თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2017, 18:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2858,
კომენტარები: 12
მოურინიოს მორიგი კომენტარი სატრანსფერო გეგმების შესახებ
პორტუგალიელმა სატრანსფერო საკითხებზე საუბრისას სავარაუდო მომსვლეთა კონკრეტული რაოდენობა დაასახელა.
მოურინიოს მორიგი კომენტარი სატრანსფერო გეგმების შესახებ
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ოთხი ფეხბურთელი შეიძინოს.

"იუნაიტედმა" გასულ ზაფხულს 145.3 მილიონი ფუნტი დახარჯა და გუნდს ერიკ ბაიი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჰენრიხ მხითარიანი და პოლ პოგბა შესძინა.

აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა განაცხადა, რომ "იუნაიტედი" მაისურ ტრანსფერებს აღარ განახორციელებს და გუნდი უფრო მეტი სტაბილურობის შეძენას ეცდება.

"ედი სრულიად მართალია, რა თქმა უნდა, ამაზე ვილაპარაკეთ, რა თქმა უნდა, მომავალი მიმოვიხილეთ და ვიცით, რომ ჩვენ გვყავს გუნდი, რომელსაც სხვა გუნდების მსგავსად ცვლილებები სჭირდება.

მაგრამ ისიც ვიცით, რომ ჩვენს გუნდს აქვს პოტენციალი, ჩვენს გუნდში არიან კარგი ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთ საუკეთესო ასაკში იმყოფებიან, ევოლუციას განიცდიან და ჩვენი ფილოსოფია სულაც არ არის ციფრებზე დამოკიდებულება. შეგიძლია დახარჯო ერთი, 10 ან 100 მილიონი, ციფრებისგან დამოუკიდებლად, ესეც ფილოსოფიაა, იდეა და ჩვენც ამ მხრივ ვუდგებით.

გვირჩევნია, რომ ორი, სამი ან ოთხი ფეხბურთელი შევიძინოთ, მაგრამ კარგი ფეხბურთელები, მოთამაშეები, რომლებიც ჩვენს იდეას ერგებიან, რომელთა თამაშსაც ვცდილობთ, რომლებიც გუნდს აუმჯობესებენ. ჩვენ არ გვაინტერესებს 6 ან 7 ფეხბურთელის შეძენა ან გაყიდვა, ამ შვიდი ან ექვსი ფეხბურთელიდან კი მხოლოდ 2 ისეთის მოყვანა, რომლებიც დიდებული ფეხბურთელები არიან ან დონით ვერ აღემატებიან იმათ, ვინც ჩვენ გავყიდეთ.

ამ თამაშის თამაშს არ ვაპირებთ, ჩვენ სტაბილურები ვართ, ამიტომაც გვგონია, რომ ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე ზოგიერთი ფეხბურთელი წავა, ზოგიერთი მოვა, მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებრივად მოხდება და ვფიქრობ, ედმა ეს კარგად ახსნა."


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: temo-scholes
11 თებერვალი 2017 03:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
momsvlelebshi: naingolani, grizmani, lukaku, rouzi, uolkeri, zuma an ximenesi...
0
№12
ავტორი: ani ani
12 თებერვალი 2017 08:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
ანუ გრიზმანი აღარ გინდათ ატლეტიკო მაინც არ გამოუშვებდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top