თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2017, 18:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2724,
კომენტარები: 13
პოგბა: "რვა თვეში უფრო მეტჯერ გავარტყი ძელს, ვიდრე წინა 4 წელიწადში"
პოლ პოგბა თავის უიღბლობას უჩივის.
პოგბა:
პოლ პოგბამ "სენტ-ეტიენთან" მატჩის შემდეგ თავის უიღბლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ არ ესმის, რატომ ვერ გააქვს გოლები, როცა ბევრ მომენტს ქმნის.

ევროპა ლიგის მატჩის მეორე ტაიმში ფრანგ ნახევარმცველს გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ როგორც ხშირად ხდება მიმდინარე სეზონში, მას ამჯერადაც კარის ჩარჩომ შეუშალა ხელი.

"გატანა მინდოდა, მაგრამ ხარიხას გავარტყი ბურთი, როგორც სხვა შანსების მსგავს შემთხვევაში ხდებოდა. რაღაც მომენტში გავიფიქრე, არ ვიცი, რა ხდება-მეთქი, მაგრამ რაღაც მართლა ხდება! ვფიქრობ, აქ გატარებული რვა თვის განმავლობაში უფრო მეტჯერ გავარტყი ბურთი ძელს, ვიდრე "იუვენტუსში" ყოფნის 4 წლის განმავლობაში. უცნაურია, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ."

სამაგიეროდ, თავისი გოლები გაიტანა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც შეხვედრაში ჰეთ-ტრიკი შეასრულა.

"ის დიდი მოთამაშეა. სხვა დიდი მოთამაშეებისგანაც ამას ვითხოვთ. როგორც ჩანს, "სენტ-ეტიენი" ძალიან უყვარს, რადგან ამ გუნდის წინააღმდეგ ბევრი გოლი გააქვს. იმედია, კვლავ გავიტანთ და იბრაც უკეთ იგრძნობს თავს. ჩვენ ისეთი იბრაჰიმოვიჩი გვიყვარს, დღე რომ ვნახეთ."

გამარჯვების გარდა ეს მატჩი პოგბასთვის იმითაც იყო გამორჩეული, რომ პოგბა თავის უფროს ძმას, ფლორენტის დაუპირისპირდა.

"ფლორენტინის წინააღმდეგ თამაში მაგიური მოვლენაა. ვერ ვიჯერებდი, რომ ვხედავდი. ვუთხარი: "მოდი, მომენტით ვისიამოვნოთ, ასეთი რამ ყოველდღე არ ხდება". მე ძალიან ვისიამოვნე.

