თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2017, 00:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2408,
კომენტარები: 20
"იუვენტუსი" დონარუმას ალტერნატივად დე ხეას განიხილავს
იტალიური გრანდი დავიდის კანდიდატურასაც განიხილავს.
"იუვენტუსი" დავიდ დე ხეას შეძენას ეცდება, თუკი ჯანლუიჯი დონარუმას შეძენას ვერ მოახერხებს - რადგანაც იტალიელები ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელს ეძებენ.

"მილანის" 17 წლის მეკარე წინასწარი შეფასებით მსოფლიოს ნომერ პირველ კიპერად უნდა იქცეს და აგენტი მინო რაიოლა ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისი კლიენტი სერია A-ს ლიდერთა რიგებში გადაიყვანოს.

მაგრამ თუ "როსონერი" მის გაყიდვას არ ისურვებს, "იუვენტუსი" დე ხეას კანდიდატურას განიხილავს.

"ბებერ ქალბატონთა" რიგებში 2001 წლიდან მოთამაშე ბუფონი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ აღიქმება, თუმცა იტალიელ ლეგენდას 39 წელი შეუსრულდა და მალე მისი შემცვლელის პოვნა გახდება საჭირო.

დონარუმას კონტრაქტი კი "სან სიროზე" 2018 წელს იწურება და "იუვენტუსი" მილანის " სიმტკიცეს მომდევნო ზაფხულს შეამოწმებს, როცა ახალგაზრდა კიპერისთვის 45,2 მილიონ ფუნტს შესთავაზებს.

მაგრამ იდეალური სცენარი მაშინ განვითარდება, როცა ვეტერანი იტალიელი კარიერას დაასრულებს და დონარუმა მის ადგილს დაუყოვნებლივ დაიკავებს.

"იუვენტუსმა" ნიჭიერ ფეხბურთელთა იაფად შემძენისა და მათი ძვირად გამყიდველის სახელი გაითქვა, რისი თვალსაჩინო მაგალითიც პოლ პოგბა, ანდრეა პირლო და სამი ხედირა არიან.

ამიტომაც მოსალოდნელია, რომ დონარუმას კონტრაქტის ამოწურვას დაელოდონ და მის უფასოდ გადაბირებას ეცადონ, ხოლო მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში, ისინი დე ხეას გეგმა B-დ ისახავენ,

"იუვენტუსმა" რაიოლას დიდძალი თანხა გადაუხადა, როცა პოგბას მსოფლიოს სატრანსფერო რეკორდი შედგა, ამიტომ სახელგანთქმული აგენტი იტალიის გრანდთან თანამშრომლობას არ მოერიდება და თუ თუ დე ხეას შეუწყობს "იუვენტუსში" გადასვლაში ხელს, მაშინ დონარუმას "ოლდ ტრაფორდზე" გადაყვანას ეცდება.

წყარო: the sun
ახალი ამბები
20 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
11 თებერვალი 2017 10:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
შეტხზული ჭორია
0
№12
ავტორი: kaxeti
11 თებერვალი 2017 10:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
კურტუა გადავა ალბათ რეალში ეს კი ჩვენი იქნება სიბერემდე
0
№13
ავტორი: giorgiginturi
11 თებერვალი 2017 11:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
წამსვლელი წავიდოდა, დე ხეა კარიერას აქ დაამთავრებს და აქ ეჭვი არ არსებობს ესეც მატაც და ერერაც ეს ბიჭები უაზროდ და უზომოდ იხარჯებიან ყოველ თამაშში და ალბათ არავიზე ნაკლებად არ უყვართ იუნაიტედი და ამას ყველა ამჩნევს ხედავს და გრძნოობს!!!
მართლა ყველაფერს აგენტი რომ წყვეტდეს wink ფეხბურთი კიარა ფლეისთეიშენი იქნებოდა და სადა ვის გვინდა იქ დავაწყობდით wink
ამ რაღაც ს ი რ ო ბ ა ჭორზე მოდით არ ავღელდეთ და დღეს ნოყიერი 3 ქულა დავდოთ .... და ყველა ერთად მანჩესტერ იუნაიტედთან good2
ყველანი მიყვარხართ უძვირფასესი გუნდის ფანებოო manunited
0
№14
11 თებერვალი 2017 12:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
წადით ***ით. ahahaha
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№15
ავტორი: stepno
11 თებერვალი 2017 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აიი საღოოოოლ derpgop
0
№16
ავტორი: shotkin
11 თებერვალი 2017 14:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: GeorgeBest
დე ხეა თუ სადმე წავა ალბათ ესპანეთში, ძაან მეეჭვება იუვენტუსს რამე შანსი ჰქონდეს. იმიტო არ ვამბობ რომ ცუდი გუნდია ან რამე, სულ თუ არაფერი ლიგაზე არიან და ამ ეტაპისთვის ჩვენზე წინ სულ წავლენ ხოლმე (მე ასე მგოონია)

