თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2017, 16:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2728,
კომენტარები: 11
იბრაჰიმოვიჩი მარსიალის შესახებ საუბრობს
შვედმა ახალგაზრდა თანაგუნდელი შეაქო.
იბრაჰიმოვიჩი მარსიალის შესახებ საუბრობს
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ენტონი მარსიალის პროფესიონალიზმი შეაქო და მიიჩნია, რომ "უოტფორდთან" მატჩში საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვებას სწორედ შრომისმოყვარეობამ შეუწყო ხელი.

"წითლების" სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებულმა ფრანგმა გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

"იუნაიტედის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდეგ ახსნა, რომ მარსიალმა თამაშის უფლება თავისი ვარჯიშით დაიმსახურა, რასაც იბრაიმოვიჩი ეთანხმება.

"როცა თამაშობს, კარგად თამაშობს. ეს ბიჭი ძალიან ცოტას ლაპარაკობს, ჩუმი და პროფესიონალია. ყოველთვის თავისი მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობს, ბევრს ვარჯიშობს და ამას შედეგი მოაქვს, როგორც იმ მატჩში დავინახეთ.

ვფიქრობ, ეს თითოეულ ცალკეულ პირზეა დამოკიდებული, მათ ადამიანურობაზე, მიდგომასა და იმაზეც, თუ რამდენად გულახდილია. ბევრს ვარჯიშობს, ბევრ ენერგიას ხარჯავს და თამაშიც ამიტომ სურს, საკვირველი არაფერია.

როცა საუზმეს ვჭამთ და ჩემ გვერდით ზის ან ჩამივლის, ერთმანეთს ვესაუბრებით. ყველა ყველას ელაპარაკება. ეს სულაც არ ჰგავს გამხნევების მცდელობას; გუნდში კარგი ატმოსფეროა და ყველა ბიჭი კარგი ბიჭია, ძალიან პროფესიონალი.

"უოტფორდთან" მატჩში ბევრი შანსი შექმნა. მეორე ტაიმში ვიფიქრე, რომ დაიღალა, რადგან ბევრს დარბოდა და არც ყველა თამაშში უთამაშია, თუმცა კარგი მატჩი ჩაატარა. კარგი გოლი გაიტანა, რაც მისი თავდაჯერებულობისა და გუნდისთვის კარგია",
- განაცხადა შვედმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: kobinio
14 თებერვალი 2017 01:37
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ეს ბიჭი იტყვის თავის სიტყვას
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top