თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2017, 16:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2723,
კომენტარები: 11
იბრაჰიმოვიჩი მარსიალის შესახებ საუბრობს
შვედმა ახალგაზრდა თანაგუნდელი შეაქო.
იბრაჰიმოვიჩი მარსიალის შესახებ საუბრობს
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ენტონი მარსიალის პროფესიონალიზმი შეაქო და მიიჩნია, რომ "უოტფორდთან" მატჩში საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვებას სწორედ შრომისმოყვარეობამ შეუწყო ხელი.

"წითლების" სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებულმა ფრანგმა გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

"იუნაიტედის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდეგ ახსნა, რომ მარსიალმა თამაშის უფლება თავისი ვარჯიშით დაიმსახურა, რასაც იბრაიმოვიჩი ეთანხმება.

"როცა თამაშობს, კარგად თამაშობს. ეს ბიჭი ძალიან ცოტას ლაპარაკობს, ჩუმი და პროფესიონალია. ყოველთვის თავისი მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობს, ბევრს ვარჯიშობს და ამას შედეგი მოაქვს, როგორც იმ მატჩში დავინახეთ.

ვფიქრობ, ეს თითოეულ ცალკეულ პირზეა დამოკიდებული, მათ ადამიანურობაზე, მიდგომასა და იმაზეც, თუ რამდენად გულახდილია. ბევრს ვარჯიშობს, ბევრ ენერგიას ხარჯავს და თამაშიც ამიტომ სურს, საკვირველი არაფერია.

როცა საუზმეს ვჭამთ და ჩემ გვერდით ზის ან ჩამივლის, ერთმანეთს ვესაუბრებით. ყველა ყველას ელაპარაკება. ეს სულაც არ ჰგავს გამხნევების მცდელობას; გუნდში კარგი ატმოსფეროა და ყველა ბიჭი კარგი ბიჭია, ძალიან პროფესიონალი.

"უოტფორდთან" მატჩში ბევრი შანსი შექმნა. მეორე ტაიმში ვიფიქრე, რომ დაიღალა, რადგან ბევრს დარბოდა და არც ყველა თამაშში უთამაშია, თუმცა კარგი მატჩი ჩაატარა. კარგი გოლი გაიტანა, რაც მისი თავდაჯერებულობისა და გუნდისთვის კარგია",
- განაცხადა შვედმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
13 თებერვალი 2017 17:25
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
მარსიალი უნდა განვითარდეს ჩვენთან და უნდა ჩამოყალიბდეს მთავარ დამრტყმელ ძალად ნუ ერთ ერთ მთავარ ძალად მაინც
0
№2
ავტორი: ikeoni
13 თებერვალი 2017 17:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Shroma da profesionalizmi ar ikargeba nichi kide marsos ro aqvs iseti unda❤️
0
№3
ავტორი: Phil Jones
13 თებერვალი 2017 17:30
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ივარჯიშეთ ბიძია ივარჯიშეთ თორემ ამოყოფთ თავს ლიონში...
1
№4
ავტორი: stepno
13 თებერვალი 2017 17:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: Phil Jones
ივარჯიშეთ ბიძია ივარჯიშეთ თორემ ამოყოფთ თავს ლიონში...

wink მემფის გამოყავი თავი გიცანით
0
№5
ავტორი: I love Mnu (nani17)
13 თებერვალი 2017 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 31
მარსიალი მინდა რო მანჩესტერის ლეფენდა გახდეს! ვგიჟდები ამ ფეხბურთელზე <3
0
№6
ავტორი: Phil Jones manchester
13 თებერვალი 2017 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
აუ ზლატანი ლაპარაკშიც რა კლასნია
2
№7
ავტორი: Temo-Mu
13 თებერვალი 2017 18:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
ციტატა: Phil Jones manchester
აუ ზლატანი ლაპარაკშიც რა კლასნია

აბა fellow
0
№8
ავტორი: Phil Jones manchester
13 თებერვალი 2017 18:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
ციტატა: Temo-Mu
ციტატა: Phil Jones manchester
აუ ზლატანი ლაპარაკშიც რა კლასნია

აბა fellow
ზლატანმა აქ დაასრულოს კარიერა
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
13 თებერვალი 2017 19:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ენტონიც შედის ნელ-ნელა ფორმააში
0
№10
13 თებერვალი 2017 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ციტატა: stepno
ციტატა: Phil Jones
ივარჯიშეთ ბიძია ივარჯიშეთ თორემ ამოყოფთ თავს ლიონში...

wink მემფის გამოყავი თავი გიცანით

ეს კარგი იყო. foreveralonehappy

მარსიალი მაგარი ბიჭია am სისწრაფე,ტექნიკა,დარტყმა ეს ყველაფერი საშვალებას აძლევს ჩამოყალიბდეს კარგ ფეხბურთელად. fellow (იგივე ეხებაა რაშფორდს) manutd
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top