თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2017, 14:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2420,
კომენტარები: 12
მოურინიო: "შოუს არსად ვუშვებ, ამას არც კი განვიხილავ"
ლუკ შოუ "იუნაიტედს" არ დატოვებს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ ლუკ შოუ "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩება, რაშიც "საშინელი ტრავმის" შემდეგ შრომისუნარიანობა შეუწყობს ხელს.

21 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ფეხის ორმაგი მოტეხილობა მიიღო, რის შემდეგაც დიდი დრო დასჭირდა გამოსაჯანმრთელებლად.

ტრავმის მოშუშების შემდეგ შოუ თავგამოდებით შრომობს იმისათვის, რომ "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთა სამწვრთნელო შტაბი სათამაშო პრაქტიკის მიღების უფლებაში დაარწმუნოს.

ახალგაზრდა მცველი ჯერ ვერ იღებს რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას, თუმცა პორტუგალიელი მას ჯერ კიდევ განიხილავს თავის გეგმებში.

"ძალიან საშინელი ტრავმა ჰქონდა, მართლაც, მართლაც საშინელი. არა მარტო ფიზიკური კუთხით, არამედ მენტალურითაც. ამიტომ ამ სეზონში რამდენიმე მცირე ტრავმა მიიღო, რაც შეგუების პროცესში ბუნებრივია.

იცის, რაც მომწონს მცველში, იცის, რომ სტაბილურობას ვითხოვ, შეცდომები არ მიყვარს, ჩემთვის ფეხბურთელისადმი სრული ნდობის გამოცხადებაა მთავარი ამის მისაღებად ბევრი უნდა იშრომოს.

როცა მოედანზე გავა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დამიმტკიცოს, რომ ამის მოცემა შეუძლია, რადგან ჯერ ახალგაზრდა ფეხბურთელია, ხანდახან ხალხი ივიწყებს, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ბევრი რამ აქვს სასწავლი, მაგრამ მომწონს ეს ბიჭი, მომწონს ეს ფეხბურთელი.

არსად არ წავა, ნამდვილად ჩვენთან დარჩება, საკითხავიც კი არ არის",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
20 თებერვალი 2017 00:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Ratqmaunda amas vin suleli gaushvebs :-)))
0
№12
ავტორი: dzia_David
20 თებერვალი 2017 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
თავისთავაად 21 წლისაა. მომავალია კაციიი ;)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top