თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2017, 12:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3125,
კომენტარები: 17
მოურინიომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ჟოზემ "ბლექბერნთან" მატჩში ერთი ფეხბურთელი გამოარჩია.
მოურინიომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ჟოზე მოურინიომ ეშლი იანგის თამაში განსაკუთრებული შექებით მოიხსენია და მარჯვენა მცველის პოზიციაზე მოასპარეზე ფეხბურთელს "ბლექბერნ როვერსთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშე უწოდა.

"ივუდ პარკზე" გამართული შეხვედრისთვის მწვრთნელმა შვიდი ცვლილება განახორციელა, რომელთაგან ერთ-ერთი იანგის გამწესება იყო სასტარტო შემადგენლობაში.

კარგი თამაშის შემდეგ იანგი ჰენრიხ მხითარიანთან და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე წარადგინეს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯილდოს მფლობელი მხითარიანი გახდა, მოურინიოს აზრით, იანგი უფრო მეტად იმსახურებდა.

"ჩვენი ბიჭები მართლაც კარგები იყვნენ, ამაზე უკეთ თამაში შეუძლებელია. მთლიანად მატჩში იყვნენ ჩართული. ისინიც კი, ვინც ხშირად ვერ თამაშობენ.

ჩემი აზრით, ეშლი იანგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. აბსოლუტურად საოცარი მატჩი ჩაატარა. რთული შეხვედრა იყო, გახსნილი თამაში, "ბლექბერნი" ბოლო წუთამდე ცდილობდა გამარჯვებას, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო გოლის გატანა და უსაფრთხოების შეგრძნება",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: tyeshela1
20 თებერვალი 2017 12:33
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
კარგია გვერდით რომ უდგას ფწლაინის და იანგისნაირ ფეხბურთელებს, თუმცა ყველამ იცის, რომ ორივე გამოუსადეგარია.
2
№2
ავტორი: Malboro463
20 თებერვალი 2017 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
იანგის ადგიალს დაცინვად მივიღებდი.
2
№3
ავტორი: ikeoni
20 თებერვალი 2017 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Martla ar utamahia cudat ubralod miki iyo sauketeso
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
20 თებერვალი 2017 13:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გაამხნევა უბრალოდ :)
1
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 თებერვალი 2017 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეშლი ტყუილად გიხარია, წლის ბოლოს მაინც დაახვევ გუნდიდან wink
0
№6
ავტორი: stepno
20 თებერვალი 2017 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Martla kargad itamasha
0
№7
ავტორი: shotkin
20 თებერვალი 2017 13:54
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Malboro463
იანგის ადგიალს დაცინვად მივიღებდი.

რატო? საერთოდ არუთამაშია ცუდად როგორც მინიმუმ და ჩემიაზრით მართლა კარგად ითამაშა ნუ საუკეთესო შეიზლება არა მარა ძაან დასტოინად ითამაშა

ციტატა: ვახო ( G G M U)
ეშლი ტყუილად გიხარია, წლის ბოლოს მაინც დაახვევ გუნდიდან wink

და რაიცი რო უხარია თვიტონაც იცის რო წავა მარა მაღალი კლასი და პროფესიონალიზმი ისაა როცა მიუხედავად ამისა გუნდისთვის ხარ და იხარჯები. რაც გააკეთა კიდეც და როცა გამოვა კიდევაც გააკეთებს მიუხედავად იმისა რო იცის რო წავა, ბევრი ფეხბურთელი ეგრე არიზამს და ღადაობას ჯობია დააფასოთ ხალხო
0
№8
ავტორი: pavlovic
20 თებერვალი 2017 14:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
იანგს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება უფრო მეტი
0
№9
ავტორი: gela-manutd
20 თებერვალი 2017 15:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
იანგი და ფელაინი რაც შეილება მალე მოშორდნენ აქედან და ცესიერი სასტავი გვინდა მაგათი შემცვლელად
0
№10
ავტორი: giorgi kandelakisvili
20 თებერვალი 2017 21:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
იანგს რას ერჩით რას ერჩით კარგი ზამენააა ან ფელაინი როგორი ზამენააა იანგი თუ არაფრად არ ვარგა რატო არ გაყიდეს ან ფერგი ან მოიესმა ან ვანგალმა ესეიგი საჭიროა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top