თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2017, 13:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2377,
კომენტარები: 15
ფელაინი: "ჩემს შეცდომას ვაცნობიერებ"
მარუან ფელაინი აღიარებს, რომ "ევერტონთან" დაშვებული შეცდომის გამო კრიტიკა დაიმსახურა.
ფელაინი:
მარუან ფელაინიმ აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრების მხრიდან უარყოფითმა დამოკიდებულებამ მას მხოლოდ მოტივაცია შესძინა.

დეკემბერში "ევერტონთან" მატჩში წესების დარღვევის გამო დანიშნული პენალტის შემდეგ ბელგიელმა ექსპერტებისა და ზოგიერთი გულშემატკივრების კრიტიკა დაიმსახურა.

ლეიტონ ბეინსმა 11-მეტრიანი ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა, რის შედეგადაც "იუნაიტედმა" მოირგი 2 ქულა დაკარგა პრემიერ ლიგაში.

თუმცა მოურინიოს სხვებისგან განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა და ფელაინის მხარდაჭერა გამოუცხადა, რის შემდეგაც მარუანმა მწვრთნელი ორი გოლით დააჯილდოვა.

"კარგი, შეცდომა დავუშვი. მე ყველაზე კარგად მესმის ეს. შეცდომა იყო. ასე მოხდა, რას ვიზამთ, მომდევნო მატჩი მოდის. "ევერტონთან" მატჩის შემდეგ გულშემატკივრები მისტვენდნენ, მაგრამ ამის შემდეგ აღარ.

ვიცი, რასაც ვაკეთებ. როცა შეცდომას ვუშვებ, ამას ვაცნობიერებ, როცა კარგად ვთამაშობ, ამასაც ვხვდები, როცა ცუდად ვთამაშობ, ესეც ვიცი. მე გულახდილი ვარ და არ მჭირდება სხვისგან შეხსენება. ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში ბევრი რამ გადამიტანია, ამიტომ ამ შეცდომაზე ფიქრს არ ვაპირებ. ეს ფეხბურთის ნაწილია.

კრიტიკოსები ყოველთვის არსებობენ, მაგრამ ხალხი, ვინც ლაპარაკობს, უკეთესად თამაშის, უფრო მეტი შრომის მოტივაციას გაძლევს, რათა საკუთარი შესაძლებლობები მწვრთნელსა და კლუბს აჩვენო",
- განაცხადა ფელაინიმ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
12 თებერვალი 2017 17:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კაი ზამენაა smile
0
№12
ავტორი: Phil Jones manchester
12 თებერვალი 2017 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
მარსიალს, დეპაის, მორგანს, შვაინშტაიგერს, არ ათამაშებდა ეს მოურინიო და ფელაინის ათამაშებს, ვერარი ეს კაცი უეჭველი რაღაც აქვს ფელაინისთან წაგებული ამ კაცს, ევერტნში იმენა ტიპი თავს ი****ვდა და აქ დაცენზურავდა
0
№13
ავტორი: Sh-rati
12 თებერვალი 2017 18:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
საჭირო კაცია რომ დაგჭირდეს ვინმეს მაინც ჩაჩეხავს.ოპენლოდ ნუ.არაფერს არ აფუჩებს ზამენიდან თუ არ აკეთებს
0
№14
ავტორი: GeorgeBest
12 თებერვალი 2017 18:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მისასალმებელია ალბათ მოურინიოს საქციელი და ის ნდობა რაც ფელაინის გამოუცხადა ამ ამბიის მერე, გამოასწორა კიდეც თამაში მარა მაინც ვერ ჩავთვლი ამას საჭირო ფეხბურთელად. ვან გაალის დროს მეორე სართულზე "გვჭირდებოდა" (თამაში თუ მისდიოდა) ეხლა ეს პრობლემა ვფიქრობ საერთოდ აღარ გვაქვს
0
№15
ავტორი: dybbuk
12 თებერვალი 2017 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1595
სულ ვიძახდი და ეხაც გავიმეორებ რო ამ ფეხბურთელს ყოველთვის გადამეტებულად აკრიტიკებდნენ, აქაც, პრესაშიც და ზოგადად, რასაც არ ვეთანხმებოდი და ეხაც იგივე აზრზე ვარ, მეც მითქვამს და ვხედავდი როცა ვერ თამაშობდა, უბრალოდ მეორე მომენტი ისაა რო განტევების ვაციო და თუ რასაც ეძახიან ეგრე აქციეს ტიპი, არადა ნამდვილად არ იმსახურებდა ამდენ გინებას. შეცდომას ყველა უშვებს მაგრამ სხვებისაზე თვალის დახუჭვა და ფელაინის წინა პლანზე გამოჭენება ზედმეტად არაობიექტურად მიმაჩნია. იცის როგორ და რა დროს გამოიყენოს მოუმ ესეთი ფეხბურთელები, მებრძოლი და ხისტი ხასიაათი აქვს, რაც მე პირადად დიდ პლიუსად მიმაჩნია თორე აგერ ეძახე დეპაის ნიჭიერი, ტიპი გატრიპაჩდა, გაზარმაცდა და ვერც ხასიათმა უშველა და სადაა ეხა და იქაც რო სასტავში ვერ ხვდება მემგონი ყველაფრის პასუხია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top