თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2017, 18:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2854,
კომენტარები: 12
მოურინიოს მორიგი კომენტარი სატრანსფერო გეგმების შესახებ
პორტუგალიელმა სატრანსფერო საკითხებზე საუბრისას სავარაუდო მომსვლეთა კონკრეტული რაოდენობა დაასახელა.
მოურინიოს მორიგი კომენტარი სატრანსფერო გეგმების შესახებ
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ოთხი ფეხბურთელი შეიძინოს.

"იუნაიტედმა" გასულ ზაფხულს 145.3 მილიონი ფუნტი დახარჯა და გუნდს ერიკ ბაიი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჰენრიხ მხითარიანი და პოლ პოგბა შესძინა.

აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა განაცხადა, რომ "იუნაიტედი" მაისურ ტრანსფერებს აღარ განახორციელებს და გუნდი უფრო მეტი სტაბილურობის შეძენას ეცდება.

"ედი სრულიად მართალია, რა თქმა უნდა, ამაზე ვილაპარაკეთ, რა თქმა უნდა, მომავალი მიმოვიხილეთ და ვიცით, რომ ჩვენ გვყავს გუნდი, რომელსაც სხვა გუნდების მსგავსად ცვლილებები სჭირდება.

მაგრამ ისიც ვიცით, რომ ჩვენს გუნდს აქვს პოტენციალი, ჩვენს გუნდში არიან კარგი ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთ საუკეთესო ასაკში იმყოფებიან, ევოლუციას განიცდიან და ჩვენი ფილოსოფია სულაც არ არის ციფრებზე დამოკიდებულება. შეგიძლია დახარჯო ერთი, 10 ან 100 მილიონი, ციფრებისგან დამოუკიდებლად, ესეც ფილოსოფიაა, იდეა და ჩვენც ამ მხრივ ვუდგებით.

გვირჩევნია, რომ ორი, სამი ან ოთხი ფეხბურთელი შევიძინოთ, მაგრამ კარგი ფეხბურთელები, მოთამაშეები, რომლებიც ჩვენს იდეას ერგებიან, რომელთა თამაშსაც ვცდილობთ, რომლებიც გუნდს აუმჯობესებენ. ჩვენ არ გვაინტერესებს 6 ან 7 ფეხბურთელის შეძენა ან გაყიდვა, ამ შვიდი ან ექვსი ფეხბურთელიდან კი მხოლოდ 2 ისეთის მოყვანა, რომლებიც დიდებული ფეხბურთელები არიან ან დონით ვერ აღემატებიან იმათ, ვინც ჩვენ გავყიდეთ.

ამ თამაშის თამაშს არ ვაპირებთ, ჩვენ სტაბილურები ვართ, ამიტომაც გვგონია, რომ ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე ზოგიერთი ფეხბურთელი წავა, ზოგიერთი მოვა, მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებრივად მოხდება და ვფიქრობ, ედმა ეს კარგად ახსნა."


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
10 თებერვალი 2017 18:47
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ძლივს გვეღირსა ნომრალური მწვრთნელი რა ჯერიყოდა მოიესი იმხელა ავტორიტეტი არიყო ვინც ამხელა დონის მოთამაშეებს გადმოიბირებდა და მერე ვან გაალმა კდიე მოყარა 12 ფეხბურთელიდა აქედან 3-4 მა თუ გაამართლა. საღოლ ჯოზე სწორი პოლიტიკა ტარდება გუნდში ყველანაირად ასევე სატრანსფერო კუთხითაც მივესალმები
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 თებერვალი 2017 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მთავარია ზუსტად გავაძლიეროთ სხვადასხვა პოზიციები და ის ფეხბურთელები ვიყიდოთ ვინც მომავალში გამოგვადგებიან და რაოდენობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
10 თებერვალი 2017 19:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
სწორი ტრანსფერები უნდა გააკეთოს გუნდმა და ეს მოუს გამოსდის ჯერ-ჯერობით
0
№4
ავტორი: ikeoni
10 თებერვალი 2017 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Jozem icis tavis saqme da icis rasac aketebs ❤️
1
№5
ავტორი: dzia_David
10 თებერვალი 2017 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ძალიან სწორი პოლიტიკა ტარდება გუნდში. თავისთავად უნდა იყოს ძირითადი ბირთვი მოთამაშეების რომლებიც ითამაშებენ ყოველ სეზონზე სტაბილურად და განვითარდებიან. მარაა ახალი ძალების დამატება და ნაკლებად პერსპექტიული ხალხის გაშვებაც აუცილებელია. ყოველ წელს 5-6 კაცის მოყვანა გაშვება მთელი გუნდის გადაწყობები და ახლიდან შეთამაშება არაა საჭირო.
0
№6
ავტორი: Silver
10 თებერვალი 2017 19:58
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
http://halamadrid.ge/index.php?newsid=49075 ამათმა ვაბშე სხვა რამე დაწერეს wink
0
№7
10 თებერვალი 2017 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
საფხულში აუცილებლად უნდა ვიყიდოთ მიჩელის შემცვლელი მარცხენა მცველი თუ შოუ არ ჩაჯდა ფორმაში გრიზმანი და ერთი კარგი ცენტრალური მცველი. fellow
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№8
ავტორი: stepno
10 თებერვალი 2017 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
გენაცვალე ყველაფერი იდეალურად გესმის
0
№9
ავტორი: Phil Jones
10 თებერვალი 2017 20:28
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: shotkin
ძლივს გვეღირსა ნომრალური მწვრთნელი რა ჯერიყოდა მოიესი იმხელა ავტორიტეტი არიყო ვინც ამხელა დონის მოთამაშეებს გადმოიბირებდა და მერე ვან გაალმა კდიე მოყარა 12 ფეხბურთელიდა აქედან 3-4 მა თუ გაამართლა. საღოლ ჯოზე სწორი პოლიტიკა ტარდება გუნდში ყველანაირად ასევე სატრანსფერო კუთხითაც მივესალმები

მოიესს მარტო მატასთვის მადლობა, ისიც ჟოზე გააგდო და იმიტომ გადმოვიდა :)))
0
№10
ავტორი: kobinio
10 თებერვალი 2017 21:27
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Phil Jones
ციტატა: shotkin
ძლივს გვეღირსა ნომრალური მწვრთნელი რა ჯერიყოდა მოიესი იმხელა ავტორიტეტი არიყო ვინც ამხელა დონის მოთამაშეებს გადმოიბირებდა და მერე ვან გაალმა კდიე მოყარა 12 ფეხბურთელიდა აქედან 3-4 მა თუ გაამართლა. საღოლ ჯოზე სწორი პოლიტიკა ტარდება გუნდში ყველანაირად ასევე სატრანსფერო კუთხითაც მივესალმები

მოიესს მარტო მატასთვის მადლობა, ისიც ჟოზე გააგდო და იმიტომ გადმოვიდა :)))

ჟოზრს არ გაუგდია წასვლა თხოვა და გაუშვა

როხო დიაბლო ვის გაუშვებს შენი აზრით?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top