”იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა გააკრიტიკა დე ხეა და თქვა, რომ სწორედ მისი შეცდომის გამო დაკარგა გუნდმა ორი ქულა.Sky Spots-ზე მატჩის შემდგომი განხილვის დროს ინგლისელმა შემდეგი რამ თქვა:”თქვენ არ გქონდათ უფლება დაგეშვათ ასეთი შეცდომა.ეს მოქმედება კლუბს ქულების დაკარგვად დაუჯდა.მას უნდა გამოეტანა ბურთი საჯარიმოდან ან უნდა დაეჭირა ხელში.ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ”იუნაიტედზე”, რომელიც იბრძვის ჩემპიონობისთვის.მე ვფიქრობ, რომ დევიდმა შეცდომა დაუშვა.მან უნდა ივარჯიშოს ბევრი, თუ სურს გახდეს ისეთივე წარმატებული მეკარე, როგორებიც პიტერ შმეიხელი და ედვინ ვან დერ სარი იყვნენ.”
სტუდიაში ასევე იმყოფებოდა ჯეიმი რედნაპი, რომელიც შეეწინააღმდეგა გარის.მან თქვა, რომ ესპანელი რთულ სიტუაციაში იყო.ამაზე კი გარიმ უპასუხა:”გოლკიპერის შემთხვევაში ადვილი არაფერია.შენ ლაპარაკობ გამართლებაზე.ოცი წელი ვიყავი ”ოლდ ტრაფორდზე” და გასახდელში არასდროს არ უთქვამს არავის, რომ არ გაუმართლა.მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ვითამაშე შესანიშნავად ”ვასკო და გამას” ღინააღმდეგ.მხოლოდ 20 წამი ჩავაგდე და სწრორედ მაშინ გაიტანეს გოლი.გაამახვილე ყურადღება-გოლის შემდეგ დენი უელბეკი და ნემანია ვიდიჩი უყურებენ დევიდს.ისინი ნამდვილად გაკვირვებულნი იყვნენ.ამავდროულად, ვფიქრობ დე ხეა შესანიშნავი მეკარეა.ის ჯერ ახალგაზრდაა და ბევრი რამ უნდა ისწავლოს.”
დე ხეა ასევე დაიცვა მაიკლ ოუენმა.მან განაცხადა:”ამ მატჩში ყველამ დაუშვა შეცდომები.დევიდი სხვებისგან განსხვავებით მხოლოდ ერთხელ შეცდა.მაგრამ, სამწუხაროდ ეს შეცდომა საბედისწერო აღმოჩნდა ”იუნაიტედისთვის”.