თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2017, 16:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2554,
კომენტარები: 16
ზლატანი: "იუნაიტედს" სამი ტიტულის მოგება შეუძლია"
შვედს მიაჩნია, რომ "წითელ ეშმაკებს" ტრებლის დადება შეუძლიათ.
ზლატანი:
ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" სამ სხვადასხვა ტურნირზე შეუძლია წარმატების მიღწევა.

"წითელ ეშმაკებს" 11 დღეში სამ თასზე ოთხი მატჩის ჩატარება მოუწევთ, რომელთაგან ორი ევროპა ლიგის ეგიდით, თითო კი ინგლისის თასისა და ლიგის თასის მასშტაბით ჩატარდება.

26 თებერვალს "იუნაიტედი" ლიგის თასის ფინალში "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდება, მანამდე კი "სენტ-ეტიენთან" გამართავს ორ მატჩს, ხოლო "ბლექბერთან" ერთ შეხვედრას.

იბრაჰიმოვიჩი აღიარებს, რომ პრემიერ ლიგის მოგების შანსი მცირეა, მაგრამ შესანიშნავად აცნობიერებს სხვა ტურნირებზე წარმატების მიღწევის მნიშვნელობას.

"უბრალოდ სვლა უნდა გავაგრძელოთ. გვინდა, რომ ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდეთ და "სენტ-ეტიენთან" კარგი საშინაო მატჩი გვაქვს. მიმდინარე სეზონში შესაძლო 5 ტიტულიდან ერთი [ქომუნითი შილდი] უკვე მოვიგეთ და დანარჩენ ოთხ ტურნირზეც ვართ.

ვფიქრობ, ჩვენ წინ მყოფი ოთხი გუნდიდან [იბრაჰიმოვიჩმა ინტერვიუ "უოტფორდთან" მატჩის შემდეგ მისცა, როცა "იუნაიტედი" მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა] მხოლოდ ერთი გახდება ჩემპიონი. დანარჩენებს ტიტულის მოგების შანსი არ აქვთ, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს ერთი თასი და მეორეს მოგებაც შეგვიძლია, გარდა ამისა, ევროპა ლიგაზეც ვთამაშობთ და ინგლისის თასზეც, ასე რომ, პრემიერ ლიგის ჩემპიონები თუ ვერ გავხდებით, მინიმუმ ორი ან სამი ტიტულის მოგება შეგვიძლია".


"წითლები" ოქტომბრის შემდეგ პირველად გადავიდნენ მეხუთე ადგილზე, სანამ "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" დაამარცხა და "იუნაიტედმა" კვლავ მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.

"ვიცით, სადაც ვართ და ისიც ვიცით, რომ აქ რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმყოფებით.

მეხუთე ადგილზე 20 წუთის განმავლობაში ვიყავით და ახლა ჩვენს პოზიციას დავუბრუნდით, მაგრამ ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ. გამარჯვებების მოპოვება უნდა გავაგრძელოთ ცხრილში მაღლა ასასვლელად და სხვებისგან ქულების დაკარგვის იმედად ვიყოთ."


"უოტფორდთან" გამარჯვების მიუხედავად შვედი იმედგაცრუებული დარჩა იმით, რომ თავისი ერთ-ერთი შანსი ვერ გამოიყენა.

"უფრო მეტის გატანა შეგვეძლო; ნეტავ გამეტანა. ერთი თუ ორი კარგი შანსი მქონდა და უნდა გამომეყენებინა.

ვფიქრობ, ასეთ მატჩებში ბევრ შესაძლებლობას ვერ იღებ და როცა მიიღებ, უნდა გამოიყენო. ამიტომაც ვიყავი იმედგაცრუებული საკუთარი თავით, მაგრამ ამავე დროს თავს კარგად ვგრძნობდი.

ბურთს ხშირად ვიღებდი, გუნდს კი სტაბილურობას ვაძლევდი და ვუქმნიდი. ერთადერთი რამ, რაც დამაკლდა, გოლია, მაგრამ მატასა და მხითარიანს ჩემ ირგვლივ თამაშის საშუალებას ვაძლევდი, რათა ბიჭებს უფრო მეტი თავდაჯერებულობა შეეძინათ."


"სენტ-ეტიენი" "ოლდ ტრაფორდს" ორშაბათს ეწვევა, ექვსი დღის შემდეგ კი "იუნაიტედი" გაემგზავრება საფრანგეთში.

"ორი მატჩი, ორი ფინალია. უმნიშვნელო იქნება, რა შედეგს მივაღწევთ ხუთშაბათს; ორივე მატჩში კარგი შედეგი დაგვჭირდება."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: Mixito
12 თებერვალი 2017 16:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Mereda mevgot
0
№2
ავტორი: gio-skipera2002
12 თებერვალი 2017 16:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
გამარჟობათ სასტავ ახალი ვარ ამ საიტზე ერთად აგვეღნიშნოს ყველა ტიტული
2
№3
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2017 16:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იბრამ რაც უკან ჩამოსვლები დაიწყო უკეთ თამაშობს გუნდი და უაზრო ჩაწოდებები არ მიდის საჯარიმოში
0
№4
ავტორი: ikeoni
12 თებერვალი 2017 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Dzalian gadatvirtuli grafiki gvaq tan ra tamashebii...bleqbertan meore shemadgenloba unda gamoiyvanos da mand mainc daasvenos dziritadi sastavii
0
№5
ავტორი: gaga1987
12 თებერვალი 2017 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ციტატა: SANDROGRIGA
იბრამ რაც უკან ჩამოსვლები დაიწყო უკეთ თამაშობს გუნდი და უაზრო ჩაწოდებები არ მიდის საჯარიმოში

100%
0
№6
ავტორი: beqno2
12 თებერვალი 2017 18:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
tu rame saswauli ar moifiqres fexburtelebma da jozemac ar daiwyo eqsperimentebis tareba im finals movigebt inglisis tass magram evropa ravi meechveba dzaan
0
№7
ავტორი: stepno
12 თებერვალი 2017 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: gio-skipera2002
გამარჟობათ სასტავ ახალი ვარ ამ საიტზე ერთად აგვეღნიშნოს ყველა ტიტული

გაიხარე იმედიააა ბევრ ტიტულს ავღნიშნავთ ერთად.
0
№8
ავტორი: Phil Jones
12 თებერვალი 2017 18:24
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ლიგის თასზე და ევროპის ლიგაზე ჩამოვიდოდი ფსონს.
0
№9
ავტორი: Phil Jones manchester
12 თებერვალი 2017 18:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
ევროპა ლიგა გაგვიჭირდება
0
№10
ავტორი: Silver
12 თებერვალი 2017 18:52
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
ევროპის ლიგა არანაირად არ გაგვიჭირდება, უბრალოდ ჟოზეს თუ არ მოუნდა არც მოიგებენ იმიტორო ყოველ ახალ ეტაპზე მეტი მატჩის ჩატარება მოუწევთ და რისკია მაინც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top