თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2017, 21:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2783,
კომენტარები: 14
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის 25-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 25-ე ტური
თარიღი: შაბათი, 11 თებერვალი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკ ჯონსი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Henderson, Darmian, Fosu-Mensah, Valencia, Young, Rojo, Tuanzebe, Smalling, Bailly, Blind, Shaw, Carrick, Mata, Fellaini, Schweinsteiger, Herrera, Pogba, Lingard, Martial, Mkhitaryan, Rooney, Rashford, Ibrahimovic.

ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ფილ ჯონსი გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს და მას დაცვის ცენტრში ერიკ ბაიი შეცვლის. გუნდის დანარჩენი ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან. მარკოს როხომ მცირე დაზიანება მოირჩინა, ხოლო უეინ რუნიმ გაცივებას თავი დააღწია.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"უოტფორდი"

ტრავმირებულები: პანტეილემონი, ამრაბატი, რ. პერეირა
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი:

კრისტიან კაბასელემ ტრავმა მოირჩინა და თამაშს შეძლებს, ხოლო ნორდინ ამრაბატის თამაში ჯერ კიდევ ადრეა, თუმცა ვარჯიშებს უკვე შეუდგა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 45 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-ფ-ფ-ფ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ბოლო 15 მატჩში არ მარცხდება (8 მოგება, 7 ფრე), ეს ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიაა 2013 წლის მარტის შემდეგ, როცა ფერგიუსონის გუნდმა მაშინ ამგვარი მატჩების რაოდენობა 18-მდე აიყვანა.

"წითლები" ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 18 საშინაო მატჩში არ მარცხდება (12 მოგება, 6 ფრე).

გამარჯვების შემთხვევაში, "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველი გუნდი გახდება, რომელმაც პრემიერ ლიგაში 2000 ქულა დააგროვა.

"იუნაიტედი" "მიდლსბროსთან" ერთად მიმდინარე სეზონში ფრედ ჩატარებული მატჩების რაოდენობით ლიდერობს - 9 მატჩი.

მას შემდეგ, რაც "წითელი ეშმაკები" "ჩელსისთან" 0-4 დამარცხდა, მხოლოდ ანტონიო კონტეს გუნდმა დააგროვა უფრო მეტი (40) ქულა, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედმა" (31).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"უოტფორდი"


მე-10 ადგილი, 30 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: წ-ფ-ფ-მ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


"ბზიკები" პრემიერ ლიგაში ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან. აქამდე ინგლისის ჩემპიონატში ზედიზედ სამი მატჩი მათ 2015 წლის დეკებერში მოიგეს, როცა გამარჯვებათა სერია 4 თამაშს აღწევდა.

"უოტფორდს" შეუძლია პრემიერ ლიგის მე-9 გუნდი გახდეს, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ორჯერ დამარცხება შეუძლია ერთ სეზონში - მანამდე ამის გაკეთება 3-ჯერ მოახერხეს "არსენალმა", "ჩელსიმ", "მანჩესტერ სიტიმ", 4-ჯერ "ლივერპულმა" თითოჯერ კი "ევერტონმა", "ბლექბერნმა", "სუონსიმ" და "ვესტ ჰემმა".

"უოტფორდის" ფეხბურთელების ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 62 ყვითელი ბარათია - ყველაზე მეტი პრემიერ ლიგაში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: იბრაჰიმოვიჩი - 20 გოლი (15 ლიგაში)

უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩებში 100 გოლი გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სტადიონზე გატანილი გოლების რაოდენობით 100-გოლიან ნიშნულს გადააჭარბა, "არსენალის" ყოფილი ფორვარდი ტიერი ანრია, რომელმაც "ჰაიბერიზე" 114-ჯერ აიღო მეტოქის კარი.

ამჟამად რუნიმ პრემიერ ლიგის 148 მატჩში გაიტანა გოლი. წინ მხოლოდ ალან შირერი (190), ფრენკ ლამპარდი და ენდი კოული (149) არიან.

"უოტფორდის" წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში უეინ რუნიმ 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ლესტერ სიტის" კარში გასულ ტურში გატანილი გოლით ზლატან იბრაჰიმოვიჩი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში მინიმუმ 15 გოლი გახდა - 35 წელი და 125 დღე.

ზლატანმა ვალტერ მაცარის გუნდების წინააღმდეგ ჩემპიონატში ჩატარებულ 10 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

პოლ პოგბამ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიმდინარე სეზონში ერთმანეთს 27 საგოლე მომენტი შეუქმნეს. პოგბამ იბრაჰიმოვიჩს სამი საგოლე გადაცემა გაუკეთა - მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ფეხბურთელთა წყვილმა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"უოტფორდი"


წამყვანი ბომბარდირი: დინი - 7 გოლი (7 ლიგაში)

ტროი დინიმ პრემიერ ლიგის ბოლო სამ მატჩში გაიტანა. ზედიზედ 4 მატჩში მან ბოლოს 2015 წლის დეკემბერში გამოიჩინა თავი.