კარგი შედეგია, რადგან მოგება გვინდოდა. გოლების გატანა გვინდოდა და ასევ მოხდა, ამიტომ მომდევნო მატჩი უფრო ადვილი იქნება, მაგრამ ჯერ არ გადაწყვეტილა მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
17 თებერვალი 2017 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
სწორი ხარ პოლ იქაც სამით ნოლი გვინდა :D :D
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
17 თებერვალი 2017 18:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გუშინ უნიათო დარტყმის ბრალი უფრო იყო ის ხარიხა, ვიდრე უიღბლობის. ახლო მანძილიდან ურტყამდა და უკეთესად რო შეესრულებინა გაიტანდა wink
0
№3
ავტორი: LASHQARA
17 თებერვალი 2017 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ძელს რო ხვდება მოდი ვთქვათ რომ მაინც უიღბლობაა, ეს გაისწორებს დარტყმას და კაცი არაა ამის გამჩერებელი, სიზუსტე აკლია თორე საოცარი ტრაექტორიით მიდის ამის დარტყმული ბურთები, ძალიან ძლიერი დარტყმა აქ სიზუსტეზე მეტი ვარჯიში ჭირდება და იქნება ნომერ 1 შორეულ დარტყმებში love am
0
№4
ავტორი: ikeoni
17 თებერვალი 2017 19:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Martla rogor ar umartlebs ((( magram gadava es periodii da wamova golebiii pool ❤️
0
№5
ავტორი: stepno
17 თებერვალი 2017 19:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაგარი სანახავები იყვნენ ძმები love
0
№6
ავტორი: shotkin
17 თებერვალი 2017 20:18
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ისე მართლა რაონტია რა უკვე ალბათ მეც დავიჯერებ რამე მაგიის ან ჯადოსნობის :დდ ესეთირ მამე არ მინახავს და რისიც ყველაზე ძაან მეშინია ისაა რო ესეთი უიღბლობა სულ არ გაყვეს იმედია წელს არის ესე და მეტი აღარ მოხდება მსგავსი რამ, ერთი პერიოდი დათვლა დავიწყე და ეხლა სათვალავი ამერია რამდენ შტანგას გაარტყა ტო უკვე ამსეზონში მინიმუმ 8-9 მაინც და უმეტესობა ლამაზი ან კარგი ბურთი გადიოდა ერთის გარდა როცა სიტის წინააღმდეგ თასსზე გაარტყა დალშე სასწაულ გოლებს იტანდა უოტფორდთან სტოკთან მაკრატელათი ვიღაცასთან:დ და რავი უკვე სხვები აღარ მახსენდება მარა კიარის ჯამში ამის ჩათვლით ერთი 10 შტანგამდე არამგონია მსგავსი შედეგი ვინმეს ქონდეს წელს :Dდ
0
№7
ავტორი: mufc1878
17 თებერვალი 2017 20:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: SANDROGRIGA
გუშინ უნიათო დარტყმის ბრალი უფრო იყო ის ხარიხა, ვიდრე უიღბლობის. ახლო მანძილიდან ურტყამდა და უკეთესად რო შეესრულებინა გაიტანდა wink



თავით ზუსტი დარტყმა რაპონტია?პენალი ხოარაა რო დაუმიზნო ტო

მაგარი არუმართლებს გინდ თავით დარტყმულებზე და გინდ ჯარიმიდან და თამაშიდანაც არტყავს ძელს და ხარიხას

ფაქტი ერთია უკლასნესი და ზე იგროკი გვყავს სულ 23 წლის და კიდევ მოუმატებს და მერე ჩემ სირს გაგვაჩერებენ ვაფშე ლიგაზე გინდ ჩემპში
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
17 თებერვალი 2017 20:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: mufc1878
ციტატა: SANDROGRIGA
გუშინ უნიათო დარტყმის ბრალი უფრო იყო ის ხარიხა, ვიდრე უიღბლობის. ახლო მანძილიდან ურტყამდა და უკეთესად რო შეესრულებინა გაიტანდა wink



თავით ზუსტი დარტყმა რაპონტია?პენალი ხოარაა რო დაუმიზნო ტო

მაგარი არუმართლებს გინდ თავით დარტყმულებზე და გინდ ჯარიმიდან და თამაშიდანაც არტყავს ძელს და ხარიხას

ფაქტი ერთია უკლასნესი და ზე იგროკი გვყავს სულ 23 წლის და კიდევ მოუმატებს და მერე ჩემ სირს გაგვაჩერებენ ვაფშე ლიგაზე გინდ ჩემპში


არა, რა თქმა უნდა, არ უმართლებს, მაგრამ მე გუშინდელზე ვთქვი კონკრეტულად, მანძილი ახლო იყო და გატანა მართებდა მეთქი. რო იტყვიან ხარიხარზე მორტყმა უფრო რთული იყო თითქოს იმ ეპიზოდში, ვიდრე გატანა თორე არაფერს არ ვერჩი. ზოგადად ფაქტია არ უმართლებს wink
0
№9
ავტორი: gela-manutd
17 თებერვალი 2017 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მერე დაანებე ტავი მეშტანგეობას
0
№10
ავტორი: jamie vardy
18 თებერვალი 2017 08:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ლესტერ ჩემპიონ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top