ამეტაპზე რეალურად ჯუვე ჯობია სიძლიერით მანჩესტერს თუ ვერა ვერ გაიგებ სანამ არ შეხვდებიან მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოყვანა საბაბად რავი ცოტა სხვა რამეა ეხლა ლიგაზე პორტოც თამაშობს და რა გვჯობია ? რეალურად იუვეს შემადგენლობით როგორც მინიმუმ არ ჩამოვუვარდებით თუ კიდე არ ვჯობივართ და ეს ლიგაც ისეთი ტურნირია დღეს ხარ და ხვალ არხარ დიდი ხანი არაა გასული მას მერე რაც იუვე ლიგაზე დავრუნდა და არც ჩვენ დაგვრჩა დიდი ხანის ლოდინი რო იუნაიტედი ვნახოთ ლიგაზე ასე რომ ჩემი აზრით ამ სწორი სატრანსფერო პოლოტიკის გათვლაისწინებით და იმ გაუმჯობესებული საფეხბურთო ხარისხის ფონზე თამამად სემიზლია ვთქვა რო მანჩესტერი ბევრად მრისხანე და ძლიერი კლუბი იქნება ლიგაზე როდაბრუნდება ვიდრე კონკრეტრულად ამ მომენტში იუვეა და არც მგონია 1 წლის მერე იუვე ჩვენზე ძლიერი იყოს მითუმეტეს ამეტაპზეც არვთვლი ჩვენზე ძლიერად
0
№17
ავტორი: GeorgeBest
11 თებერვალი 2017 15:01
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: shotkin


ლიგას ბევრი ფფეხბურთელი ანიჭებს უპირატესობას და წლებია უკვე იუვე ჩვენზე წინ მიდის ლიგაზე. ეს ვიგულისხმე თორე ჯობნაზე არ გამიმახვილებია ყურადღება, მართალი ხარ მაგაში, სანამ არ შეხვდებიან ეგე ვერაფერს ვიტყვი
0
№18
ავტორი: shotkin
11 თებერვალი 2017 15:23
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: GeorgeBest
ციტატა: shotkin


ლიგას ბევრი ფფეხბურთელი ანიჭებს უპირატესობას და წლებია უკვე იუვე ჩვენზე წინ მიდის ლიგაზე. ეს ვიგულისხმე თორე ჯობნაზე არ გამიმახვილებია ყურადღება, მართალი ხარ მაგაში, სანამ არ შეხვდებიან ეგე ვერაფერს ვიტყვი

გავალთ ცვენც მომავალ წელს და წვალთ შორსაც
0
№19
ავტორი: ikeoni
11 თებერვალი 2017 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11621
Amaze sasacilo ambavi jer ar wamikitxavs))))
0
№20
ავტორი: kobinio
11 თებერვალი 2017 17:13
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ბოლნისის სიონს უფრო მეტი შანსი აქ ვიდრე იუვეს ისე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top