"მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროპა ლიგაზე "სენტ-ეტიენი" 3-0 დაამარცხა, რის შემდეგაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა. განცხადება შედეგზე
"ნამდვილად კარგი შედეგია, განსაკუთრებით პირველი ტაიმის შემდეგ, როცა კარგად ვერ ვთამაშობდით - ამისგან ძალიან შორს. მართლაც კარგი შედეგია, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა, ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე."
შესვენებაზე ნათქვამი სიტყვები
"ჩემი პირველი შეტყობინება ის იყო, რომ შეუძლებელია ფეხბურთის თამაში უმაღლეს დონეზე, თუკი კონცენტრაციას არ იჩენ, ინტენსიურად არ მოქმედებ. ეს იყო პირველი შეტყობინება. ამის შემდეგ გარკვეულ ტაქტიკურ დეტალებზე გავამახვილე ყურადღება, გუნდი ოდნავ შევცვალე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მიდგომა იყო, რადგან თამაში თავდამსხმელზე პასის მიწოდებით დავიწყეთ, რომელიც რომეროს ერთი-ერთზე დაუპირისპირდა."
ქება-დიდება ჰეთ-ტრიკის ავტორს
"თავის კარიერაში ბევრი ჰეთ-ტრიკი შეუსრულებია, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედში" ეს მისი პირველი შედეგია. ვიცით, რომ ინგლისში უფრო რთულია ამის გაკეთება, ვიცით, რომ მისთვის ფანტასტიკური მიღწევაა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია შედეგი და ისიც, რომ "მშრალი" მატჩი ჩავატარეთ, სამბურთიანი უპირატესობაც ძალიან მნიშვნელოვანია."
ჯერ არაფერი გადაწყვეტილა
"ფეხბურთში გიჟური გამოცდილება მაქვს. ერთხელ "ტოტენჰემთან" 3-0 ვაგებდი შესვენებაზე და ბოლოს 3-3 ვითამაშეთ. "რეალ მადრიდთან" ერთად "გალათასარაის" 3-0 მოვუგე, სტამბოლში გამართულ მატჩში კი 3-1 ვაგებდი. იმდენი გიჟური რამ გამომივლია, რომ ყველაფრის მჯერა. იქ რომ ჩავალთ, თავი კარგად უნდა დავიცვათ, გოლი არ უნდა გავუშვათ და ჩვენ უნდა გავუტანოთ, რათა რთულ ვითარებაში ჩავაყენოთ."