომ გუნდი მარცხდებოდა და უნდა გამეტანა."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: MU RED
21 თებერვალი 2017 10:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
კარგი ბიჭია რეშფორდიი. მიკი ძაან კლასნია
1
№2
ავტორი: Manstark_United
21 თებერვალი 2017 10:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ამ გუნდს კარგი ის აქვს,რომ ამჟამინდელ პროგრესთან ერთად,იგრძნობა ისიც,რომ მომავალშიც ძლიერი იქნება.ამის მაგალითები რაშფორდი და მარსიალია.უბრალოდ შეუდარებლები არიან ორივე.ერთერთი საუკეთესო თავიანთ პოზიციებზე თავიანთ ასაკში. love
0
№3
ავტორი: dybbuk
21 თებერვალი 2017 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
აქ კიდევ ერთხელა გამოჩნდა რო რეშფორდი ცენტრაფორვარდია და არა ვინგერი, ბევრად უფრო პროდუქტიულია მაგ პოზიციაზე, უბრალოდ იბრას ფაქტორია, მაგრამ თუ მოითმენს ბევრსაც ისწავლის და სწორად განვითარდება, ყველაფერი მის ხელშია. მანჩესტერი კიდე ყველგან მოსაგებად ჩადის არააქვს მნიშვნელობა ეს ჩელსია, რეალი თუ ჯილინგემი
1
№4
ავტორი: ikeoni
21 თებერვალი 2017 11:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Magari momavalii aqvs da xasiatic etyoba rac mtavaria zog zogiertebisgan gansxvavevbit ucbad ro uvardebat tavshii da patara mixweulit ro kmayofildebian
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
21 თებერვალი 2017 11:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: dybbuk
აქ კიდევ ერთხელა გამოჩნდა რო რეშფორდი ცენტრაფორვარდია და არა ვინგერი, ბევრად უფრო პროდუქტიულია მაგ პოზიციაზე, უბრალოდ იბრას ფაქტორია, მაგრამ თუ მოითმენს ბევრსაც ისწავლის და სწორად განვითარდება, ყველაფერი მის ხელშია. მანჩესტერი კიდე ყველგან მოსაგებად ჩადის არააქვს მნიშვნელობა ეს ჩელსია, რეალი თუ ჯილინგემი


გეთანხმები არაა ფლანგის ფეხბურთელი, მარსიალის გასვლის შემდეგ ფორმალურად იდგა ფლანგზე, ცხრიანის თვისებები აქ მარკუსს
0
№6
ავტორი: Sh-rati
21 თებერვალი 2017 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
თანმ მომთმენია ეტყობა არ წუწუბებს სათამაშო დროზე ვიგაც-ვიგაცებივით
0
№7
ავტორი: DARMIAN
21 თებერვალი 2017 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
Vax she genacvale
0
№8
ავტორი: Mixito
21 თებერვალი 2017 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Golis gatanis algo aq amito 9-ianze unda itamashos
0
№9
ავტორი: giorgisamnidze99
21 თებერვალი 2017 16:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ეს იბრას ზამენააა წელს მე მგონია თუ მოინდომა მოუმ გაიყვანოს იბრა და ათამაშოს ეს სისწრაფეს შეიტანს ტამაში და გარკვეული კუთხით გარდამტეხი იქნება მისი გამოსვლა იბრას ზამენით
0
№10
ავტორი: shotkin
21 თებერვალი 2017 16:39
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: Sh-rati
თანმ მომთმენია ეტყობა არ წუწუბებს სათამაშო დროზე ვიგაც-ვიგაცებივით

მარსიალს თუ გულისხმობ მანდ ცოტა სხვა ამბავია ლიჩნად მაგ 2 სშორის არჩევანი როიყოს გინდ ფლანგზე და გინდ 9 იანზე მარსიალს ავირჩევდი და წუწუნით თუ წუწუნებს მიზეზიც აქვს 50 მილიონი აქვსთ გადახდილი იმის გარდა რო უზადო ნიჭის პატრონია და რატო არუნდა ქონდეს პრეტენზია სასტარტოზე ? შედარება არმიყვარს საერთოდ მარა მაინდამაინც თუგოლებია რ გააკ ფრანგს თითქმის ყოველ მატჩში აკეთებს საგოლე პასს ეს სტატისტიკაშიც დევს ნახე და ყველაზე ცუდ ვარიანტში საგოლე კომბინაციაში იღებს მონაწილეობას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top