თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2017, 15:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2102,
კომენტარები: 11
როხო: "გულშემატკივრები ძალიან გვეხმარებიან"
გულშემატკივრობაში გამოცდილი არგენტინელი მხარდაჭერის მნიშვნელობას სათანადოდ აცნობიერებს.
როხო:
მარკოს როხოს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები თავიანთი მხარდაჭერით მეტოქეს შიშის ზარს სცემენ.

არგენტინელმა მცველმა თავადაც გამოსცადა "იუნაიტედის" გულშეატკივრობის შეგრძნება, როცა გასულ სეზონში "ლივერპულთან" "ენფილდზე" მოპოვებული გამარჯვების და "სტოკ სიტისთან" უეინ რუნის მიერ გატანილი სარეკორდო გოლის დროს ტრიბუნაზე იმყოფებოდა.

"როცა გუნდს ყველაფრის გაღება სჭირდება იმისათვის, რომ ბოლო წუთებში გამარჯვება მოიპოვოს, ან გვიანდელი გოლის გატანა გვსურს, დიდებულია ამ მხარდაჭერის შეგრძნება და ჩვენც ვხედავთ, რომ გულშემატკირებიც გრძნობენ ამას.

როცა ფანები მართლაც იმუხტებიან და ამ მუხტს ჩვენ გამოდგვცემენ, ზეწოლის მოხდენის უნარს ვგრძნობთ, მეტოქე გუნდს კი მცირე შიშის ზარი ეცემა ამ ყველაფრის დანახვისას. ყოველთვის ასე ხდება, როცა სათამაშოდ გავდივართ.

ლივერპულსა და სტოკში გულშემატკივრებთან ერთად ყოფნის საშუალება მქონდა და ნამდვილად ვიგრძენი, რას განიცდიან ისინი ყოველ კვირაში. იქ ყოფნა და მათ მიერ ნამღერი თითოეული სიმღერის მოსმენისას ნაგრძნობი ვნება მართლაც დიდებული იყო და ფეხბურთელების სახელის შეძახილებიც.

მე საშუალება მქონდა ვყოფილიყავი გულშემატკივრებთან ერთად და მოედანი სხვა კუთხით დამენახა. მინდა გითხრათ, რომ ეს მართლაც მაგარი გამოცდილებაა",
- განაცხადა როხომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Mixito
19 თებერვალი 2017 17:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Rojo she dzvelo ukve msiamovnebs stadionze ro gxedav
0
№2
ავტორი: GeorgeBest
19 თებერვალი 2017 17:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გასვლაზე ბევრად მაგრები არიან ხოლმე როგორც წესი
0
№3
19 თებერვალი 2017 18:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
წინა სეზონში ამის გაშვება სასტიკად მინდოდა და ამ სეზონში მივხვდი რომ შევცდი. gun2 3d_5 manunited am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№4
ავტორი: ikeoni
19 თებერვალი 2017 18:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Rogorii momatebuli aqvs da rogori sachiro motamashea chveni marko ❤️
0
№5
ავტორი: ROI
19 თებერვალი 2017 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
love
0
№6
ავტორი: giorgi_mg
19 თებერვალი 2017 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ახალი წლისთვის მეც მოგეხმარებით არაა პრობლემა... wink
0
№7
ავტორი: brauzera
19 თებერვალი 2017 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
ციტატა: ქრის სმოლინგი(12)
წინა სეზონში ამის გაშვება სასტიკად მინდოდა და ამ სეზონში მივხვდი რომ შევცდი. gun2 3d_5 manunited am

ახლა ჯოუნსი, დარმიანი, როხო და სმოლინგი გვყოლება მცველებათ, ნახევარდაცვაში მატა, პოგბა, მხითარიანი, და თავდასხმაში იბრა, მარსი და რუნი.
0
№8
ავტორი: giorgisamnidze99
19 თებერვალი 2017 19:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მართლა მაგარი მცველია როხო და ვითარდება უფრო და უფრო საჭირო ხდება ჩვენთვის
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
19 თებერვალი 2017 19:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გულშემატკივარი რას ელაპარაკება ხოლმე ნეტა როხოს wink
0
№10
ავტორი: brauzera
19 თებერვალი 2017 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
ციტატა: SANDROGRIGA
გულშემატკივარი რას ელაპარაკება ხოლმე ნეტა როხოს wink

მოურინიო მომიკითხე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top