თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2017, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2885,
კომენტარები: 16
სქოულზი: "რუნი ასეთ ვითარებაში დიდხანს არ დარჩება"
სქოულზს მიაჩნია, რომ "იუნაიტედს" მისი კაპიტანი მალე დატოვებს.
სქოულზი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი პოლ სქოულზი მიიჩნევს, რომ "წითელი ეშმაკების" კაპიტანი უეინ რუნი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს, თუკი ამ დროისთვის მისი სათამაშო დრო არ მოიმატებს.

31 წლის ფეხბურთელი უკვე აღარ ითვლება "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობის წევრად, "სენტ-ეტიენთან" გუშინდელი მატჩი კი კუნთოვანი ტრავმის გამო გამოტოვა.

ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბობარდირის სტატუსიც მოიპოვა და რუნის ყოფილ თანაგუნდელს მიაჩნია, რომ უეინი ასეთ ვითარებას არ შეეგუება.

"უცნაური სიტუაციაა. თამაშის შეუძლებლობა ისე არავის უცრუებს იმედს, როგორც უეინს. სკამის ფეხბურთელის როლი ძალზედ ამწუხრებს. თავისი შანსები უნდა გამოიყენოს, როცა მათ იღებს, რადგან გუნდში რეალური კონკურენციაა.

ის, რომ სათამაშო დროს მხოლოდ ევროპა ლიგაზე და ინგლისის თასზე იღებს, მას კლავს. მაგრამ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული - თავი ხელში უნდა აიყვანოს და დაამტკიცოს, რომ დიდ მატჩებში მონაწილეობა შეუძლია.

ვერ წარმომიდგენია, რომ რუნი დიდხანს გაჩერდეს, თუკი ყველაფერი ისე იქნება, როგორც ახლა არის. შესაძლოა, მომავალზე დაფიქრდეს, თუკი სეზონის ბოლომდე იშვიათად მოხვდება სასტარტო შემადგენლობაში. მასში ვერ ვხედავ ფეხბურთელს, როელიც ასეთ რამეს ეგუება. იმ გუნდში სურს ყოფნა, სადაც ყოველ კვირაში ათამაშებენ",
- განაცხადა სქოულმზა.

წყარო: mirror
ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
17 თებერვალი 2017 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, როგორმე უნდა გამოვიდეს ამ კრიზისიდან, მაგრამ იმდენად ნაადრევ ასაკში დაიწყო უმაღლესი დონის ფეხბურთის თამაში რუნიმ რო მემგონი გამოიფიტა, ძაან სევდიანი მომენტია, მაგრამ მწარე რეალობაა. თუ წავა არც არავინ გაამტყუნებს ალბათ, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია მანიუ რუნის გარეშე, მაგრამ ადრე თუ გვიან ყოველთვის დგება ეგეთი მომენტი, ეგ გარდაუვალია
0
№2
ავტორი: giorgi_mg
17 თებერვალი 2017 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
უეინის დიდი სიყვარულისა და პატივისცემის მიუხედავად ამ ფორმაციის 11_ეულში მე მას ვერ ვხედავ, უენის პრობლემა იმაშია რომ ნაკლებს იღებს თავის თავზე, საჭიროა მეტი მოძრაობა ბურთთან ერთად როგორც ამას მიკი და მატა აკეთებენ. შანს იმედია მიიღებს და გამოიყენებს, თორე მის გარეშე უტდ არ წარმომიდგენია...
0
№3
ავტორი: ikeoni
17 თებერვალი 2017 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Ragac Dzaan chamoyara yurebii titqos is shemartebac agar aqvs ravici iqneb ipovos kide tavis tavshi dzala da atamashdes dzveleburad ❤️Ager rogori magaliti yavs 35 wlis zlatanis saxit
0
№4
ავტორი: dunkan
17 თებერვალი 2017 16:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
Runis cota daupaseblad eqcevian Manchestershi.RAC fergiusoni wavida runic titqos chaqra.tan xan sad atamashes xan sad sul amovarda formidan.imsaxurebda 2-3tamashi rogorc zlatanze mushaods gundi amazec ise emushavat mara ar agirses.Xan vitom gaciebulia da xan xiwvi sheerchoo da ras ar igoneben lijbi ar atamashon
1
№5
ავტორი: zeg
17 თებერვალი 2017 16:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
Gushindeli dgesavit maxsovs shrekis debiuti fenerbaxchestan 3!!!!!!ramdeni titulis mogebashi dagvexmara.dzaan gunduri motamashea da magan dagupa.ukanaskneli mepaitone
0
№6
ავტორი: gela-manutd
17 თებერვალი 2017 16:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მიუხედავად იმისა რო ბოლო დროს ვეღარ არის არ მინდა შრეკის წასვლა მინდა აქ დაამთავროს კარიერა
1
№7
ავტორი: giorgisamnidze99
17 თებერვალი 2017 16:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ეჰ რუნი იყო დრო როცა კლასი იყავი და ეხა სამწუხაროდ ვერც ერთ კაცს ვერ ატყუებ ამიტო ესე თუ გააძელე ალბათ გაგიშვებენ
0
№8
ავტორი: zeg
17 თებერვალი 2017 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
ციტატა: giorgisamnidze99
ეჰ რუნი იყო დრო როცა კლასი იყავი და ეხა სამწუხაროდ ვერც ერთ კაცს ვერ ატყუებ ამიტო ესე თუ გააძელე ალბათ გაგიშვებენ

Kiar gaushveben tviton wava tore runim rom moindomos aravin gaushvebs
0
№9
ავტორი: kobinio
17 თებერვალი 2017 17:17
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო...
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
17 თებერვალი 2017 17:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ვიყოთ ობიექტურები და ვთქვათ რო დაბერდა რუნი, აღარც ის შემართებააქ აღარც ის ჟინი, სისწრაფე, დრიბლინგი. ვერ გაამტყუნებ მოურინიოს რო არ აყენებს ძირითადში. ხანდახან აქ გამონათებები მარა ცოთა თუარ შევიდა ფორმაში სასატარტოში ვერ მოხვდება ;/
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top