თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2017, 13:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2372,
კომენტარები: 15
ფელაინი: "ჩემს შეცდომას ვაცნობიერებ"
მარუან ფელაინი აღიარებს, რომ "ევერტონთან" დაშვებული შეცდომის გამო კრიტიკა დაიმსახურა.
ფელაინი:
მარუან ფელაინიმ აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრების მხრიდან უარყოფითმა დამოკიდებულებამ მას მხოლოდ მოტივაცია შესძინა.

დეკემბერში "ევერტონთან" მატჩში წესების დარღვევის გამო დანიშნული პენალტის შემდეგ ბელგიელმა ექსპერტებისა და ზოგიერთი გულშემატკივრების კრიტიკა დაიმსახურა.

ლეიტონ ბეინსმა 11-მეტრიანი ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა, რის შედეგადაც "იუნაიტედმა" მოირგი 2 ქულა დაკარგა პრემიერ ლიგაში.

თუმცა მოურინიოს სხვებისგან განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა და ფელაინის მხარდაჭერა გამოუცხადა, რის შემდეგაც მარუანმა მწვრთნელი ორი გოლით დააჯილდოვა.

"კარგი, შეცდომა დავუშვი. მე ყველაზე კარგად მესმის ეს. შეცდომა იყო. ასე მოხდა, რას ვიზამთ, მომდევნო მატჩი მოდის. "ევერტონთან" მატჩის შემდეგ გულშემატკივრები მისტვენდნენ, მაგრამ ამის შემდეგ აღარ.

ვიცი, რასაც ვაკეთებ. როცა შეცდომას ვუშვებ, ამას ვაცნობიერებ, როცა კარგად ვთამაშობ, ამასაც ვხვდები, როცა ცუდად ვთამაშობ, ესეც ვიცი. მე გულახდილი ვარ და არ მჭირდება სხვისგან შეხსენება. ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში ბევრი რამ გადამიტანია, ამიტომ ამ შეცდომაზე ფიქრს არ ვაპირებ. ეს ფეხბურთის ნაწილია.

კრიტიკოსები ყოველთვის არსებობენ, მაგრამ ხალხი, ვინც ლაპარაკობს, უკეთესად თამაშის, უფრო მეტი შრომის მოტივაციას გაძლევს, რათა საკუთარი შესაძლებლობები მწვრთნელსა და კლუბს აჩვენო",
- განაცხადა ფელაინიმ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
12 თებერვალი 2017 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მიდი ფელო

გიჯე

მაგარი კაცია :D :D
1
№2
12 თებერვალი 2017 13:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
მიდი ფელა,აბა შენ იცი. am
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№3
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2017 13:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ამ ბოლო თამაშებში არაუშავს
1
№4
ავტორი: Temo-Mu
12 თებერვალი 2017 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
საჭიროა ეს კაცი და მართლაც ფეხბურთია და არავინ იცის როდის რა მოხდება, ეგრე მატამ საკუთარ კარში გაიტანა მაგრამ არ უნდა ვუსტვინოთ. ყველას ვინც შეცდომას დაუშვებს ეს მათი ბრალი არააა ფეხბურთია და ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს
0
№5
ავტორი: shotkin
12 თებერვალი 2017 14:14
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ბოლო თამაშებში მართლა არაუშავს ნუ აქამდე თუ ტიპი მინუსებსი იყო და თავიოსი მოედანზე ყოფნით გუნდს სარგებელს კიარა პირიქით ზიანს აყენებდა(მარტო ევერტონსთან მატჩს არ ვგულისხმობ) ეხლა კაკ მინიმუმ არაფერს მაინც არ აფუჭებს + გუშინ გამიკვირდა რაც ვნახე ფელაინი ვნახე პრესინგზე ხახნო :დდდ ერთი 2 ჯერ ცადა ეგრე ართმევა ნუ მოურინიოს კლასი აქაც ჩანს რა მოვიდა და ყველაზე არასასურველი 2 ფეხბურთელი როხო და ეს ხე რაღაცას დაამსგავსა მაქსიმუს იღებს მოუ ფეხბურთელებისგან და ეს ძაან მაგარია და მის დონეს ხაზს უსვავს, კარგია დღევანდელი მანჩესტერიდან ვინც წასასვლელია ესარის მარტო ეშლი იანგი დალშე აღარავის წასვლა არ მინდა რაც მოუს დამსახურებაა
0
№6
ავტორი: MU RED
12 თებერვალი 2017 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
ლივერპულთან მაგრად გამოვიდაა და ამის აქტიურობით გაიტანა იბრამ. იყოს რა ზამენაზეეე
0
№7
ავტორი: Lady in red
12 თებერვალი 2017 14:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ცეცხლი დაგვანახე მარუან
0
№8
ავტორი: ikeoni
12 თებერვალი 2017 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Eg araferi maruan nebismiers sheidzleba mouvides ❤️Ise ro ara eg penali otxeulshi viqnebodit dges))
0
№9
ავტორი: ერეკლე
12 თებერვალი 2017 16:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
არგუნეტი მითხარით, რა შეუძლია ისეთი ამას ,რო ბასტინის ნაცვლად არი განაცხადში. მეორე სართული არ მიხსენოთ.
0
№10
ავტორი: gaga1987
12 თებერვალი 2017 16:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
zamenis kacia ra.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top