თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2017, 15:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2721,
კომენტარები: 12
პრემიერ ლიგას ჩემპიონთა ლიგის ერთი საგზურის დაკარგვა აღარ ემუქრება
ინგლისს კვლავ ოთხი გუნდი წარადგენს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე.
პრემიერ ლიგას ჩემპიონთა ლიგის ერთი საგზურის დაკარგვა აღარ ემუქრება
ჩემპიონთა ლიგის ერთი საგზურის დაკარგვის საფრთხე პრემიერ ლიგისთვის აღარ არსებობს.

ამჟამინდელი მოდელი, რომელიც 2017/18 წლების სეზონის ბოლომდე შენარჩუნდება, ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი გუნდის წარდგენის უფლებას აძლევს საუკეთესო სამეულში შემავალ ჩემპიონატებს. ასეთ ჩემპიონატებს კი ახლა ესპანეთი, გერმანია და ინგლისი წარმოადგენენ.

ევროტურნირებზე ინგლისური კლუბების წარუმატებელმა ასპარეზობამ ბოლო წლებში მოსაზრება გააჩინა, რომ მალე იტალია UEFA-ს ეროვნული ასოციაციის რეიტინგში პრემიერ ლიგას გადაასწრებს, რითაც ინგლისელები ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ სამი გუნდის წარდგენის უფლებას მოიპოვებდნენ.

ეს რისკი ჯერ კიდევ გასულ სეზონში არსებობდა, მაგრამ ვერცერთმა იტალიურმა კლუბმა ვერ გააღწია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, რისი მეშვეობითაც ინგლისმა იტალიაზე უპირატესობა შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უპირატესობა მხოლოდ 1952 ქულას წარმოადგენდა. ამჟამად კი სხვაობა მხოლოდ გაიზარდა.

თუმცა UEFA-მ მცირე ხნის წინ კოეფიციენტების დათვლის სისტემის ცვლილების შესახებ გამოაცხადა. 2018/19 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი გუნდის წარდგენის უფლება ექნება არა სამ ასოციაციას, არამედ ოთხს.

გარდა ამისა, ეს 16 გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს ყოველგვარი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე.

პრემიერ ლიგას ჩემპიონთა ლიგის ერთი საგზურის დაკარგვა აღარ ემუქრება

ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Phil Jones manchester
16 თებერვალი 2017 09:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
ციტატა: stepno
Arsenalis raunda ligaze

მეც ეგ კითხვა მაქ არ ჯობია ჩვენ დაგვითმონ ტავისი ადგილი მაგათზე მაგრად მაინც ვითამაშებთ
0
№12
ავტორი: stepno
16 თებერვალი 2017 09:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: Phil Jones manchester
ციტატა: stepno
Arsenalis raunda ligaze

მეც ეგ კითხვა მაქ არ ჯობია ჩვენ დაგვითმონ ტავისი ადგილი მაგათზე მაგრად მაინც ვითამაშებთ

დათმობა არ გვინდა მინიმუმ 8 ან 10 ქულით გაუსწრებთ არსენალს სეზონის ბოლოს მაგაზე ვარჩაკი გუნდი არ არსებობს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top