თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2017, 21:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2775,
კომენტარები: 14
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის 25-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 25-ე ტური
თარიღი: შაბათი, 11 თებერვალი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკ ჯონსი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Henderson, Darmian, Fosu-Mensah, Valencia, Young, Rojo, Tuanzebe, Smalling, Bailly, Blind, Shaw, Carrick, Mata, Fellaini, Schweinsteiger, Herrera, Pogba, Lingard, Martial, Mkhitaryan, Rooney, Rashford, Ibrahimovic.

ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ფილ ჯონსი გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს და მას დაცვის ცენტრში ერიკ ბაიი შეცვლის. გუნდის დანარჩენი ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან. მარკოს როხომ მცირე დაზიანება მოირჩინა, ხოლო უეინ რუნიმ გაცივებას თავი დააღწია.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"უოტფორდი"

ტრავმირებულები: პანტეილემონი, ამრაბატი, რ. პერეირა
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი:

კრისტიან კაბასელემ ტრავმა მოირჩინა და თამაშს შეძლებს, ხოლო ნორდინ ამრაბატის თამაში ჯერ კიდევ ადრეა, თუმცა ვარჯიშებს უკვე შეუდგა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 45 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-ფ-ფ-ფ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ბოლო 15 მატჩში არ მარცხდება (8 მოგება, 7 ფრე), ეს ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიაა 2013 წლის მარტის შემდეგ, როცა ფერგიუსონის გუნდმა მაშინ ამგვარი მატჩების რაოდენობა 18-მდე აიყვანა.

"წითლები" ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 18 საშინაო მატჩში არ მარცხდება (12 მოგება, 6 ფრე).

გამარჯვების შემთხვევაში, "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველი გუნდი გახდება, რომელმაც პრემიერ ლიგაში 2000 ქულა დააგროვა.

"იუნაიტედი" "მიდლსბროსთან" ერთად მიმდინარე სეზონში ფრედ ჩატარებული მატჩების რაოდენობით ლიდერობს - 9 მატჩი.

მას შემდეგ, რაც "წითელი ეშმაკები" "ჩელსისთან" 0-4 დამარცხდა, მხოლოდ ანტონიო კონტეს გუნდმა დააგროვა უფრო მეტი (40) ქულა, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედმა" (31).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"უოტფორდი"


მე-10 ადგილი, 30 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: წ-ფ-ფ-მ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


"ბზიკები" პრემიერ ლიგაში ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან. აქამდე ინგლისის ჩემპიონატში ზედიზედ სამი მატჩი მათ 2015 წლის დეკებერში მოიგეს, როცა გამარჯვებათა სერია 4 თამაშს აღწევდა.

"უოტფორდს" შეუძლია პრემიერ ლიგის მე-9 გუნდი გახდეს, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ორჯერ დამარცხება შეუძლია ერთ სეზონში - მანამდე ამის გაკეთება 3-ჯერ მოახერხეს "არსენალმა", "ჩელსიმ", "მანჩესტერ სიტიმ", 4-ჯერ "ლივერპულმა" თითოჯერ კი "ევერტონმა", "ბლექბერნმა", "სუონსიმ" და "ვესტ ჰემმა".

"უოტფორდის" ფეხბურთელების ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 62 ყვითელი ბარათია - ყველაზე მეტი პრემიერ ლიგაში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: იბრაჰიმოვიჩი - 20 გოლი (15 ლიგაში)

უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩებში 100 გოლი გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სტადიონზე გატანილი გოლების რაოდენობით 100-გოლიან ნიშნულს გადააჭარბა, "არსენალის" ყოფილი ფორვარდი ტიერი ანრია, რომელმაც "ჰაიბერიზე" 114-ჯერ აიღო მეტოქის კარი.

ამჟამად რუნიმ პრემიერ ლიგის 148 მატჩში გაიტანა გოლი. წინ მხოლოდ ალან შირერი (190), ფრენკ ლამპარდი და ენდი კოული (149) არიან.

"უოტფორდის" წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში უეინ რუნიმ 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ლესტერ სიტის" კარში გასულ ტურში გატანილი გოლით ზლატან იბრაჰიმოვიჩი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში მინიმუმ 15 გოლი გახდა - 35 წელი და 125 დღე.

