თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2013, 19:32
ავტორი: love united,
ნანახია: 1904,
კომენტარები: 28
ნევილი:”დაკარგული ორი ქულა დე ხეას ბრალია”
გარი ნევილი:”გაშვებული გოლი დევიდის შეცდომას მოჰყვა”...
ნევილი:”დაკარგული ორი ქულა დე ხეას ბრალია”
”იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა გააკრიტიკა დე ხეა და თქვა, რომ სწორედ მისი შეცდომის გამო დაკარგა გუნდმა ორი ქულა.Sky Spots-ზე მატჩის შემდგომი განხილვის დროს ინგლისელმა შემდეგი რამ თქვა:”თქვენ არ გქონდათ უფლება დაგეშვათ ასეთი შეცდომა.ეს მოქმედება კლუბს ქულების დაკარგვად დაუჯდა.მას უნდა გამოეტანა ბურთი საჯარიმოდან ან უნდა დაეჭირა ხელში.ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ”იუნაიტედზე”, რომელიც იბრძვის ჩემპიონობისთვის.მე ვფიქრობ, რომ დევიდმა შეცდომა დაუშვა.მან უნდა ივარჯიშოს ბევრი, თუ სურს გახდეს ისეთივე წარმატებული მეკარე, როგორებიც პიტერ შმეიხელი და ედვინ ვან დერ სარი იყვნენ.”

სტუდიაში ასევე იმყოფებოდა ჯეიმი რედნაპი, რომელიც შეეწინააღმდეგა გარის.მან თქვა, რომ ესპანელი რთულ სიტუაციაში იყო.ამაზე კი გარიმ უპასუხა:”გოლკიპერის შემთხვევაში ადვილი არაფერია.შენ ლაპარაკობ გამართლებაზე.ოცი წელი ვიყავი ”ოლდ ტრაფორდზე” და გასახდელში არასდროს არ უთქვამს არავის, რომ არ გაუმართლა.მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ვითამაშე შესანიშნავად ”ვასკო და გამას” ღინააღმდეგ.მხოლოდ 20 წამი ჩავაგდე და სწრორედ მაშინ გაიტანეს გოლი.გაამახვილე ყურადღება-გოლის შემდეგ დენი უელბეკი და ნემანია ვიდიჩი უყურებენ დევიდს.ისინი ნამდვილად გაკვირვებულნი იყვნენ.ამავდროულად, ვფიქრობ დე ხეა შესანიშნავი მეკარეა.ის ჯერ ახალგაზრდაა და ბევრი რამ უნდა ისწავლოს.”

დე ხეა ასევე დაიცვა მაიკლ ოუენმა.მან განაცხადა:”ამ მატჩში ყველამ დაუშვა შეცდომები.დევიდი სხვებისგან განსხვავებით მხოლოდ ერთხელ შეცდა.მაგრამ, სამწუხაროდ ეს შეცდომა საბედისწერო აღმოჩნდა ”იუნაიტედისთვის”.

წყარო:http://redevils.ru
სიახლეები
28 კომენტარი
№21
ავტორი: GENIUS
22 იანვარი 2013 23:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ნევილი რახან ამბობს... :D ბიჭებო ეს კაცი ლეგენდაა გასახდელსი არავის უთქვამს არ გაუმართლაო მოკლედ ესმის რა კაცს იუნაიტედის ყველაფერი და იცის რასაც ამბობს მოკლედ ნევილს აქვს იმის უფლება გააკრიტიკოს ფეხბურთელები
0
№22
ავტორი: TrueRed
22 იანვარი 2013 23:45
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
დე ხეას არ უნდა დაბრალდეს მარტო. მცველებმაც ვერ ითამაშეს კარგად, დე ხეამ რა ბურთები აიღო ეგ რომ არა კიდე ბევრს გაგვიტანდნენ
0
№23
ავტორი: captain
22 იანვარი 2013 23:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
მაგ გოლზე, დედააფეთქებული მაურინიოს პორტოსთან ბოლო წუთებზე ჩვენი მეკარის დაშვებული ანალოგიური შეცდომა გამახსენდა, როცა ძალიან ახლოს მოიგერია ჩვენმა მეკარემ ტიმ ჰოვარდმა...გამოცდილება თანდათან მოვა რა თქმა უნდა, მაგრამ მეკარემ ეგ ეხლავე უნდა ისწავლოს მასეთი შეცდომა ძვირად ფასობს. ისე , გადარჩენითაც ბევრჯერ გადაგვარჩინა და ზუსტად მაგიტომაც დგას კარში ეს კაცი
0
№24
ავტორი: don_vini
23 იანვარი 2013 00:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
გოლი დეხეას შეცდომას მოყვა,მაგრამ მე არ მომიბბრუნდება ენა რომ გავაკრიტიკო დეხეა,იმიტომ რომ ბევრი კარგი სეივი გააკეთა..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№25
ავტორი: GGMU20
23 იანვარი 2013 12:28
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 202
არანაირად არ მგონია რომ ეგ გოლი დეხეას ბრალი იყოს. კაით რა, რა ბურთები აიღო, ეგ არ ჩანს? მცველების შეცდომა უფროა ჩემი აზრით !!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ G G M U !!!
№26
ავტორი: Shako Jones
23 იანვარი 2013 13:02
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ოუენი რა ჯიგარია <3
0
№27
ავტორი: buka oboladze
23 იანვარი 2013 15:25
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
იმდენჯერ გადაგვქრჩინა ამაზე ხმა აღარ ამოიღონ რა areyoukiddingme
0
№28
ავტორი: TrueRed
27 თებერვალი 2013 21:26
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
იმდენჯერ გადაგვარჩინა რომ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top