იტალიური გრანდი დავიდის კანდიდატურასაც განიხილავს.
"იუვენტუსი" დავიდ დე ხეას შეძენას ეცდება, თუკი ჯანლუიჯი დონარუმას შეძენას ვერ მოახერხებს - რადგანაც იტალიელები ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელს ეძებენ.
"მილანის" 17 წლის მეკარე წინასწარი შეფასებით მსოფლიოს ნომერ პირველ კიპერად უნდა იქცეს და აგენტი მინო რაიოლა ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისი კლიენტი სერია A-ს ლიდერთა რიგებში გადაიყვანოს.
მაგრამ თუ "როსონერი" მის გაყიდვას არ ისურვებს, "იუვენტუსი" დე ხეას კანდიდატურას განიხილავს.
"ბებერ ქალბატონთა" რიგებში 2001 წლიდან მოთამაშე ბუფონი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ აღიქმება, თუმცა იტალიელ ლეგენდას 39 წელი შეუსრულდა და მალე მისი შემცვლელის პოვნა გახდება საჭირო.
დონარუმას კონტრაქტი კი "სან სიროზე" 2018 წელს იწურება და "იუვენტუსი" მილანის " სიმტკიცეს მომდევნო ზაფხულს შეამოწმებს, როცა ახალგაზრდა კიპერისთვის 45,2 მილიონ ფუნტს შესთავაზებს.
მაგრამ იდეალური სცენარი მაშინ განვითარდება, როცა ვეტერანი იტალიელი კარიერას დაასრულებს და დონარუმა მის ადგილს დაუყოვნებლივ დაიკავებს.
"იუვენტუსმა" ნიჭიერ ფეხბურთელთა იაფად შემძენისა და მათი ძვირად გამყიდველის სახელი გაითქვა, რისი თვალსაჩინო მაგალითიც პოლ პოგბა, ანდრეა პირლო და სამი ხედირა არიან.
ამიტომაც მოსალოდნელია, რომ დონარუმას კონტრაქტის ამოწურვას დაელოდონ და მის უფასოდ გადაბირებას ეცადონ, ხოლო მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში, ისინი დე ხეას გეგმა B-დ ისახავენ,
"იუვენტუსმა" რაიოლას დიდძალი თანხა გადაუხადა, როცა პოგბას მსოფლიოს სატრანსფერო რეკორდი შედგა, ამიტომ სახელგანთქმული აგენტი იტალიის გრანდთან თანამშრომლობას არ მოერიდება და თუ თუ დე ხეას შეუწყობს "იუვენტუსში" გადასვლაში ხელს, მაშინ დონარუმას "ოლდ ტრაფორდზე" გადაყვანას ეცდება.
წყარო:
the sun