ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" პრობლემა შეექმნება, თუკი ყველა ტურნირზე ასპარეზობას განაგრძობს.
"წითლები" ევროპა ლიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე "სენტ-ეტიენს" "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლებს, რასაც "ბლექბერთან" მატჩი მოჰყვება. "მანჩესტერ სიტისთან" მათი მატჩი კი ლიგის თასის ფინალური მატჩის გამო გადაიდო.
თუკი "იუნაიტედი" "ბლექბერნს" დაამარცხებს ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე, 12 მარტს პრემიერ ლიგის ეგიდით "საუთჰემპტონთან" მატჩიც გადაიდება.
მოურინიო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ "იუნაიტედს" სეზონის ბოლოს პრობლემები შეექმნება, რამეთუ გუნდი ყველა ტურნირზე წარმატების მიღწევას გეგმავს.
"მანჩესტერ იუნაიტედში" ტურნირს ვერ აირჩევ, ჩვენი სიტუაცია ძალიან რთულია. ევროპა ლიგა არის ტურნირი, რომელზეც ხუთშაბათობით თამაშობ და ეს პრობლემას ქმნის.
ინგლისის თასსა და ლიგის თასზე თამაშის გამო გადადებული მატჩებიც თავისებურად ართულებს სიტუაციას.
ყველა ტურნირზე თუ გავაგრძელებთ წარმატების მიღწევას, მაისში პრობლემები შეგვექმნება. ტურნირს ვერ გამოვარჩევთ, რადგან ყველგან მოსაგებად გავდივართ.
გუნდისთვის გამოცდილების მისაცემად კარგი საშუალებაა - საერთაშორისო მატჩები ყოველთვის პლუსია.
ევროპა ლიგა არ არის ტურნირი, სადაც თამაში არ გვინდა, მაგრამ ეს არის ტურნირი, სადაც ვთამაშობთ და ამას პატივს ვცემთ. კარგ ფაზაში ვართ, ბევრს ვშრომობთ და ვპროგრესირებთ.
რთული პერიოდი გვქონდა, როცა გასვლაზე ორი მატჩი წავაგეთ, მაგრამ მერე ჩვენი საუკეთესო გუნდი გავიყვანეთ წარმატების მისაღწევად და შევძელით კიდეც.
პლუსი ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად დამატებითი საშუალებაა. ჯერ კიდევ ღიაა კარი, მაგრამ ვიცით, რომ ჯერ მხოლოდ 1/16 ფინალში ვართ და არა მეოთხედფინალში ან ნახევარფინალში, ასე რომ, წინ გრძელი გზაა.
პრემიერ ლიგის კარიც ღიაა, მაგრამ არც იქ გვაქვს მოკლე გზა."