თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2017, 16:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2559,
კომენტარები: 16
ზლატანი: "იუნაიტედს" სამი ტიტულის მოგება შეუძლია"
შვედს მიაჩნია, რომ "წითელ ეშმაკებს" ტრებლის დადება შეუძლიათ.
ზლატანი:
ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" სამ სხვადასხვა ტურნირზე შეუძლია წარმატების მიღწევა.

"წითელ ეშმაკებს" 11 დღეში სამ თასზე ოთხი მატჩის ჩატარება მოუწევთ, რომელთაგან ორი ევროპა ლიგის ეგიდით, თითო კი ინგლისის თასისა და ლიგის თასის მასშტაბით ჩატარდება.

26 თებერვალს "იუნაიტედი" ლიგის თასის ფინალში "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდება, მანამდე კი "სენტ-ეტიენთან" გამართავს ორ მატჩს, ხოლო "ბლექბერთან" ერთ შეხვედრას.

იბრაჰიმოვიჩი აღიარებს, რომ პრემიერ ლიგის მოგების შანსი მცირეა, მაგრამ შესანიშნავად აცნობიერებს სხვა ტურნირებზე წარმატების მიღწევის მნიშვნელობას.

"უბრალოდ სვლა უნდა გავაგრძელოთ. გვინდა, რომ ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდეთ და "სენტ-ეტიენთან" კარგი საშინაო მატჩი გვაქვს. მიმდინარე სეზონში შესაძლო 5 ტიტულიდან ერთი [ქომუნითი შილდი] უკვე მოვიგეთ და დანარჩენ ოთხ ტურნირზეც ვართ.

ვფიქრობ, ჩვენ წინ მყოფი ოთხი გუნდიდან [იბრაჰიმოვიჩმა ინტერვიუ "უოტფორდთან" მატჩის შემდეგ მისცა, როცა "იუნაიტედი" მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა] მხოლოდ ერთი გახდება ჩემპიონი. დანარჩენებს ტიტულის მოგების შანსი არ აქვთ, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს ერთი თასი და მეორეს მოგებაც შეგვიძლია, გარდა ამისა, ევროპა ლიგაზეც ვთამაშობთ და ინგლისის თასზეც, ასე რომ, პრემიერ ლიგის ჩემპიონები თუ ვერ გავხდებით, მინიმუმ ორი ან სამი ტიტულის მოგება შეგვიძლია".


"წითლები" ოქტომბრის შემდეგ პირველად გადავიდნენ მეხუთე ადგილზე, სანამ "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" დაამარცხა და "იუნაიტედმა" კვლავ მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.

"ვიცით, სადაც ვართ და ისიც ვიცით, რომ აქ რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმყოფებით.

მეხუთე ადგილზე 20 წუთის განმავლობაში ვიყავით და ახლა ჩვენს პოზიციას დავუბრუნდით, მაგრამ ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ. გამარჯვებების მოპოვება უნდა გავაგრძელოთ ცხრილში მაღლა ასასვლელად და სხვებისგან ქულების დაკარგვის იმედად ვიყოთ."


"უოტფორდთან" გამარჯვების მიუხედავად შვედი იმედგაცრუებული დარჩა იმით, რომ თავისი ერთ-ერთი შანსი ვერ გამოიყენა.

"უფრო მეტის გატანა შეგვეძლო; ნეტავ გამეტანა. ერთი თუ ორი კარგი შანსი მქონდა და უნდა გამომეყენებინა.

ვფიქრობ, ასეთ მატჩებში ბევრ შესაძლებლობას ვერ იღებ და როცა მიიღებ, უნდა გამოიყენო. ამიტომაც ვიყავი იმედგაცრუებული საკუთარი თავით, მაგრამ ამავე დროს თავს კარგად ვგრძნობდი.

ბურთს ხშირად ვიღებდი, გუნდს კი სტაბილურობას ვაძლევდი და ვუქმნიდი. ერთადერთი რამ, რაც დამაკლდა, გოლია, მაგრამ მატასა და მხითარიანს ჩემ ირგვლივ თამაშის საშუალებას ვაძლევდი, რათა ბიჭებს უფრო მეტი თავდაჯერებულობა შეეძინათ."


"სენტ-ეტიენი" "ოლდ ტრაფორდს" ორშაბათს ეწვევა, ექვსი დღის შემდეგ კი "იუნაიტედი" გაემგზავრება საფრანგეთში.

