თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2017, 15:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2719,
კომენტარები: 12
პრემიერ ლიგას ჩემპიონთა ლიგის ერთი საგზურის დაკარგვა აღარ ემუქრება
ინგლისს კვლავ ოთხი გუნდი წარადგენს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე.
პრემიერ ლიგას ჩემპიონთა ლიგის ერთი საგზურის დაკარგვა აღარ ემუქრება
ჩემპიონთა ლიგის ერთი საგზურის დაკარგვის საფრთხე პრემიერ ლიგისთვის აღარ არსებობს.

ამჟამინდელი მოდელი, რომელიც 2017/18 წლების სეზონის ბოლომდე შენარჩუნდება, ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი გუნდის წარდგენის უფლებას აძლევს საუკეთესო სამეულში შემავალ ჩემპიონატებს. ასეთ ჩემპიონატებს კი ახლა ესპანეთი, გერმანია და ინგლისი წარმოადგენენ.

ევროტურნირებზე ინგლისური კლუბების წარუმატებელმა ასპარეზობამ ბოლო წლებში მოსაზრება გააჩინა, რომ მალე იტალია UEFA-ს ეროვნული ასოციაციის რეიტინგში პრემიერ ლიგას გადაასწრებს, რითაც ინგლისელები ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ სამი გუნდის წარდგენის უფლებას მოიპოვებდნენ.

ეს რისკი ჯერ კიდევ გასულ სეზონში არსებობდა, მაგრამ ვერცერთმა იტალიურმა კლუბმა ვერ გააღწია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, რისი მეშვეობითაც ინგლისმა იტალიაზე უპირატესობა შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უპირატესობა მხოლოდ 1952 ქულას წარმოადგენდა. ამჟამად კი სხვაობა მხოლოდ გაიზარდა.

თუმცა UEFA-მ მცირე ხნის წინ კოეფიციენტების დათვლის სისტემის ცვლილების შესახებ გამოაცხადა. 2018/19 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი გუნდის წარდგენის უფლება ექნება არა სამ ასოციაციას, არამედ ოთხს.

გარდა ამისა, ეს 16 გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს ყოველგვარი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე.

პრემიერ ლიგას ჩემპიონთა ლიგის ერთი საგზურის დაკარგვა აღარ ემუქრება

ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
15 თებერვალი 2017 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Dzalian kargi
0
№2
ავტორი: dunkan
15 თებერვალი 2017 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
2018wlidan chempionta ligac agar iqneba dgevandeli saxit
0
№3
ავტორი: Phil Jones manchester
15 თებერვალი 2017 15:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
იტალიის გუნდები სახიფათოები არიან იუვენტუსი, რომა, ფიორენტინა, ნაპოლი, მილანი, ინტერი, ლაციო, ფიორენტინა, შეიძლება გაგვასწრონ. sad crying
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
15 თებერვალი 2017 16:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ესპანეთს მონოპოლია აქვს რამდენი ხანია
0
№5
ავტორი: tupaca
15 თებერვალი 2017 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ციტატა: Phil Jones manchester
იტალიის გუნდები სახიფათოები არიან იუვენტუსი, რომა, ფიორენტინა, ნაპოლი, მილანი, ინტერი, ლაციო, ფიორენტინა, შეიძლება გაგვასწრონ. sad crying

იტალიელები ინგლისელებისთვის ვერასდროს იქნებიან სახიფათოები ;)
0
№6
ავტორი: shotkin
15 თებერვალი 2017 20:46
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: tupaca
ციტატა: Phil Jones manchester
იტალიის გუნდები სახიფათოები არიან იუვენტუსი, რომა, ფიორენტინა, ნაპოლი, მილანი, ინტერი, ლაციო, ფიორენტინა, შეიძლება გაგვასწრონ. sad crying

იტალიელები ინგლისელებისთვის ვერასდროს იქნებიან სახიფათოები ;)

ვინც ჩამოთვალე მაგედან დღეს ჰა ჰა იუვენტუსი და ნაპოლი დალშე მომავალი წლიდან აქეთ მანიუ რომოიხოდება ჩელსი მოხოდილია ერთ ადგილას არავის გაერჭოს ინტერი რომა ფიორენტინა და ნაპოლი ან იუვე
0
№7
ავტორი: Phil Jones manchester
15 თებერვალი 2017 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
ციტატა: tupaca
ციტატა: Phil Jones manchester
იტალიის გუნდები სახიფათოები არიან იუვენტუსი, რომა, ფიორენტინა, ნაპოლი, მილანი, ინტერი, ლაციო, ფიორენტინა, შეიძლება გაგვასწრონ. sad crying

იტალიელები ინგლისელებისთვის ვერასდროს იქნებიან სახიფათოები ;)

რატო სიტის რომამ და იუვენტუსმა რა უქნა

ციტატა: shotkin
ციტატა: tupaca
ციტატა: Phil Jones manchester
იტალიის გუნდები სახიფათოები არიან იუვენტუსი, რომა, ფიორენტინა, ნაპოლი, მილანი, ინტერი, ლაციო, ფიორენტინა, შეიძლება გაგვასწრონ. sad crying

იტალიელები ინგლისელებისთვის ვერასდროს იქნებიან სახიფათოები ;)

ვინც ჩამოთვალე მაგედან დღეს ჰა ჰა იუვენტუსი და ნაპოლი დალშე მომავალი წლიდან აქეთ მანიუ რომოიხოდება ჩელსი მოხოდილია ერთ ადგილას არავის გაერჭოს ინტერი რომა ფიორენტინა და ნაპოლი ან იუვე

წელს რომაც კარგ ფორმაშია მილანი და ინტერი ჩინელებმა შეიძინეს და ეგენიც ბოლო ერთი თვეა მოიხოდნენ და ლაციომ წელს იმენა მაგარი გუნდი შექმნა ყველა პოზიციაზე მაგარი იგროკები ყავს თან მასე აღარც ინგლისის გუნდები არიან ფორმაში თუნდაც მანჩესტერი ან ლივერპული სიტი კიდე გვარდიოლას ხელში სულ გამოცენზურავდა
0
№8
ავტორი: JuanMata
15 თებერვალი 2017 23:36
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ევროპის ლიგას მოვიგებთ და ქულები მოემატება ინგლისს.

თან სამი გუნდი კიდევ ჰყავს ლიგაზე. ეგება წაიწიონ ცოტა წინ, დღეს არსენალი დასცემს ბეჭებზე ბავარიას wink
0
№9
ავტორი: Phil Jones manchester
16 თებერვალი 2017 00:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
ციტატა: JuanMata
ევროპის ლიგას მოვიგებთ და ქულები მოემატება ინგლისს.

თან სამი გუნდი კიდევ ჰყავს ლიგაზე. ეგება წაიწიონ ცოტა წინ, დღეს არსენალი დასცემს ბეჭებზე ბავარიას wink

ბაიერნს არსენალი ვერაფერს უზავს
0
№10
ავტორი: stepno
16 თებერვალი 2017 04:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Arsenalis raunda ligaze
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top