თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2017, 13:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3020,
კომენტარები: 17
მოურინიო: "ასე თუ გავაგრძელეთ, პრობლემები შეგვექმნება"
პორტუგალიელი ყველა ტურნირზე ასპარეზობით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებს აცნობიერებს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" პრობლემა შეექმნება, თუკი ყველა ტურნირზე ასპარეზობას განაგრძობს.

"წითლები" ევროპა ლიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე "სენტ-ეტიენს" "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლებს, რასაც "ბლექბერთან" მატჩი მოჰყვება. "მანჩესტერ სიტისთან" მათი მატჩი კი ლიგის თასის ფინალური მატჩის გამო გადაიდო.

თუკი "იუნაიტედი" "ბლექბერნს" დაამარცხებს ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე, 12 მარტს პრემიერ ლიგის ეგიდით "საუთჰემპტონთან" მატჩიც გადაიდება.

მოურინიო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ "იუნაიტედს" სეზონის ბოლოს პრობლემები შეექმნება, რამეთუ გუნდი ყველა ტურნირზე წარმატების მიღწევას გეგმავს.

"მანჩესტერ იუნაიტედში" ტურნირს ვერ აირჩევ, ჩვენი სიტუაცია ძალიან რთულია. ევროპა ლიგა არის ტურნირი, რომელზეც ხუთშაბათობით თამაშობ და ეს პრობლემას ქმნის.

ინგლისის თასსა და ლიგის თასზე თამაშის გამო გადადებული მატჩებიც თავისებურად ართულებს სიტუაციას.

ყველა ტურნირზე თუ გავაგრძელებთ წარმატების მიღწევას, მაისში პრობლემები შეგვექმნება. ტურნირს ვერ გამოვარჩევთ, რადგან ყველგან მოსაგებად გავდივართ.

გუნდისთვის გამოცდილების მისაცემად კარგი საშუალებაა - საერთაშორისო მატჩები ყოველთვის პლუსია.

ევროპა ლიგა არ არის ტურნირი, სადაც თამაში არ გვინდა, მაგრამ ეს არის ტურნირი, სადაც ვთამაშობთ და ამას პატივს ვცემთ. კარგ ფაზაში ვართ, ბევრს ვშრომობთ და ვპროგრესირებთ.

რთული პერიოდი გვქონდა, როცა გასვლაზე ორი მატჩი წავაგეთ, მაგრამ მერე ჩვენი საუკეთესო გუნდი გავიყვანეთ წარმატების მისაღწევად და შევძელით კიდეც.

პლუსი ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად დამატებითი საშუალებაა. ჯერ კიდევ ღიაა კარი, მაგრამ ვიცით, რომ ჯერ მხოლოდ 1/16 ფინალში ვართ და არა მეოთხედფინალში ან ნახევარფინალში, ასე რომ, წინ გრძელი გზაა.

პრემიერ ლიგის კარიც ღიაა, მაგრამ არც იქ გვაქვს მოკლე გზა."


წყარო: mirror.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Manstark_United
16 თებერვალი 2017 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ჩემი აზრით,არ არის აუცილებელი ყველა ტურნირისთვის ბრძოლა,როცა არ გვაქვს განაღდებული ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება.ორივე ინგლისური თასი ჯიბის თასია,რომელიც მხოლოდ ტიტულია და ჩემპიონთა ლიგის საგზურს არ იძლევა.თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დავბრუნდით გრიზმანს ვერ დავითრევთ და ვიღაც სხვა იყიდის !!! ეს კატასტროფა იქნებოდა ჩემი აზრით!!! ამიტომ პირველი მიზანი არის ოთხეულში მოხვედრა და ევროპა ლიგის მოგება. ამასთან,კარგი შანსი გვაქვს რომ ლიგის თასიც მოვიგოთ.ასოციაციის თასი ჯანდაბაშიც წასულა wink თუ დათმობს ჟოზე,არაფერს ნიშნავს.მართლა რთულია ერთდროულად ოთხ ფრონტზე ბრძოლა და იმიტომ !!!
0
№12
ავტორი: vanovano
16 თებერვალი 2017 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
დაკარგა გუნდმა უამრავი დრო ფუჭად და ეხლა უნდა ავანაზღაუროთ
0
№13
16 თებერვალი 2017 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
რომელ ტურნირზეც გვაქ შანსი ყველგან უნდა ვითამაშოთ. am love am am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№14
ავტორი: SANDROGRIGA
16 თებერვალი 2017 16:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მთავარია მაქსიმალურად ეცადონ
0
№15
ავტორი: red devil
16 თებერვალი 2017 18:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ევროპა ლიგა თუ ვერ მოვიგეთ და აღარც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის პრეტენზია არ უნდა გამოვთქვათ, ბლექბერთან ახალგაზრდებითაც მოვიგებთ თან შანსი მიეცემათ
0
№16
ავტორი: stepno
16 თებერვალი 2017 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სავარაუდოდ ერთი ინგილის თასი ევროპა ლიგა და მე 2 ადგილი ეს იქნება ჩვენი მონაპოვარი :)))))))
0
№17
ავტორი: ani barca
16 თებერვალი 2017 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ისე მართალი მოუ გადაიტვირთებიან ფეხბურთელები ესენიც ადამიანები არიან
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top