თუ მოედანზე ტომ ქლევერლი და კრეიგ კეტგარტი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 27-ჯერ შეხვდნენ. "უოტფორდმა" 5-ჯერ მოახერხა გამარჯვება, "იუნაიტედმა" 17-ჯერ, ხოლო 5 მატჩი ფრედ დასრულდა.

სექტემბერში მოპოვებული გამარჯვებით "უოტფორდმა" პირველად მოახერხა "იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ქულების დაგროვება, მანამდე კი ზედიზედ 6 მატჩი წააგო.

ამ მარცხმა "უოტფორდთან" 1986 წელს დაწყებული ყველა ტურნირზე მოპოვებული 11-მატჩიანი გამარჯვებათა სერია დაასრულა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" "უოტფორდის" წინააღმდეგ ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებული წინა 9 მატჩი არ წაუგია (7 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება) და სი მათგანი პრემიერ ლიგის რანგში მოიგო.

"ბზიკების" ბოლო გამარჯვება "ოლდ ტრაფორდზე" 1978 წლის ოქტომბრით თარიღდება, როცა ლიუტერ ბლისეტის დუბლმა სტუმრებს ლიგის თასის მატჩში 1-2 გამარჯვება მოუტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "უოტფორდი" - 3 მოგება, "იუნაიტედი" - 12 მოგება, ფრე - 4.

პრემიერ-ლიგა "უოტფორდი" - 1 მოგება, "იუნაიტედი" - 6 მოგება, ფრე - 0.


"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა: "უოტფორდი" - 0 მოგება. "იუნაიტედი" - 9 მოგება, ფრე - 2.

პრემიერ-ლიგა: "უოტფორდი" - 0 მოგება. "იუნაიტედი" - 3 მოგება, ფრე - 0

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური შეხვედრა


"მანჩესტერ იუნაიტედი" 1-0 "უოტფორდი"

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


თარიღი: ხუთშაბათი, 2 მარტი, 2016 წელი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: მატა 83
მსაჯი: მაიკ ჯონსი

გუნდების შემადგენლობები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა, რობერტ მედლი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩი განსაჯა, 89 ყვითელი და 3 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: მარკ პერი, დევიდ ბრაინი
სათადარიგო მსაჯი: კევინ ფრენდი
მატჩის წინ
14 კომენტარი
№1
ავტორი: MR19
10 თებერვალი 2017 21:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
უეჭველი მოსაგები თამაშია ბოლო დროს კარგ ფორმაშია უოტფორდი არსენალს ემირეითზე მოუგე და ფრთხილად უნდა ვიყოთ
0
№2
ავტორი: LASHQARA
10 თებერვალი 2017 21:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ზუნიგას გოლი არ დამავიწყდება და ზლატანის გამოუყენებელი მომენტები, შურის ძიება მწყურია მე დათა ბატონო wink უნდა მოვიგოთ უეჭველი 3-0 მინიმუმ
0
№3
ავტორი: ROI
10 თებერვალი 2017 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
აბა მეგობრებო ხვალ კიდევ ერტ გამარჯვებას ვზეიმობტ:*

აბა მეგობრებო ხვალ კიდევ ერტ გამარჯვებას ვზეიმობტ:*
0
№4
ავტორი: Phil Jones
10 თებერვალი 2017 22:21
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
რომ მოვიგებთ დარწმუნებული ვარ რომ მეხუთეზე გადავინაცვლებთ, ლუზერები კიდევ ვერ იგებენ უეჭველი ;)
0
№5
ავტორი: ROONEY-RUNI
10 თებერვალი 2017 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
რუნის ათამაშებს იმედია 10 ზე ეს კუტა კვერცხა და მარსიალსაც
0
№6
ავტორი: Mixito
10 თებერვალი 2017 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ვიგებთ
0
№7
ავტორი: ikeoni
10 თებერვალი 2017 23:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Aucileblad unda movigot es rtuli tamashi kai nabozar gunds vetamashebit))
0
№8
ავტორი: ROI
10 თებერვალი 2017 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ციტატა: Phil Jones
რომ მოვიგებთ დარწმუნებული ვარ რომ მეხუთეზე გადავინაცვლებთ, ლუზერები კიდევ ვერ იგებენ უეჭველი ;)

მანდ ნებისმიერი სჰედეგი კარგიაა ლივერპულმა რომ მოიგოს ტოტონჰემტანაც სჰემცირდება და პრე ყველაზე კარგი ვარიანტიაა და ლივერპულმა რომ წააგოს ეგეც კარგია
0
№9
ავტორი: gache1991
10 თებერვალი 2017 23:33
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
pirveli taimis 4 kutxuri
manches 7 dartyma
manches 3 ofsaidi
19>jarima dade-moige:))))

+luzeri totes pirveli taimis 5 kutxuri:)))
0
№10
11 თებერვალი 2017 00:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
დე გეა
ვალენსია ბაილი სმოლინგი როხო
ერერა პოგბა
მკითარიანი მატა რაშფორდი
იბრაგიმოვიჩი
კარგი იქნება მარსიალიც. what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top