თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2017, 14:51
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2221,
კომენტარები: 19
"ოლდ ტრაფორდი" 107 წლისაა
"ოცნებების თეატრის" გახსნის დღიდან 107 წელი შესრულდა.
დღეს "ოცნებების თეატრის" გახსნიდან 107 წელი შესრულდა. "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედი" 1910 წლიდან თამაშობს, ერთი ეგაა, 1941-1949 წლებში საშინაო მატჩებისთვის ქალაქის მეორე სარბიელს, უპირველესი მეტოქის "მანჩესტერ სიტის" სტადიონ, "მეინ როუდს" იყენებდა. ეს იმით გახლდათ გამოწვეული, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის ავიაციამ "ოლდ ტრაფორდი" დაბომბა და თითქმის მიწასთან გაასწორა.

მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაბომბილი სტადიონი

"ოლდ ტრაფორდი" 107 წლისაა


სარბიელის აგება კლუბის ერთ-ერთ თავმჯდომარეს, ჯონ ჰენრი დევისს უკავშირდება, რომელიც XX საუკუნის პირველ წლებში ხელმძღვანელობდა გუნდს. 1908 წელს მანჩესტერელებმა პირველი დივიზიონი და სუპერთასი მოიგეს და დევისმაც სამართლიანად ჩათვალა, რომ ასეთ გუნდს საკუთარი სტადიონი უნდა ჰქონოდა.

60 ათასი გირვანქა: კლუბის ხელმძღვანელთა მიერ გამოყოფილი თანხით სტადიონისთვის მიწა შეიძინეს და სამშენებლო სამუშაოები დაფინანსდა. თავდაპირველი გეგმით, არენას 100 ათასი გულშემატკივრისთვის უნდა ემასპინძლა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა - დევისს დამატებით 30 ათასი გირვანქის დახარჯვა მოუწია და სტადიონის ტევადობაც გათვალისწინებულზე ნაკლები გამოდგა - "მხოლოდ" 80 ათასი.

1909 წლის პირველ ნახევარში დაწყებული მშენებლობა წლის მიწურულს დასრულდა, 1910 წლის 19 თებერვალს კი "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" უმასპინძლა - სტუმრებმა 4:3 გაიმარჯვეს. მატჩს 45 000 მაყურებელი დაესწრო. ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც იმ თამაშს აშუქებდა, მანჩესტერის გაზეთ "ივნინგ ნიუსში" "ოლდ ტრაფორდის" ქებაში დაიხარჯა: "ინგლისში ასეთი ლამაზი და შთამბეჭდავი სტადიონი მეორე არ არის. გუნდი, რომელიც ასეთ სარბიელზე თამაშობას, მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვისაა "განწირული".

"ოლდ ტრაფორდი" 1910 წელს

"ოლდ ტრაფორდი" 107 წლისაა
ახალი ამბები
19 კომენტარი
№1
ავტორი: brauzera
19 თებერვალი 2017 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
უემბლის მერე ინგლისში ოლდტრაფორდია ისტორიით
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 თებერვალი 2017 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სტადიონი რომელიც ყველა ჩვენგანის ოცნებაა love
0
№3
ავტორი: brauzera
19 თებერვალი 2017 15:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
ამ სტადიონზე დამლადებლადაც ვიმუშავებდი
0
№4
ავტორი: RojoDiablo
19 თებერვალი 2017 15:02
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
თეატრი, სადაც ოცნებას დგამენ სპექტაკლად
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: SANDROGRIGA
19 თებერვალი 2017 15:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აკუსტიკა მართლა გამოსასწორებელია, ცოტა რო გაშალონ ტრიბუნები კარგი იქნება ძაან ჩაჩუჭყულია და ხმა იკარგება wink რეკონსტრუქციის დროს გაითვალისწინებენ იმედია
0
№6
ავტორი: brauzera
19 თებერვალი 2017 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
ციტატა: SANDROGRIGA
აკუსტიკა მართლა გამოსასწორებელია, ცოტა რო გაშალონ ტრიბუნები კარგი იქნება ძაან ჩაჩუჭყულია და ხმა იკარგება wink რეკონსტრუქციის დროს გაითვალისწინებენ იმედია

არსენალის თუუა გაშლილი მერე რა სარგებელი
0
№7
ავტორი: MU RED
19 თებერვალი 2017 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
ნეტა ოდესმე შევალ მანდ:(

ამ ლივერპულს სულ ვაწამებდით:D
0
№8
ავტორი: gela-manutd
19 თებერვალი 2017 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ისე არ მოვკვდები რო არ მივიდე მანდ
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
19 თებერვალი 2017 15:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: brauzera
ციტატა: SANDROGRIGA
აკუსტიკა მართლა გამოსასწორებელია, ცოტა რო გაშალონ ტრიბუნები კარგი იქნება ძაან ჩაჩუჭყულია და ხმა იკარგება wink რეკონსტრუქციის დროს გაითვალისწინებენ იმედია

არსენალის თუუა გაშლილი მერე რა სარგებელი


რეალურად 75000 ადამიანს იტევს სტადიონი და მოცულობით არც ისე დიდია, რეკონსტურქციას რო უტარებენ მემგონი გაფართოებაზეც არი ლაპარაკი
0
№10
ავტორი: brauzera
19 თებერვალი 2017 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
ციტატა: SANDROGRIGA
ციტატა: brauzera
ციტატა: SANDROGRIGA
აკუსტიკა მართლა გამოსასწორებელია, ცოტა რო გაშალონ ტრიბუნები კარგი იქნება ძაან ჩაჩუჭყულია და ხმა იკარგება wink რეკონსტრუქციის დროს გაითვალისწინებენ იმედია

არსენალის თუუა გაშლილი მერე რა სარგებელი


რეალურად 75000 ადამიანს იტევს სტადიონი და მოცულობით არც ისე დიდია, რეკონსტურქციას რო უტარებენ მემგონი გაფართოებაზეც არი ლაპარაკი

მთავარია მოედნის საფარი იყოს კარგ მდგომარეობაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top