"ორი მატჩი, ორი ფინალია. უმნიშვნელო იქნება, რა შედეგს მივაღწევთ ხუთშაბათს; ორივე მატჩში კარგი შედეგი დაგვჭირდება."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: ROI
12 თებერვალი 2017 20:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ევროპა ლიგააა ყვველაზე ჯკარგი პონტი მაგრად გაასწორებს
0
№12
ავტორი: shotkin
12 თებერვალი 2017 21:34
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: Silver
ევროპის ლიგა არანაირად არ გაგვიჭირდება, უბრალოდ ჟოზეს თუ არ მოუნდა არც მოიგებენ იმიტორო ყოველ ახალ ეტაპზე მეტი მატჩის ჩატარება მოუწევთ და რისკია მაინც

კაკრაზ რო ევროპალიგას უფრო მიაწვება მოუ ვიდრე ეფეი ქაფს და მართალიც იქნება ლოგიკურად დაფიქრდი ტოპ 6 გუნდი იბრზვის ტოპ 4 ისთვის და შენ მეორე შანსი გაქ რო გახვიდე ლიგაზე ევროპა ლიგით ეგეთი შანსი მარტო ტოტენჰემს აქვს და ვსო რატო დაიკიდებს ევროპალიგას??? კი გასაგებია რო ბევრ მატჩს ჩაატარებს მარა წარმოიდგინე აბა გავიდნენ სენტ ეტიენთან იმიტორო გამოვარდნენ და ძალები დაზოგონ მერე უვერენი ხარ რო ისევ 9 ნიჩიას არ გააგორებ და შეხვალ ტოპ 4 ში რაიცი რახდება? იქნებ ვერ სედიხარ ტოპ 4 ში ესე მარტივად მითუმეტეს მთელი სეზონია ინგლისში მსაჯები არგწყალობენ გადადებულ თამაშს მან სიტისთან სად ჩაგიკვეხებენ არიცი და რატო უნდა მოისპო დამატებითი წყარო ლიგაზე გასვლის?????? თუ მაინდამაინც რამე თასის დაკიდება გახდა საჭირო ჯობია ფა თასი დაიკიდონ ბოლო ბოლო შარშან მოვიგეთ და მაგტურნირზე ჩელსი სიტი არსენალი ტოტე არიან და გზად გადავეყრებით და კაი ძალებსაც დაგვაკარგვინებენ და ტუმაინდამაინც დაკიდებაა ჯობია ეს ფა თასი დაიკიდონ და არა ევროპის ლიგა
0
№13
12 თებერვალი 2017 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
მთავარი მონდომებაა და ყველა ეს ტიტული ჩვენი გახდება. am am am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№14
ავტორი: ROONEY-RUNI
12 თებერვალი 2017 22:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
მოუს როცა მოუნდება თამაშ უეჭველი იგებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამ თამაშში და დარწმუნებულივარ იმაში რო ამ 3 ტიტულს მართლაც რო მოიგებენ
0
№15
ავტორი: Silver
14 თებერვალი 2017 19:54
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
ციტატა: shotkin
ციტატა: Silver
ევროპის ლიგა არანაირად არ გაგვიჭირდება, უბრალოდ ჟოზეს თუ არ მოუნდა არც მოიგებენ იმიტორო ყოველ ახალ ეტაპზე მეტი მატჩის ჩატარება მოუწევთ და რისკია მაინც

კაკრაზ რო ევროპალიგას უფრო მიაწვება მოუ ვიდრე ეფეი ქაფს და მართალიც იქნება ლოგიკურად დაფიქრდი ტოპ 6 გუნდი იბრზვის ტოპ 4 ისთვის და შენ მეორე შანსი გაქ რო გახვიდე ლიგაზე ევროპა ლიგით ეგეთი შანსი მარტო ტოტენჰემს აქვს და ვსო რატო დაიკიდებს ევროპალიგას??? კი გასაგებია რო ბევრ მატჩს ჩაატარებს მარა წარმოიდგინე აბა გავიდნენ სენტ ეტიენთან იმიტორო გამოვარდნენ და ძალები დაზოგონ მერე უვერენი ხარ რო ისევ 9 ნიჩიას არ გააგორებ და შეხვალ ტოპ 4 ში რაიცი რახდება? იქნებ ვერ სედიხარ ტოპ 4 ში ესე მარტივად მითუმეტეს მთელი სეზონია ინგლისში მსაჯები არგწყალობენ გადადებულ თამაშს მან სიტისთან სად ჩაგიკვეხებენ არიცი და რატო უნდა მოისპო დამატებითი წყარო ლიგაზე გასვლის?????? თუ მაინდამაინც რამე თასის დაკიდება გახდა საჭირო ჯობია ფა თასი დაიკიდონ ბოლო ბოლო შარშან მოვიგეთ და მაგტურნირზე ჩელსი სიტი არსენალი ტოტე არიან და გზად გადავეყრებით და კაი ძალებსაც დაგვაკარგვინებენ და ტუმაინდამაინც დაკიდებაა ჯობია ეს ფა თასი დაიკიდონ და არა ევროპის ლიგა

მეც მაგ აზრზე ვარ მაგრამ აქ წავიკითხე კომენტარები რო ევროპა გაუჭერდებაო იუნაიტედსო და მაგიტო დავწერე რო თუ მოინდომეს თავისუფლად მოიგებენ wink მაგრამ პრემიერლიგაში 4ეული უეჭველი უნდა დაიდოს წინა სეზონშიც 4ეულს მიღმა ვიყავით და ტეხავსუკვე ისევ მე5ადგილი
0
№16
ავტორი: nini oniani
18 თებერვალი 2017 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ზლატან შე მხეცო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top