"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი პოლ სქოულზი მიიჩნევს, რომ "წითელი ეშმაკების" კაპიტანი უეინ რუნი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს, თუკი ამ დროისთვის მისი სათამაშო დრო არ მოიმატებს.
31 წლის ფეხბურთელი უკვე აღარ ითვლება "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობის წევრად, "სენტ-ეტიენთან" გუშინდელი მატჩი კი კუნთოვანი ტრავმის გამო გამოტოვა.
ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბობარდირის სტატუსიც მოიპოვა და რუნის ყოფილ თანაგუნდელს მიაჩნია, რომ უეინი ასეთ ვითარებას არ შეეგუება.
"უცნაური სიტუაციაა. თამაშის შეუძლებლობა ისე არავის უცრუებს იმედს, როგორც უეინს. სკამის ფეხბურთელის როლი ძალზედ ამწუხრებს. თავისი შანსები უნდა გამოიყენოს, როცა მათ იღებს, რადგან გუნდში რეალური კონკურენციაა.
ის, რომ სათამაშო დროს მხოლოდ ევროპა ლიგაზე და ინგლისის თასზე იღებს, მას კლავს. მაგრამ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული - თავი ხელში უნდა აიყვანოს და დაამტკიცოს, რომ დიდ მატჩებში მონაწილეობა შეუძლია.
ვერ წარმომიდგენია, რომ რუნი დიდხანს გაჩერდეს, თუკი ყველაფერი ისე იქნება, როგორც ახლა არის. შესაძლოა, მომავალზე დაფიქრდეს, თუკი სეზონის ბოლომდე იშვიათად მოხვდება სასტარტო შემადგენლობაში. მასში ვერ ვხედავ ფეხბურთელს, როელიც ასეთ რამეს ეგუება. იმ გუნდში სურს ყოფნა, სადაც ყოველ კვირაში ათამაშებენ", - განაცხადა სქოულმზა.