თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2402,
კომენტარები: 14
ნევილი: "მარსიალს ყველაფრის მიღწევა შეუძლია, რასაც ისურვებს"
გარი ნევილს მიაჩნია, რომ ფრანგ შემტევს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობისთვის საკმარისი პოტენციალი აქვს.
ნევილი:
გარი ნევილის აზრით, ენტონი მარსიალი დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბდება, თუკი თავის პოტენციალს სრულად გამოავლენს და მცველების მოტყუებაზე უფრო ხშირად ითამაშებს.

მარსიალი "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობას "უოტფორდთან" მატჩში დაუბრუნდა და თავის აქტივში საგოლე გადაცემასთან ერთად გოლიც ჩაიწერა.

21 წლის ფეხბურთელი "ჰალ სიტისა" და "სტოკ სიტისთან" მატჩების განაცხადში ვერ ხვდებოდა, მაგრამ შაბათს ჩატარებული თამაშისთვის ჟოზე მოურინიოსგან ქება დაიმსახურა.

ნევილი, რომელიც "უოტფორდთან" მატჩს დაესწრო, მიიჩნევს, რომ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელს გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია მარცხენა ფლანგზე ასპარეზობისას.

"შაბათს ძალიან ბევრი რამ გააკეთა კარგად. მის თამაშში ერთმა ნაწილმა განსაკუთრებულად მომხიბლა. საოცრად შეუძლია გამწვავება და მხოლოდ ფიქრობ "მიდი, მასზე ითამაშე". და ისიც მიდის თავისი მუშა ფეხის საპირისპირო ფლანგზე და საჯარიმოში იჭრება, რაც სამჯერ თუ ოთხჯერ მაინც შევამჩნიე.

ძალიან კარგად მოქმედებს, როცა საჯარიმოში იჭრება, გოლის გატანაც შეუძლია და პასის გაკეთებაც, მაგრამ ერთი რამ მაინც აქვს გასაუმჯობესებელი, რის შემთხვევაშიც სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობას შეიძენს და გაცილებით უკეთესი გახდება.

ტიერი ანრის რომ ვიხსენებ, მაგონდება, რომ გვერდითა ხაზზე თამაშიც კარგად გამოსდიოდა და ვფიქრობ, მარსიალმა ეს შესანიშნავად შეძლო მატას გოლის ეპიზოდში.

სიმძლავრე და სიძლიერე ნამდვილად აქვს, მაგრამ ჩემთვის ეს დეტალიც გაუმჯობესებას საჭიროებს, რაც მარჯვენა მცველებს კოშმარულ მატჩებს მოუწყობს, როცა საჯარიმოში პასს გააკეთებს და საჯარიმოს გარედან მათზე ითამაშებს.

მაგრამ საერთო ჯამში ძალიან კარგი იყო. სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის კარგი დასაწყისია. "იუნაიტედს" წინ ბევრი მატჩი აქვს, სათამაშო დროს მიიღებს და გულშემატკივრებსაც უყვართ, მწვრთნელი შანსს აძლევს, ამას უნდა ჩაებღაუჭოს. მსოფლიოში საუკეთესო კლუბშია სათამაშო პრაქტიკის მისაღებად და ვარსკვლავად ჩამოსაყალიბებლად, მხოლოდ ამის გაცნობიერებაა საჭირო.

უდიდესი, უდიდესი პოტენციალი აქვს. ყველაფერს შეიძლება მიაღწიოს, რაც სურს",
- განაცხადა მოურინიო.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: dunkan
15 თებერვალი 2017 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
9nomersac male daibruneb dzma da arc unda miecat zlatanistvis.zogs ro kitxo avtoritetebi ar arsebobs mmauriniostviso
0
№2
ავტორი: Phil Jones manchester
15 თებერვალი 2017 13:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
მარსი მაგარი ნიჭიერია
0
№3
ავტორი: dachi_mu
15 თებერვალი 2017 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
yvelaferi tavis xelshiq
0
№4
ავტორი: gaga1987
15 თებერვალი 2017 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მარსო fellow უნდა მოიხოდო უკეთესად
0
№5
ავტორი: MU RED
15 თებერვალი 2017 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
მარსო კარგია ვერატი გრიზმანი როუზი და კიდე ერთი ბააივით მხეცი მცველი სტაბილური და ლუკაკუ ან დოლბერგი აი ეს ხალხი გვინდა და მერეე არვიცი ვინ გაგვაჩერებს
0
№6
ავტორი: Phil Jones manchester
15 თებერვალი 2017 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
ციტატა: MU RED
მარსო კარგია ვერატი გრიზმანი როუზი და კიდე ერთი ბააივით მხეცი მცველი სტაბილური და ლუკაკუ ან დოლბერგი აი ეს ხალხი გვინდა და მერეე არვიცი ვინ გაგვაჩერებს

აუ ვერატო\ი მართლა რას ყომარობს პესეჟეში
0
№7
ავტორი: kaxeti
15 თებერვალი 2017 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
მაგარია მაგრამ ჩვენ მეტს ვითხოვთ მისგან გუშინდელ თამაშზე კი უნდა ვთქვა პარი სენ ჟერმენი და საჩხერეს ჩიხურა 4 0
0
№8
ავტორი: ikeoni
15 თებერვალი 2017 14:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Martla saswauliii potenciali aqvs da imedia bolomde gaamartlebs ❤️
0
№9
ავტორი: gela-manutd
15 თებერვალი 2017 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მიდი მარსი კიდე უფრო უნდა მოუმატო
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
15 თებერვალი 2017 15:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
უფრო მეტი ცივსისხლიანობა უნდა დამაგვირგვინებელ ფაზაში და იმედია ამ კომპონენტს გამოასწორებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top