თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2017, 11:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2549,
კომენტარები: 12
მოურინიოს ვერდიქტი "სენტ-ეტიენთან" გამარჯვებაზე
"იუნაიტედის" მწვრთნელის კომენტარი ევროპა ლიგის მატჩში გამარჯვებაზე.
მოურინიოს ვერდიქტი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროპა ლიგაზე "სენტ-ეტიენი" 3-0 დაამარცხა, რის შემდეგაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა.

განცხადება შედეგზე


"ნამდვილად კარგი შედეგია, განსაკუთრებით პირველი ტაიმის შემდეგ, როცა კარგად ვერ ვთამაშობდით - ამისგან ძალიან შორს. მართლაც კარგი შედეგია, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა, ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე."

შესვენებაზე ნათქვამი სიტყვები

"ჩემი პირველი შეტყობინება ის იყო, რომ შეუძლებელია ფეხბურთის თამაში უმაღლეს დონეზე, თუკი კონცენტრაციას არ იჩენ, ინტენსიურად არ მოქმედებ. ეს იყო პირველი შეტყობინება. ამის შემდეგ გარკვეულ ტაქტიკურ დეტალებზე გავამახვილე ყურადღება, გუნდი ოდნავ შევცვალე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მიდგომა იყო, რადგან თამაში თავდამსხმელზე პასის მიწოდებით დავიწყეთ, რომელიც რომეროს ერთი-ერთზე დაუპირისპირდა."

ქება-დიდება ჰეთ-ტრიკის ავტორს

"თავის კარიერაში ბევრი ჰეთ-ტრიკი შეუსრულებია, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედში" ეს მისი პირველი შედეგია. ვიცით, რომ ინგლისში უფრო რთულია ამის გაკეთება, ვიცით, რომ მისთვის ფანტასტიკური მიღწევაა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია შედეგი და ისიც, რომ "მშრალი" მატჩი ჩავატარეთ, სამბურთიანი უპირატესობაც ძალიან მნიშვნელოვანია."

ჯერ არაფერი გადაწყვეტილა

"ფეხბურთში გიჟური გამოცდილება მაქვს. ერთხელ "ტოტენჰემთან" 3-0 ვაგებდი შესვენებაზე და ბოლოს 3-3 ვითამაშეთ. "რეალ მადრიდთან" ერთად "გალათასარაის" 3-0 მოვუგე, სტამბოლში გამართულ მატჩში კი 3-1 ვაგებდი. იმდენი გიჟური რამ გამომივლია, რომ ყველაფრის მჯერა. იქ რომ ჩავალთ, თავი კარგად უნდა დავიცვათ, გოლი არ უნდა გავუშვათ და ჩვენ უნდა გავუტანოთ, რათა რთულ ვითარებაში ჩავაყენოთ."



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: krekera
18 თებერვალი 2017 10:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
კარგი თამაში იყო, პოგბა ძალიან კლასნია, ასეტი პასების გამკეთებელი გვჭირდებოდაა ზუსტად, და ერერა ერთ ერთ საუკეთესო ჩამშლელია ჩემი აზრით ბრავოო...
0
№12
ავტორი: JuanMata
18 თებერვალი 2017 13:58
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: stepno
ციტატა: tyeshela1
ჯერ მაინც გვაკლია უმაღლეს დონემდე სათამაშოდ, რაღაც რაღაც ეპიზოდებში ელემენტარულ შეცდომებს უშვებენ და თამაშის მოკვლა უჭირთ, და ხშირად საკამათო ორთაბრძოლების მოგება და ბურთის შენარჩუნებასთანც აქვთ პრობლემა. მოკლედ, ჯერ კიდე ბევრი უნდა იშრომონ, რომ როგორც გუნდი შედგეს.

ყველა თამაშს იდეალურად ვერ ჩაატარებენ ეს გამორიცხულიაა თან ამდენი თამაშები გვაქ, თავიც არ მოუკლიათ რაა :)))


მეც ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეკიდათ ეს თამაში, მაინც პრემიერლიგაზე არიან ეტყობა კონცენტრირებულები, პოგბა და მარსიალი იყო მარტო მონდომებული და ორივემ კარგი მატჩი ჩაატარა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top