თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2017, 15:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2111,
კომენტარები: 11
როხო: "გულშემატკივრები ძალიან გვეხმარებიან"
გულშემატკივრობაში გამოცდილი არგენტინელი მხარდაჭერის მნიშვნელობას სათანადოდ აცნობიერებს.
როხო:
მარკოს როხოს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები თავიანთი მხარდაჭერით მეტოქეს შიშის ზარს სცემენ.

არგენტინელმა მცველმა თავადაც გამოსცადა "იუნაიტედის" გულშეატკივრობის შეგრძნება, როცა გასულ სეზონში "ლივერპულთან" "ენფილდზე" მოპოვებული გამარჯვების და "სტოკ სიტისთან" უეინ რუნის მიერ გატანილი სარეკორდო გოლის დროს ტრიბუნაზე იმყოფებოდა.

"როცა გუნდს ყველაფრის გაღება სჭირდება იმისათვის, რომ ბოლო წუთებში გამარჯვება მოიპოვოს, ან გვიანდელი გოლის გატანა გვსურს, დიდებულია ამ მხარდაჭერის შეგრძნება და ჩვენც ვხედავთ, რომ გულშემატკირებიც გრძნობენ ამას.

როცა ფანები მართლაც იმუხტებიან და ამ მუხტს ჩვენ გამოდგვცემენ, ზეწოლის მოხდენის უნარს ვგრძნობთ, მეტოქე გუნდს კი მცირე შიშის ზარი ეცემა ამ ყველაფრის დანახვისას. ყოველთვის ასე ხდება, როცა სათამაშოდ გავდივართ.

ლივერპულსა და სტოკში გულშემატკივრებთან ერთად ყოფნის საშუალება მქონდა და ნამდვილად ვიგრძენი, რას განიცდიან ისინი ყოველ კვირაში. იქ ყოფნა და მათ მიერ ნამღერი თითოეული სიმღერის მოსმენისას ნაგრძნობი ვნება მართლაც დიდებული იყო და ფეხბურთელების სახელის შეძახილებიც.

მე საშუალება მქონდა ვყოფილიყავი გულშემატკივრებთან ერთად და მოედანი სხვა კუთხით დამენახა. მინდა გითხრათ, რომ ეს მართლაც მაგარი გამოცდილებაა",
- განაცხადა როხომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
20 თებერვალი 2017 00:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Es tu ese moumatebda nu arvicii
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top