თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2017, 14:51
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2226,
კომენტარები: 19
"ოლდ ტრაფორდი" 107 წლისაა
"ოცნებების თეატრის" გახსნის დღიდან 107 წელი შესრულდა.
დღეს "ოცნებების თეატრის" გახსნიდან 107 წელი შესრულდა. "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედი" 1910 წლიდან თამაშობს, ერთი ეგაა, 1941-1949 წლებში საშინაო მატჩებისთვის ქალაქის მეორე სარბიელს, უპირველესი მეტოქის "მანჩესტერ სიტის" სტადიონ, "მეინ როუდს" იყენებდა. ეს იმით გახლდათ გამოწვეული, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის ავიაციამ "ოლდ ტრაფორდი" დაბომბა და თითქმის მიწასთან გაასწორა.

მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაბომბილი სტადიონი

"ოლდ ტრაფორდი" 107 წლისაა


სარბიელის აგება კლუბის ერთ-ერთ თავმჯდომარეს, ჯონ ჰენრი დევისს უკავშირდება, რომელიც XX საუკუნის პირველ წლებში ხელმძღვანელობდა გუნდს. 1908 წელს მანჩესტერელებმა პირველი დივიზიონი და სუპერთასი მოიგეს და დევისმაც სამართლიანად ჩათვალა, რომ ასეთ გუნდს საკუთარი სტადიონი უნდა ჰქონოდა.

60 ათასი გირვანქა: კლუბის ხელმძღვანელთა მიერ გამოყოფილი თანხით სტადიონისთვის მიწა შეიძინეს და სამშენებლო სამუშაოები დაფინანსდა. თავდაპირველი გეგმით, არენას 100 ათასი გულშემატკივრისთვის უნდა ემასპინძლა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა - დევისს დამატებით 30 ათასი გირვანქის დახარჯვა მოუწია და სტადიონის ტევადობაც გათვალისწინებულზე ნაკლები გამოდგა - "მხოლოდ" 80 ათასი.

1909 წლის პირველ ნახევარში დაწყებული მშენებლობა წლის მიწურულს დასრულდა, 1910 წლის 19 თებერვალს კი "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" უმასპინძლა - სტუმრებმა 4:3 გაიმარჯვეს. მატჩს 45 000 მაყურებელი დაესწრო. ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც იმ თამაშს აშუქებდა, მანჩესტერის გაზეთ "ივნინგ ნიუსში" "ოლდ ტრაფორდის" ქებაში დაიხარჯა: "ინგლისში ასეთი ლამაზი და შთამბეჭდავი სტადიონი მეორე არ არის. გუნდი, რომელიც ასეთ სარბიელზე თამაშობას, მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვისაა "განწირული".

"ოლდ ტრაფორდი" 1910 წელს

"ოლდ ტრაფორდი" 107 წლისაა
ახალი ამბები
19 კომენტარი
№11
ავტორი: Mixito
19 თებერვალი 2017 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Vinmem wamiyvanet mand
0
№12
ავტორი: GeorgeBest
19 თებერვალი 2017 17:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ზე სტადიონი
0
№13
ავტორი: ikeoni
19 თებერვალი 2017 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Saocari stadioni sadac imedia movxdebi
0
№14
ავტორი: ROI
19 თებერვალი 2017 18:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
მაგრად მინდა ოცნების ტეატრსჰი:*
0
№15
ავტორი: LASHQARA
19 თებერვალი 2017 18:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
უდიდესი ისტორიის მქონე სტადიონი, ჩვენთვის განსაკუთრებით, ყველაფერი მიყვარს რაც მანჩესტერს ეხება, ეს გუნდი თავის ისტორიით თავის წარმატებით და წარუმატებლობით მიყვარს love am
0
№16
ავტორი: giorgi kandelakisvili
19 თებერვალი 2017 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
რო გავიზრდები აუცილებლად უნდა ჩჰავიდე და რუნი უნდა ვნახო manutd
0
№17
ავტორი: stepno
20 თებერვალი 2017 00:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Rogor ar unda giyvardes manuu :-****
0
№18
ავტორი: Sh-rati
20 თებერვალი 2017 05:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
ფრაიბურგის, ფიორენტინას ,დინამო დრეზდენის, ლაიფციგის და არსენალის სტადიონზე ვარ დასწრებული და აქ ვერა ალბათ კარგა ხნით გადაიდო feel
0
№19
ავტორი: dzia_David
20 თებერვალი 2017 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ბევრი ოცნება ასრულდება კიდე ამ სტადიონზე !! am
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top