თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2408,
კომენტარები: 14
ნევილი: "მარსიალს ყველაფრის მიღწევა შეუძლია, რასაც ისურვებს"
გარი ნევილს მიაჩნია, რომ ფრანგ შემტევს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობისთვის საკმარისი პოტენციალი აქვს.
ნევილი:
გარი ნევილის აზრით, ენტონი მარსიალი დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბდება, თუკი თავის პოტენციალს სრულად გამოავლენს და მცველების მოტყუებაზე უფრო ხშირად ითამაშებს.

მარსიალი "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობას "უოტფორდთან" მატჩში დაუბრუნდა და თავის აქტივში საგოლე გადაცემასთან ერთად გოლიც ჩაიწერა.

21 წლის ფეხბურთელი "ჰალ სიტისა" და "სტოკ სიტისთან" მატჩების განაცხადში ვერ ხვდებოდა, მაგრამ შაბათს ჩატარებული თამაშისთვის ჟოზე მოურინიოსგან ქება დაიმსახურა.

ნევილი, რომელიც "უოტფორდთან" მატჩს დაესწრო, მიიჩნევს, რომ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელს გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია მარცხენა ფლანგზე ასპარეზობისას.

"შაბათს ძალიან ბევრი რამ გააკეთა კარგად. მის თამაშში ერთმა ნაწილმა განსაკუთრებულად მომხიბლა. საოცრად შეუძლია გამწვავება და მხოლოდ ფიქრობ "მიდი, მასზე ითამაშე". და ისიც მიდის თავისი მუშა ფეხის საპირისპირო ფლანგზე და საჯარიმოში იჭრება, რაც სამჯერ თუ ოთხჯერ მაინც შევამჩნიე.

ძალიან კარგად მოქმედებს, როცა საჯარიმოში იჭრება, გოლის გატანაც შეუძლია და პასის გაკეთებაც, მაგრამ ერთი რამ მაინც აქვს გასაუმჯობესებელი, რის შემთხვევაშიც სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობას შეიძენს და გაცილებით უკეთესი გახდება.

ტიერი ანრის რომ ვიხსენებ, მაგონდება, რომ გვერდითა ხაზზე თამაშიც კარგად გამოსდიოდა და ვფიქრობ, მარსიალმა ეს შესანიშნავად შეძლო მატას გოლის ეპიზოდში.

სიმძლავრე და სიძლიერე ნამდვილად აქვს, მაგრამ ჩემთვის ეს დეტალიც გაუმჯობესებას საჭიროებს, რაც მარჯვენა მცველებს კოშმარულ მატჩებს მოუწყობს, როცა საჯარიმოში პასს გააკეთებს და საჯარიმოს გარედან მათზე ითამაშებს.

მაგრამ საერთო ჯამში ძალიან კარგი იყო. სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის კარგი დასაწყისია. "იუნაიტედს" წინ ბევრი მატჩი აქვს, სათამაშო დროს მიიღებს და გულშემატკივრებსაც უყვართ, მწვრთნელი შანსს აძლევს, ამას უნდა ჩაებღაუჭოს. მსოფლიოში საუკეთესო კლუბშია სათამაშო პრაქტიკის მისაღებად და ვარსკვლავად ჩამოსაყალიბებლად, მხოლოდ ამის გაცნობიერებაა საჭირო.

უდიდესი, უდიდესი პოტენციალი აქვს. ყველაფერს შეიძლება მიაღწიოს, რაც სურს",
- განაცხადა მოურინიო.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: levionok
15 თებერვალი 2017 19:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: dunkan
9nomersac male daibruneb dzma da arc unda miecat zlatanistvis.zogs ro kitxo avtoritetebi ar arsebobs mmauriniostviso

მე გეუბნები რომ არ არსებობს და ეგ ზოგი მეც ვარ! ზლატანს არ მისცემდნენ 9 ნომერს და შეიძლებოდა არც გადმოსულიყო ეს იყო მოლაპარაკების ერთერთი ფაზა,მარსიალის გულითვის არც ზლატანს დაკარგავდა მანჩეტერი და არც ძალიან ბევრ მილიონს რომელიც ზლატანის წყალობით გამოიმუშავა თორემ რ მისულა მაუსთან და არ უთქვია გახადე იმას მომეცი მე და მაუმ აჰა ოღონდ ენ კარგათ იყავიო...
0
№12
ავტორი: dunkan
15 თებერვალი 2017 20:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
ციტატა: levionok
ციტატა: dunkan
9nomersac male daibruneb dzma da arc unda miecat zlatanistvis.zogs ro kitxo avtoritetebi ar arsebobs mmauriniostviso

მე გეუბნები რომ არ არსებობს და ეგ ზოგი მეც ვარ! ზლატანს არ მისცემდნენ 9 ნომერს და შეიძლებოდა არც გადმოსულიყო ეს იყო მოლაპარაკების ერთერთი ფაზა,მარსიალის გულითვის არც ზლატანს დაკარგავდა მანჩეტერი და არც ძალიან ბევრ მილიონს რომელიც ზლატანის წყალობით გამოიმუშავა თორემ რ მისულა მაუსთან და არ უთქვია გახადე იმას მომეცი მე და მაუმ აჰა ოღონდ ენ კარგათ იყავიო...

Ki meubnebi ro ar arsebobs mara magalitebi mitxari mashin ogond ar mitxra exla bastianis magaliti
0
№13
ავტორი: stepno
16 თებერვალი 2017 03:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Miagwevs kidec umaglea mwvervals
0
№14
ავტორი: levionok
19 თებერვალი 2017 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: dunkan
ციტატა: levionok
ციტატა: dunkan
9nomersac male daibruneb dzma da arc unda miecat zlatanistvis.zogs ro kitxo avtoritetebi ar arsebobs mmauriniostviso

მე გეუბნები რომ არ არსებობს და ეგ ზოგი მეც ვარ! ზლატანს არ მისცემდნენ 9 ნომერს და შეიძლებოდა არც გადმოსულიყო ეს იყო მოლაპარაკების ერთერთი ფაზა,მარსიალის გულითვის არც ზლატანს დაკარგავდა მანჩეტერი და არც ძალიან ბევრ მილიონს რომელიც ზლატანის წყალობით გამოიმუშავა თორემ რ მისულა მაუსთან და არ უთქვია გახადე იმას მომეცი მე და მაუმ აჰა ოღონდ ენ კარგათ იყავიო...

Ki meubnebi ro ar arsebobs mara magalitebi mitxari mashin ogond ar mitxra exla bastianis magaliti

იკერ კასილასი,იგივე იბრაგიმოვიცი გაუშვა პსჟეში (წავიდა იბრა) და ლიგა მოიგო მილიტოებით და სნეიდერით პორტოთი მოიგო ლიგა არც ბასტია ავტორიტეტი და არც რუნი ტიპს ევასება იბრა ასევე ევასება რუნი მის ყიდვას ყოველ წელს ცდილობდა მაგრამ არაა ფორმაში რას დაობ რომ რომელიმეს ჯობია? თუ რისი თქმა გინდა ვერ გავიგე,იბრა დასვას და რუნი გამოუშვას? მარსიალის ნომერის მიცემა იბრაზე ჩვეულებრივი მარკეტინგი იყო და მეტი არაფერი იბრას მაიკებიტ 100 მილიონზე მეტი იშოვა გუნდმა ეს არის და ეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top