თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2017, 14:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2419,
კომენტარები: 12
მოურინიო: "შოუს არსად ვუშვებ, ამას არც კი განვიხილავ"
ლუკ შოუ "იუნაიტედს" არ დატოვებს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ ლუკ შოუ "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩება, რაშიც "საშინელი ტრავმის" შემდეგ შრომისუნარიანობა შეუწყობს ხელს.

21 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ფეხის ორმაგი მოტეხილობა მიიღო, რის შემდეგაც დიდი დრო დასჭირდა გამოსაჯანმრთელებლად.

ტრავმის მოშუშების შემდეგ შოუ თავგამოდებით შრომობს იმისათვის, რომ "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთა სამწვრთნელო შტაბი სათამაშო პრაქტიკის მიღების უფლებაში დაარწმუნოს.

ახალგაზრდა მცველი ჯერ ვერ იღებს რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას, თუმცა პორტუგალიელი მას ჯერ კიდევ განიხილავს თავის გეგმებში.

"ძალიან საშინელი ტრავმა ჰქონდა, მართლაც, მართლაც საშინელი. არა მარტო ფიზიკური კუთხით, არამედ მენტალურითაც. ამიტომ ამ სეზონში რამდენიმე მცირე ტრავმა მიიღო, რაც შეგუების პროცესში ბუნებრივია.

იცის, რაც მომწონს მცველში, იცის, რომ სტაბილურობას ვითხოვ, შეცდომები არ მიყვარს, ჩემთვის ფეხბურთელისადმი სრული ნდობის გამოცხადებაა მთავარი ამის მისაღებად ბევრი უნდა იშრომოს.

როცა მოედანზე გავა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დამიმტკიცოს, რომ ამის მოცემა შეუძლია, რადგან ჯერ ახალგაზრდა ფეხბურთელია, ხანდახან ხალხი ივიწყებს, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ბევრი რამ აქვს სასწავლი, მაგრამ მომწონს ეს ბიჭი, მომწონს ეს ფეხბურთელი.

არსად არ წავა, ნამდვილად ჩვენთან დარჩება, საკითხავიც კი არ არის",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: giorgi kandelakisvili
19 თებერვალი 2017 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
დარცჩეს მაგრამ თუ არ გამოიყვან როხო მაგარია მარა აი დგეს მაინც ათამაშე

არა არსად არ წავა მაგრამ ცოტა უფრო ბევრი უნდა ითამაშოს
0
№2
ავტორი: brauzera
19 თებერვალი 2017 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
ტრამვები რო არა შოუ უფრო მაგარი იქნებოდა
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 თებერვალი 2017 14:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგია, რომ რჩება, რადგან შოუ უდაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია. ძალიან ცუდია ესეთი ტრავმა რო ქონდა, თორე ეხლა შოუს უბრალოდ კონკურენტი არ ეყოლებოდა მის პოზიციაზე და წასვლაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. იმედია შოუ დაუბრუნდება ძველ ფორმას, თუმცა ესე ადვილი არ იქნება რა თქმა უნდა, ესეთი ტრავმის მერე ზოგს შეიძლება ვეღარც გაევლო.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
19 თებერვალი 2017 15:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დაღი დაასვა იმ ტრამვამ მის ფორმას და ლამის კარიერასაც კი :/ ჯერ კიდევ შეუძლია რო რეაბილიტაცია გაიაროს და ათამაშდეს winked
0
№5
ავტორი: MU RED
19 თებერვალი 2017 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
ჟოზე იმას უშვება რაც მარსიალს და მიკის გაუგეთა ამხეცებს თამაშის წყურვილით კლავს და მერე შემოაგდებს რო დაგლიჯოს ყველაფერიი და შანსი ხელიდან არგაუშვას, იმედია ამას მოახერხებს შოუ
0
№6
ავტორი: brauzera
19 თებერვალი 2017 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
ციტატა: ვახო ( G G M U)
კარგია, რომ რჩება, რადგან შოუ უდაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია. ძალიან ცუდია ესეთი ტრავმა რო ქონდა, თორე ეხლა შოუს უბრალოდ კონკურენტი არ ეყოლებოდა მის პოზიციაზე და წასვლაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. იმედია შოუ დაუბრუნდება ძველ ფორმას, თუმცა ესე ადვილი არ იქნება რა თქმა უნდა, ესეთი ტრავმის მერე ზოგს შეიძლება ვეღარც გაევლო.

საუტჰემპტონში იყო უმაგრესი
0
№7
ავტორი: gela-manutd
19 თებერვალი 2017 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ჯიგარი ხარ მოუ იმედია რუნიძეც ასე ფიკრობ
0
№8
ავტორი: ROONEY-RUNI
19 თებერვალი 2017 17:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
არა მოუ ჯიგარი ხარ ეს გუნდში მოსვლამდე მომწონდა მე ამის თამაში და ნიჭი პსვ ფეხბურთელის დე და შ ევე ცი თორე შოუზე კარგ მოთამაშეს მის პოზიციაზე მე პირადათ არ წარმომედგინა

ცოტა დრო უნდა და დაიბრუნებს ფორმას ჯერ 21 წლისააა ტიპი
0
№9
ავტორი: GeorgeBest
19 თებერვალი 2017 17:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მეორე სეზონიც ფაქტიურად ჩაუვარდა, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და წინ აქვს ყველაერი მარა მეორე ჯონსი არ უნდა გაიჩითოს
0
№10
ავტორი: ikeoni
19 თებერვალი 2017 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Aba ra joze sad unda wavides
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top