თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2017, 18:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2730,
კომენტარები: 13
პოგბა: "რვა თვეში უფრო მეტჯერ გავარტყი ძელს, ვიდრე წინა 4 წელიწადში"
პოლ პოგბა თავის უიღბლობას უჩივის.
პოგბა:
პოლ პოგბამ "სენტ-ეტიენთან" მატჩის შემდეგ თავის უიღბლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ არ ესმის, რატომ ვერ გააქვს გოლები, როცა ბევრ მომენტს ქმნის.

ევროპა ლიგის მატჩის მეორე ტაიმში ფრანგ ნახევარმცველს გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ როგორც ხშირად ხდება მიმდინარე სეზონში, მას ამჯერადაც კარის ჩარჩომ შეუშალა ხელი.

"გატანა მინდოდა, მაგრამ ხარიხას გავარტყი ბურთი, როგორც სხვა შანსების მსგავს შემთხვევაში ხდებოდა. რაღაც მომენტში გავიფიქრე, არ ვიცი, რა ხდება-მეთქი, მაგრამ რაღაც მართლა ხდება! ვფიქრობ, აქ გატარებული რვა თვის განმავლობაში უფრო მეტჯერ გავარტყი ბურთი ძელს, ვიდრე "იუვენტუსში" ყოფნის 4 წლის განმავლობაში. უცნაურია, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ."

სამაგიეროდ, თავისი გოლები გაიტანა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც შეხვედრაში ჰეთ-ტრიკი შეასრულა.

"ის დიდი მოთამაშეა. სხვა დიდი მოთამაშეებისგანაც ამას ვითხოვთ. როგორც ჩანს, "სენტ-ეტიენი" ძალიან უყვარს, რადგან ამ გუნდის წინააღმდეგ ბევრი გოლი გააქვს. იმედია, კვლავ გავიტანთ და იბრაც უკეთ იგრძნობს თავს. ჩვენ ისეთი იბრაჰიმოვიჩი გვიყვარს, დღე რომ ვნახეთ."

გამარჯვების გარდა ეს მატჩი პოგბასთვის იმითაც იყო გამორჩეული, რომ პოგბა თავის უფროს ძმას, ფლორენტის დაუპირისპირდა.

"ფლორენტინის წინააღმდეგ თამაში მაგიური მოვლენაა. ვერ ვიჯერებდი, რომ ვხედავდი. ვუთხარი: "მოდი, მომენტით ვისიამოვნოთ, ასეთი რამ ყოველდღე არ ხდება". მე ძალიან ვისიამოვნე.

კარგი შედეგია, რადგან მოგება გვინდოდა. გოლების გატანა გვინდოდა და ასევ მოხდა, ამიტომ მომდევნო მატჩი უფრო ადვილი იქნება, მაგრამ ჯერ არ გადაწყვეტილა მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: premier league
18 თებერვალი 2017 09:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
პოგბა
0
№12
ავტორი: gogashavishvili
18 თებერვალი 2017 11:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
პოგბას ძალიან არ უმართლებს ეგ ცუდია
0
№13
ავტორი: michael carrick
19 თებერვალი 2017 00:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
მიდი პოგბა შენ იცი მოუმატე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top