ზლატანმა ვალტერ მაცარის გუნდების წინააღმდეგ ჩემპიონატში ჩატარებულ 10 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

პოლ პოგბამ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიმდინარე სეზონში ერთმანეთს 27 საგოლე მომენტი შეუქმნეს. პოგბამ იბრაჰიმოვიჩს სამი საგოლე გადაცემა გაუკეთა - მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ფეხბურთელთა წყვილმა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)

"უოტფორდი"


წამყვანი ბომბარდირი: დინი - 7 გოლი (7 ლიგაში)

ტროი დინიმ პრემიერ ლიგის ბოლო სამ მატჩში გაიტანა. ზედიზედ 4 მატჩში მან ბოლოს 2015 წლის დეკემბერში გამოიჩინა თავი.

თუ მოედანზე ტომ ქლევერლი და კრეიგ კეტგარტი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 27-ჯერ შეხვდნენ. "უოტფორდმა" 5-ჯერ მოახერხა გამარჯვება, "იუნაიტედმა" 17-ჯერ, ხოლო 5 მატჩი ფრედ დასრულდა.

სექტემბერში მოპოვებული გამარჯვებით "უოტფორდმა" პირველად მოახერხა "იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ქულების დაგროვება, მანამდე კი ზედიზედ 6 მატჩი წააგო.

ამ მარცხმა "უოტფორდთან" 1986 წელს დაწყებული ყველა ტურნირზე მოპოვებული 11-მატჩიანი გამარჯვებათა სერია დაასრულა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" "უოტფორდის" წინააღმდეგ ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებული წინა 9 მატჩი არ წაუგია (7 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება) და სი მათგანი პრემიერ ლიგის რანგში მოიგო.

"ბზიკების" ბოლო გამარჯვება "ოლდ ტრაფორდზე" 1978 წლის ოქტომბრით თარიღდება, როცა ლიუტერ ბლისეტის დუბლმა სტუმრებს ლიგის თასის მატჩში 1-2 გამარჯვება მოუტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "უოტფორდი" - 3 მოგება, "იუნაიტედი" - 12 მოგება, ფრე - 4.

პრემიერ-ლიგა "უოტფორდი" - 1 მოგება, "იუნაიტედი" - 6 მოგება, ფრე - 0.


"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა: "უოტფორდი" - 0 მოგება. "იუნაიტედი" - 9 მოგება, ფრე - 2.

პრემიერ-ლიგა: "უოტფორდი" - 0 მოგება. "იუნაიტედი" - 3 მოგება, ფრე - 0

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური შეხვედრა


"მანჩესტერ იუნაიტედი" 1-0 "უოტფორდი"

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


თარიღი: ხუთშაბათი, 2 მარტი, 2016 წელი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: მატა 83
მსაჯი: მაიკ ჯონსი

გუნდების შემადგენლობები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა, რობერტ მედლი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩი განსაჯა, 89 ყვითელი და 3 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: მარკ პერი, დევიდ ბრაინი
სათადარიგო მსაჯი: კევინ ფრენდი
მატჩის წინ
14 კომენტარი
№11
ავტორი: Vikings
11 თებერვალი 2017 02:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
დროა წინ წავიწიოთ.მშვენიერი შანსი გვაქ უნიკალური :) არა უეჭველი ჩვენია 3 ქულა.. ადმინ საღოლ ბრატ ჯიგარი ხარ..კარგად მუშაობ ძმაო
0
№12
ავტორი: Mixito
11 თებერვალი 2017 10:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
აუ ადმინ შენ გენაცვალე რაა დილას რო გავიღვიძე პირდაპირ აქ შემოვედი იმითომ რო ვიცოდი რო რამე სიახლე იქნებოდა და რა თქმა უნდა ძმური განწყობა გეიხარე ადმინ და თავენც ბიჭებო გეიხარეთ მიყვზრხართ
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
11 თებერვალი 2017 10:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია ჰალთან როგორც მოუვიდათ, ისეარ მოუვიდეთ :(
0
№14
ავტორი: MU2016
11 თებერვალი 2017 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
თუ იცით დღევანდელ თამაშს აჩვენებენ სადმე? silk sport HD3-ის პროგრამაში მითითებულია მარა რაღაც ძიუდოს ჩართვას აპირებენო და მართალია? ან რუსულ არხებზე ხო არ იცით სადმე თუ გავა?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top